თბილისი:
მანჩესტერი:
10-09-2014, 19:39
ავტორი: ViDa,
ნანახია: 4896,
კომენტარები: 17
ნადირობა ვეფხვზე
რატომ არის "იუნაიტედი" მთავარი გამოწვევა ფალკაოს კარიერაში
ნადირობა ვეფხვზე
გაზეთებმა Daily Mail–მა და The Sun-მა გამოაქვეყნეს ინფორმაცია, რომ ფალკაოსთან კონტრაკტის გაფორმებისას, იუნაიტედმა სთხოვა ფრანგებს, რომ დაედგინათ კოლუმბიელის ზუსტი ასაკი. შეურაწმყოფელი ფეხბურთელისთვის აქ არაფერი ყოფილა. თუმცა, ბრიტანულმა გაზეთებმა, როგორც სჩვევიათ ხოლმე, თბილი დახვედრა მოუწყვეს ფეხბურთელს. მათ ამ საქმისგან ძალიან დიდი აჟიოტაჟი გამოიწვიეს და გააბუქეს, რის გამოც კოლუმბიელის რეპუტაცია ასე თუ ისე მაინც შეილახა. ისეთი ფეხბურთელებისთვის კი, როგორიც ფალკაოა, რეპუტაცია საკმაოდ მძიმე თემაა. მოდი ვაღიაროთ, ასაკი ისეთი საკითხია, რომ მართლაც ნერვიულობას იწყებ. ფეხბურთში კი განსაკუთრებით, ასაკს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. სამუელ ეტოო 40 წლის? სისულელეა! დიდიე დროგბა 50?! შეუძლებელია, არა და არა. ასაკი ისეთი რამ არის, რომ მისი დახმარებით ძალიან ბევრი რამის გადაწყვეტა შეიძლება. უმეტესობა ასე თვლის. ამ წესს მხოლოდ ორი გამონაკლისი ჰყავს: გიგზი და ძანეტი. ძირითად შემთხვევაში, 32 წლის ასაკის ფეხბურთელი უკვე მოძველებულ როიალს ჰგავს.

ნადირობა ვეფხვზე


"მანჩესტერ იუნაიტედის" კოლუმბიელმა ახალწვეულმა დარტყმა უკვე მიიღო. ინგლისელებს აქვთ ასეთი გამოთქმა:"ტყუილი ნახევარ დედამიწას შემოივლის, მანამ სიმართლე ფეხსაცმლის ჩაცმას მოასწრებს". დაისმის კითხვა, რაში სჭირდება ინგლისის წამყვან გაზეთებს ასეთი სახის ჭორებისა და უსიამოვნო თემების წამოწყება? რატომ ძვრებიან იქ, სადაც მათი საქმე არ არის? მაურინიოსაგან განსხვავებით, რომელსაც სჩვევია გამომწვევი კომენტარების გაკეთება, ვან გალს ამ საკითხთან დაკავშირებით სიტყვა არ დასცდენია. სავარაუდოდ ამ საქმეში ჩართულნი არიან ახალი ჟურნალისტები, რომლებსაც კარიერის აწყობა სურთ, ხოლო მათი დამკვეთი კი მანჩესტერის კონკურენტები არიან. ფალკაოსა და მის აღზევების იმდენად ეშინიათ დღეს, რომ მუხლებიც ეკეცებათ. უნდა ვაღიაროთ, ფალკაოს დიდებამ საკმაოდ დიდი კრახი განიცადა. თუმცა მას არანაირი სკანდალური ქმედებები არ ჩაუდენია. სპორტში ეს ხშირად ხდება, მან უბრალოდ ხალხის ნდობა დაკარგა და ეს ყველაფერი ალკოჰოლიზმის, წამალზე დამოკიდებულების, სკანდალური ქცევებისა და ათასი სხვა რამის გარეშეც მოხდა. გაინტერესებთ რატომ?

პირველ რიგში ტრავმები. ყველაფერი იწყება მუხლის ტრავმიდან "რივერ-პლეიტში". 2006 წელს ფალკაომ გაიკეთა ოპერაცია ჯვარედინ იოგებზე, რის შემდეგაც ჩვეულ ფორმას ფეხბურთელები იშვიათად უბრუნდებიან. მაგრამ, რა გასაკვირიც არ უნდა იყოს "ელ ტიგრე" გამოძვრა ამ სიტუაციიდან და ევროპაში გადაბარგდა სადაც ფორმის პიკს მიაღწია. მაგრამ შესაძლებელია კიდევ ამის განმეორება? ასეთ მაგალითს ვერსაიდან ვერ მოიტან, წმინდა წიგნშიც კი გაჭირდება პოვნა. 2014 წლის დასაწყისში ფალკაომ ისევ გაიწყვიტა ჯვარედინი იოგები. გამოტოვა ნახევარი სეზონი საფრანგეთში და მსოფლიო ჩემპიონატი. ბევრი ამბობს, რომ სწორედ მისი ტრავმიანობის გამო ვერ მოხვდა იგი "რეალში".

მეორე მიზეზი, მიზანი ან მისი უქუნობა. ერთი წლის უკან, კოლუმბიელმა ესპანური ცხენი ფრანგულ ვირზე გაცვალა, რომელიც ძვირადღირებული ტვირთით იყო სავსე. ეს ვირი კი, ყველა მოქნილ მხედარს იქვე გაუმაძღარ ფერმერად აქცევდა, რომელსაც არსად არ ეჩქარებოდა. გარკვეული დროის შემდეგ გამოჩნდა, რომ ფალკაოს ფინანსური უზრუნველყოფის გარდა, აფარერი აინტერესებდა "მონაკოში". დავუშვათ, სუპერფორვარდი თავისი სუსტი წერტილებისა და უჭკუობის მსხვერპლი გახდა. სად იყო ამ დროს მისი აგენტები და მეგობრები. არ შეეძლო მაგალითად, იგივე მენდეშს, რომელიც ასევე რონალდოსა და ხამეს როდრიგესის აგენტია, აეხსნა სიტუაცია, მიეცა რჩევა? ამდენი ამბის შემდეგ დაიბადა კითხვი-ნუთუ ფალკაოს აღარ აინტერესებს ფეხბურთი?

ნადირობა ვეფხვზე


ფალკაო და რონალდო, მადრიდი

მესამე, სათამაშო კონდიციები. სიმართლე გითხრათ, ფალკაოს გადასვლა მანჩესტერში ისევე გამიკვირდა, როგორც მისი გადასვლა მონტე-კარლოში. ერთი წლის მანძილზე საფრანგეთში ფალკაომ 20 მატჩიდან 11 გოლის გატანა მოახერხა, თუმცა ამ გოლებიდან არც ერთი არ გამოირჩეოდა. საერთოდ, თუ მის თამაშებს დააკვირდებოდით, იქვე ჩანდა, რომ ფალკაოს უკვე არავითარი მიზანი აღარ ჰქონდა, პროგრესზე ლაპარალი ხომ ზედმეტია. "მონაკოში" ფალკაო მსუბუქად რომ ვთქვათ, ჩაიძირა. ცოტა ხანში კი, ჩნდება გუნდი, რომელსაც უზარმაზარი ისტორია გააჩნია და იჯარის წესით აყავს კოლუმბიელი. ამას კი ნამდვილად არავინ ელოდა.

ნადირობა ვეფხვზე


ახლა უნდა ჩაირთოს კოლუმბიის ჰიმნი ან მელოდია, რომელიც ფრინველ-ფენიქს ანსახიერებს . ფალკაოს ცხოვრებაში მომავლის შუქი ჩნდება. "Falcão" პორტუგალიურად ნიშნავს შავარდენს. რა თქმა უნდა, ვეფხვი უფრო კარგად ჟღერს და ფალკაოს ფიზიკურობასაც ეს უფრო შეეფერება, მაგრამ თამაშის სტილიდან გამომდინარე შავარდენი უფრო გადის.

მას არაჩვეულებრივად შეუძლია თამაში თავით. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ სხვა ასე ვერ ითამაშებს. იგი ბურთს არ უტყამს, არამედ პირდაპირ ეტაკება, თითქოს აფრინდება ბურთს. ფალკაოს ფენომენი მის არაჩვეულებრივ პლასტიურობაში და კორდინაციაშია. თუ ხდება ჩაწოდება ფალკაოს სხეული ისე ხვდება მას, რომ იგი იძულებულია მთელი სხეულით შეესოს ბურთს. ამას ვამატებთ არაჩვეულებრივ თამაშს ორივე ფეხით. პლასტიურობის გარდა, ფალკაო გამოირჩევა სათამაშო ტემპით, იგი ხშირად იჭერს მოწინააღმდეგეს პაუზაზე და იქვე ასწრებს მის მოტყუებას, ისე რომ მცველი ვერც კი ასწრებს აზრზე მოსვლას. ასე რომ, ყველა გაზეთის საყურადღებოდ, 28 წლის იქნება ფალკაო თუ 30-ის არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია ათამაშდეს.

28 აგვისტოს ზუსტად 15 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ფალკაომ ფეხი შედგა დიდ ფეხბურთში, ამ პერიოდის მანძილზე ერთხელაც ვერ შეძლო ჩემპიონთა ლიგის მოგება, თუმცა დაეხმარა ყველა გუნდს, რომელშიც კი თამაშობდა, გასულიყო ამ ტურნირზე. დროა ამ სიაში კიდევ ერთი გუნდი შეემატოს. "მანჩესტერ იუნაიტედი" უნდა გახდეს გუნდი, რომელშიც ფალკაომ მოახდინა აღზევება. "ოცნების თეატრი" კი აუცილებლად ამღერდება, უკვე დიდი ხანია, რაც ამ სტადიონზე არავის არ უმღერია.

ნადირობა ვეფხვზე

ნადირობა ვეფხვზე

ნადირობა ვეფხვზე

ნადირობა ვეფხვზე
სტატიები
17 კომენტარი
№11
ავტორი: RojoDiablo
11 სექტემბერი 2014 00:45
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
კარგია :* მაგრამ ასაკის მნიშვნელონას გადაჭარბებულად მივიჩნევ. მთავარია როგორ თამაშობს ფეხბურთელი, თორემ რამდენი წლისაა ეგ ნაკლებად მაღელვებს. ასაკობრივი ზღვარის მქონე გუნდი რომ იყოს ეგ სხვა საქმეა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№12
ავტორი: temo-scholes
11 სექტემბერი 2014 00:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1666
Chemii dzmaa....! Namdvili vefxvi miwaze da shevardeni haershii....!;):D
0
№13
ავტორი: VaRdo
11 სექტემბერი 2014 03:49
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
აუ ეს წელს იმენა გაიბრწყინებს მაგრად თან. მალე მოვიდეს 14 რა. მომენატრა იუნაიტედი და დი მარია ფალკაო რუნი მატა <3
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№14
ავტორი: buka oboladze
11 სექტემბერი 2014 12:49
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
ძალიან მომეწონა ყოჩაღ
0
№15
ავტორი: gilmour
11 სექტემბერი 2014 15:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
ჩვენთან მოტივირებული იქნება აუცილებლად და ისევ ისე ითამაშებს! მონაკოში რო თავს არ იკლავდა რა გასაკვირია, გადავიდა კაცი იმ იმედით რო მონაკო მაგარ სასტავს დააყენებდა და დარჩა 2-3 კაცის იმედზე. აი მანჩესტერი საერთოდ სხვა გამოწვევაა.
0
№16
ავტორი: ვახო ( G G M U)
11 სექტემბერი 2014 17:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
იცით რა მაინტერესებს??? ვიდალზე რო ამბობდნენ ვან გაალი თავს იმიტო იკავებს რო მძიმე ტრამვა ქონდაო, ფალკაოს რა არ ქონდა ტრამვა??? თუ ვიდალზე ეპარებოდათ ეჭვი ვაიდა ვერ ათამაშდესო რა გარანტია გვაქ რო ფალკაო ათამაშდება??? ასე რომ ვიდალზე ეგ ყველაფერი მე ჟურნალისტების მოგონილი მგონია...
0
№17
ავტორი: gilmour
11 სექტემბერი 2014 17:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
ვახო ( G G M U),
ხოდა მაგიტომაა არენდით, თუ ვერ ათამაშდება წავა უკან.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top