გაზეთებმა Daily Mail–მა და The Sun-მა გამოაქვეყნეს ინფორმაცია, რომ ფალკაოსთან კონტრაკტის გაფორმებისას, იუნაიტედმა სთხოვა ფრანგებს, რომ დაედგინათ კოლუმბიელის ზუსტი ასაკი. შეურაწმყოფელი ფეხბურთელისთვის აქ არაფერი ყოფილა. თუმცა, ბრიტანულმა გაზეთებმა, როგორც სჩვევიათ ხოლმე, თბილი დახვედრა მოუწყვეს ფეხბურთელს. მათ ამ საქმისგან ძალიან დიდი აჟიოტაჟი გამოიწვიეს და გააბუქეს, რის გამოც კოლუმბიელის რეპუტაცია ასე თუ ისე მაინც შეილახა. ისეთი ფეხბურთელებისთვის კი, როგორიც ფალკაოა, რეპუტაცია საკმაოდ მძიმე თემაა. მოდი ვაღიაროთ, ასაკი ისეთი საკითხია, რომ მართლაც ნერვიულობას იწყებ. ფეხბურთში კი განსაკუთრებით, ასაკს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. სამუელ ეტოო 40 წლის? სისულელეა! დიდიე დროგბა 50?! შეუძლებელია, არა და არა. ასაკი ისეთი რამ არის, რომ მისი დახმარებით ძალიან ბევრი რამის გადაწყვეტა შეიძლება. უმეტესობა ასე თვლის. ამ წესს მხოლოდ ორი გამონაკლისი ჰყავს: გიგზი და ძანეტი. ძირითად შემთხვევაში, 32 წლის ასაკის ფეხბურთელი უკვე მოძველებულ როიალს ჰგავს.

"მანჩესტერ იუნაიტედის" კოლუმბიელმა ახალწვეულმა დარტყმა უკვე მიიღო. ინგლისელებს აქვთ ასეთი გამოთქმა:"ტყუილი ნახევარ დედამიწას შემოივლის, მანამ სიმართლე ფეხსაცმლის ჩაცმას მოასწრებს". დაისმის კითხვა, რაში სჭირდება ინგლისის წამყვან გაზეთებს ასეთი სახის ჭორებისა და უსიამოვნო თემების წამოწყება? რატომ ძვრებიან იქ, სადაც მათი საქმე არ არის? მაურინიოსაგან განსხვავებით, რომელსაც სჩვევია გამომწვევი კომენტარების გაკეთება, ვან გალს ამ საკითხთან დაკავშირებით სიტყვა არ დასცდენია. სავარაუდოდ ამ საქმეში ჩართულნი არიან ახალი ჟურნალისტები, რომლებსაც კარიერის აწყობა სურთ, ხოლო მათი დამკვეთი კი მანჩესტერის კონკურენტები არიან. ფალკაოსა და მის აღზევების იმდენად ეშინიათ დღეს, რომ მუხლებიც ეკეცებათ. უნდა ვაღიაროთ, ფალკაოს დიდებამ საკმაოდ დიდი კრახი განიცადა. თუმცა მას არანაირი სკანდალური ქმედებები არ ჩაუდენია. სპორტში ეს ხშირად ხდება, მან უბრალოდ ხალხის ნდობა დაკარგა და ეს ყველაფერი ალკოჰოლიზმის, წამალზე დამოკიდებულების, სკანდალური ქცევებისა და ათასი სხვა რამის გარეშეც მოხდა. გაინტერესებთ რატომ?
პირველ რიგში ტრავმები. ყველაფერი იწყება მუხლის ტრავმიდან "რივერ-პლეიტში". 2006 წელს ფალკაომ გაიკეთა ოპერაცია ჯვარედინ იოგებზე, რის შემდეგაც ჩვეულ ფორმას ფეხბურთელები იშვიათად უბრუნდებიან. მაგრამ, რა გასაკვირიც არ უნდა იყოს "ელ ტიგრე" გამოძვრა ამ სიტუაციიდან და ევროპაში გადაბარგდა სადაც ფორმის პიკს მიაღწია. მაგრამ შესაძლებელია კიდევ ამის განმეორება? ასეთ მაგალითს ვერსაიდან ვერ მოიტან, წმინდა წიგნშიც კი გაჭირდება პოვნა. 2014 წლის დასაწყისში ფალკაომ ისევ გაიწყვიტა ჯვარედინი იოგები. გამოტოვა ნახევარი სეზონი საფრანგეთში და მსოფლიო ჩემპიონატი. ბევრი ამბობს, რომ სწორედ მისი ტრავმიანობის გამო ვერ მოხვდა იგი "რეალში".
მეორე მიზეზი, მიზანი ან მისი უქუნობა. ერთი წლის უკან, კოლუმბიელმა ესპანური ცხენი ფრანგულ ვირზე გაცვალა, რომელიც ძვირადღირებული ტვირთით იყო სავსე. ეს ვირი კი, ყველა მოქნილ მხედარს იქვე გაუმაძღარ ფერმერად აქცევდა, რომელსაც არსად არ ეჩქარებოდა. გარკვეული დროის შემდეგ გამოჩნდა, რომ ფალკაოს ფინანსური უზრუნველყოფის გარდა, აფარერი აინტერესებდა "მონაკოში". დავუშვათ, სუპერფორვარდი თავისი სუსტი წერტილებისა და უჭკუობის მსხვერპლი გახდა. სად იყო ამ დროს მისი აგენტები და მეგობრები. არ შეეძლო მაგალითად, იგივე მენდეშს, რომელიც ასევე რონალდოსა და ხამეს როდრიგესის აგენტია, აეხსნა სიტუაცია, მიეცა რჩევა? ამდენი ამბის შემდეგ დაიბადა კითხვი-ნუთუ ფალკაოს აღარ აინტერესებს ფეხბურთი?
ფალკაო და რონალდო, მადრიდიმესამე, სათამაშო კონდიციები. სიმართლე გითხრათ, ფალკაოს გადასვლა მანჩესტერში ისევე გამიკვირდა, როგორც მისი გადასვლა მონტე-კარლოში. ერთი წლის მანძილზე საფრანგეთში ფალკაომ 20 მატჩიდან 11 გოლის გატანა მოახერხა, თუმცა ამ გოლებიდან არც ერთი არ გამოირჩეოდა. საერთოდ, თუ მის თამაშებს დააკვირდებოდით, იქვე ჩანდა, რომ ფალკაოს უკვე არავითარი მიზანი აღარ ჰქონდა, პროგრესზე ლაპარალი ხომ ზედმეტია. "მონაკოში" ფალკაო მსუბუქად რომ ვთქვათ, ჩაიძირა. ცოტა ხანში კი, ჩნდება გუნდი, რომელსაც უზარმაზარი ისტორია გააჩნია და იჯარის წესით აყავს კოლუმბიელი. ამას კი ნამდვილად არავინ ელოდა.
ახლა უნდა ჩაირთოს კოლუმბიის ჰიმნი ან მელოდია, რომელიც ფრინველ-ფენიქს ანსახიერებს . ფალკაოს ცხოვრებაში მომავლის შუქი ჩნდება. "Falcão" პორტუგალიურად ნიშნავს შავარდენს. რა თქმა უნდა, ვეფხვი უფრო კარგად ჟღერს და ფალკაოს ფიზიკურობასაც ეს უფრო შეეფერება, მაგრამ თამაშის სტილიდან გამომდინარე შავარდენი უფრო გადის.
მას არაჩვეულებრივად შეუძლია თამაში თავით. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ სხვა ასე ვერ ითამაშებს. იგი ბურთს არ უტყამს, არამედ პირდაპირ ეტაკება, თითქოს აფრინდება ბურთს. ფალკაოს ფენომენი მის არაჩვეულებრივ პლასტიურობაში და კორდინაციაშია. თუ ხდება ჩაწოდება ფალკაოს სხეული ისე ხვდება მას, რომ იგი იძულებულია მთელი სხეულით შეესოს ბურთს. ამას ვამატებთ არაჩვეულებრივ თამაშს ორივე ფეხით. პლასტიურობის გარდა, ფალკაო გამოირჩევა სათამაშო ტემპით, იგი ხშირად იჭერს მოწინააღმდეგეს პაუზაზე და იქვე ასწრებს მის მოტყუებას, ისე რომ მცველი ვერც კი ასწრებს აზრზე მოსვლას. ასე რომ, ყველა გაზეთის საყურადღებოდ, 28 წლის იქნება ფალკაო თუ 30-ის არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია ათამაშდეს.
28 აგვისტოს ზუსტად 15 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ფალკაომ ფეხი შედგა დიდ ფეხბურთში, ამ პერიოდის მანძილზე ერთხელაც ვერ შეძლო ჩემპიონთა ლიგის მოგება, თუმცა დაეხმარა ყველა გუნდს, რომელშიც კი თამაშობდა, გასულიყო ამ ტურნირზე. დროა ამ სიაში კიდევ ერთი გუნდი შეემატოს. "მანჩესტერ იუნაიტედი" უნდა გახდეს გუნდი, რომელშიც ფალკაომ მოახდინა აღზევება. "ოცნების თეატრი" კი აუცილებლად ამღერდება, უკვე დიდი ხანია, რაც ამ სტადიონზე არავის არ უმღერია.