თბილისი:
მანჩესტერი:
12-09-2014, 07:29
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2271,
კომენტარები: 11
ფალკაოს დიდხანს დარჩენა სურს
რადამელ ფალკაო დიდ კლუბში თამაშზე ოცნებობდა.
ფალკაოს დიდხანს დარჩენა სურს
"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი, რადამელ ფალკაო აცხადებს, რომ ახალ კლუბში დიდი ხნით დარჩენა სურს.

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის უკანასკნელ დღეს ფალკაო "იუნაიტედმა" "მონაკოდან" იჯარის წესით აიყვანა. კოლუმბიელი არ მალავს, რომ ახალ კლუბზე დიდ იმედებს ამყარებს და დიდი ხნით დარჩენაზეც არ იქნება წინააღმდეგი.

"აქ ყოფნა ძალიან მახარებს. ჩემთვის და ჩემი კარიერისთვის ეს უდიდესი გამოწვევაა. მიხარია, რომ ისეთ დიდ კლუბში ვთამაშობ, როგორიც "მანჩესტერ იუნაიტედია".

"იმედი მაქვს "მანჩესტერ იუნაიტედში" დიდი ხნით დავრჩები, იმედი მაქვს ამ კლუბში ისტორიას შევქმნი. "პორტუსა" და "ატლეტიკოში" გამოსვლისას ყოველთვის მინდოდა მომატება, გაძლიერება. ყოველთვის ვოცნებობდი ისეთ კლუბში თამაშზე, როგორიც "იუნაიტედია" და ახლა აქ მრავალი წლის გატარება მინდა."


კოლუმბიელმა ასევე განაცხადა, რომ გუნდთან ადაპტირების ეტაპი უკვე დასრულებულია და ტრავმა, რომელიც მსოლფიო ჩემპიონატის გამოტოვების მიზეზად იქცა აღარ აწუხებს.

"თავს კარგად ვგრძნობ. მოედანს ორი თვის წინ დავუბრუნდი და გოლების გატანაც დავიწყე. საკუთარ ფიზიკურ ფორმაში დარწმუნებული ვარ, მუხლთან დაკავშირებით ყველაფერი რიგზეა."

"აქ ახალი გუნდი შენდება, ეს ახალი პროცესია. ზაფხულში რამდენიმე ახალი ფეხბურთელი მოვიდა. "მანჩესტერ იუნაიტედი" დიდ გუნდს აშენებს და მინდა ამ პროექტის ნაწილი ვიყო."

"ყველაფერი რიგზეა, კმაყოფილი ვარ. ბიჭებმა კარგად მიმიღეს და არამგონია ადაპტირებისთვის დიდი დრო დამჭირდეს."
- განაცხადა ფალკაომ.

წყარო: fapl.ru
ინტერვიუები
11 კომენტარი
№11
ავტორი: Macklemore
12 სექტემბერი 2014 22:17
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
ვინ გიშვებს, მაგრამ ეგრე იციან ხოლმე ახალ გუნდში რო მივლენ :D
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top