თბილისი:
მანჩესტერი:
8-09-2014, 09:17
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1840,
კომენტარები: 12
რუნი: "სტერლინგი ოვერმარსს მახსენებს"
კაპიტანი ახალგაზრდა "ლივერპულელით" აღფრთოვანებულია.
რუნი:
"მანჩესტერ იუნაიტედისა" და ინგლისის ნაკრების კაპიტანი, უეინ რუნი აცხადებს, რომ მისი სანაკრებო თანაგუნდელი, რაჰიმ სტერლინგი მას მარკ ოვერმარსს ახსენებს.

"ლივერპულის" ახალგაზრდა ვინგერმა ნაკრებში მხოლოდ 171 წუთი ჩაატარა, მაგრამ უკვე ითვლება მის განუყოფელ ნაწილად. "სამ ლომთა" კაპიტანი სტერლინგს "არსენალის" ლეგენდას ადარებს.

"ის საკმაოდ უჩვეულო ფეხბურთელია. ის, ვისაც შეტევის ყველა ხაზში და ფლანგზე შეუძლია თამაში. მსოფლიო ჩემპიონატამდე ერთად ვისხედით და მას მარკ ოვერმარსის ვიდეო ვაჩვენე. მას მახსენებს."

"ახალგაზრდა ბიჭია, მაგრამ დაუჯერებელ პოტენციალს ავლენს. სინამდვილეში შეუძლია ოვერმარსზე არანაკლები გახდეს. გასულ სეზონში ვნახეთ, რომ ის გასაოცარი მოთამაშეა და ამ სეზონის დასაწყისშიც ასე ჩანს. ის ჩვენთვის მომდევნო 10-15 წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი ფიგურა იქნება და სამწუხაროდ "ლივერპულისთვისაც".
- განაცხადა რუნიმ.

წყარო: fapl.ru
ინტერვიუები
12 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
8 სექტემბერი 2014 08:51
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
სამწუხაროდ "ლივერპულისთვისაც"
derphappycry არც ინგლისის ნაკრები მევასება, ამიტომ თუ გინდა ფეხი მოტეხია.

მაგრამ მართლა მაგარი ბიჭია და ამან რაც ტოტენჰემთან გააკეთა ჯერ მაგრად გამიკვირდა და მერე მაგრად ვიცინე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: chudikone
8 სექტემბერი 2014 09:16
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
სტერლინგი ჯობია იანუზაის smile
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№3
ავტორი: AkkRed
8 სექტემბერი 2014 09:19
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
და სამწუხაროდ "ლივერპულისთვისაც" :D :D :D
0
№4
ავტორი: Manchester_M
8 სექტემბერი 2014 09:24
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
და სამწუხაროდ "ლივერპულისთვისაც".


wink wink wink უნდა ვაღიაროთ იანუზაის ნამდვილად ჯობია ამ ჯერად მაგრამ ვნახოთ მომავალში რა იქნება :)
0
№5
ავტორი: manutd---10
8 სექტემბერი 2014 10:04
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 225
chudikone,
ეხლა გაიგე რო ჯობია? wink ეს ჩამოყალიბებული ფეხბურთელიაუკვე და ლივერპულს ნამდვილი ლიდერი, იანუზაი კი არვიცით საერთოდ ჩამოყალიბდება თუ არა wink
0
№6
ავტორი: chaobi
8 სექტემბერი 2014 10:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 173
და სამწუხაროდ "ლივერპულისთვისაც"

WR10 :D :D <3 <3
0
№7
ავტორი: giochinio
8 სექტემბერი 2014 10:44
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 223
manutd---10,
დრო თუ არ მივეცით ვერც ჩამოყალიბდება,არადა აშკარად დიდი პოტენციალი დევს მაგ ბიჭში,შარშანაც გამოჩნდა ეგ
0
№8
ავტორი: ლადო
8 სექტემბერი 2014 11:57
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
ძალიან კარგი ბიჭია ეს, მიუხედავად იმისა რომ ლივერპულელია მაინც მაგრად მევასება...მაგარი სისწრაფის პატრონია, კარგი ტეხნიკით და შესრულებით...
0
№9
ავტორი: Malboro463
8 სექტემბერი 2014 13:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
ამის და კოუნტინიოს სახით მაგარი ახალგაზრდები ეზრდება ლივერპულს.
სინკლერიც არა ცუდი
0
№10
ავტორი: Best 7
8 სექტემბერი 2014 15:54
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
მომავალსჰი ვალენსისას ვაცემინოთ ეგ :დიანუზაი დაასრებს მალე
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top