თბილისი:
მანჩესტერი:
7-09-2014, 20:41
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2992,
კომენტარები: 13
ფერდინანდი "იუნაიტედს" აკრიტიკებს
რიო "წითლების" მოქმედებას არ ესალმება.
ფერდინანდი
"ქუინზ პარკ რეინჯერსის" ცენტრალური მცველი, რიო ფერდინანდი "სისულელედ" თვლის "მანჩესტერ იუნაიტედის" მიერ დენი უელბეკის "არსენალში" გაშვებას.

"წითელი ეშმაკების" მწვრთნელმა, ლუი ვან გაალმა მარტივად მოიშორა თავიდან აკადემიის მიერ აღზრდილი უკანასკნელი პირველ გუნდში მყოფი ფეხბურთელი. მისი ტრანსფერი ლონდონელებს 16 მლნ. ფუნტი დაუჯდათ. ფერდინანდი, რომელაც ასევე დატოვა "ოლდ ტრაფორდი", დარწმუნებულია, რომ უელბეკი "იუნაიტედს" სინანულის მიზეზს მისცემს.

"ვერ ვიჯერებ, რომ "იუნაიტედმა" დენი გაუშვა, განსაკუთრებით "არსენალში". ეს სისულელე მგონია. დენი მცველების ნამდვილი რისხვაა და თუ "არსენალი" მას წარმატებით გამოიყენებს, იგი სახიფათო იქნება."

"დენის ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ ტოპ-კლასის ფეხბურთელი გახდეს. ინგლისურ ფეხბურთს ჯერ კიდევ არ უნახავს რისი მაქნისია იგი სინამდვილეში, რადგან მას საშუალება არ მისცემია."

"ვფიქრობ, ის "იუნაიტედში" იმედგაცრუებული იყო, რადგან მაშინაც კი, როცა კარგად თამაშობდა რუნი და პერსი მუდამ მის წინ იყვნენ. "არსენალში" კი მთავარი ფიგურა იქნება და ეჭვიც არ მეპარება, რომ ის გაიბრწყინებს."

"წარმოიდგინეთ რას სისწრაფე ექნება "არსენალს", როცა ყველა ჯანმრთელი იქნება. იქ არის ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი და მის წინ ბრწყინვალე სამეული თეო უოლკოტის, სანჩესისა და დენი სახით. გარანტიას გაძლევთ, ეს ბიჭები იამაიკელ უსეინ ბოლტსაც კი გაუწევდნენ კონკურენციას 4x100 ესტაფეტაზე."


წყარო: fapl.ru
ინტერვიუები
13 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
7 სექტემბერი 2014 20:42
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ბოლტს ვინ გაასწრებს არ ვიცი, მაგრამ მაგ ჩამოთვლილთაგან რომ ყველა სწრაფია ეგ ფაქტია. ამათი კონტრშეტევების უნდა გვეშინოდეს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: ლადო
7 სექტემბერი 2014 20:49
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
Arsenali im pontshi momwons rom swrafi fexburtelebi hyavs da danic daimates axla...kontrshetevaze magrebi iqnebian
0
№3
ავტორი: Lev
7 სექტემბერი 2014 20:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1513
ველბეკის მთლად გაშვება მართლა დიდი სისულელეა...სანანებლად არ გაგვიხდეს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
№4
ავტორი: Best 7
7 სექტემბერი 2014 20:53
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
Ravi sisulele iyo midi gashveba Mara magas chicha jobs ra
0
№5
ავტორი: Manchester_M
7 სექტემბერი 2014 20:53
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
14 ში რიოს ჩვენს წინააღმდეგ მოუწევს თამაში :(
0
№6
ავტორი: GeorgeBest
7 სექტემბერი 2014 21:57
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ძაან ზედმეტად ხო არ აქებს უელბეკს? გამოიყვანა ტოპ კლასის ფეხბურთელი. არაფერი განსაკუთრებული არ ყოფილა ნაღდად რო რაღაც დიდი ტალანტიდა დიდი ფეხბურთელი დაკვეკარგა. დიდი სისულელეა ვეთანხმები არსენალში რო გავუშვით. არ ვიცი როგორ განვითარდება მისი კარიერა მაგრამ სანანებელი არამგონია რამე გახდეს
0
№7
ავტორი: dachi_mu
7 სექტემბერი 2014 22:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
გიორგი,
ცოტა რო დაფიქრდე ბრატ მიხვდები რატო ვერ ამჩნევ შენ დიდ ტალანტს ველბეკში და რატო ხედავს ფერდინანდი.და დაჟე იმასაც თუ მიაქცევ ყურადღებას იმას მერამდენე კაცმა დაიჩივლა ამის წასვლა.მიხვდები რო მთლად ჩოხანა ფეხბურთელი არ არის კაკ მინიმუმ
0
№8
ავტორი: GeorgeBest
7 სექტემბერი 2014 23:22
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
dachi_mu,
კიდე ერთხელ დაწერე და მიხვდები ბრატ
0
№9
ავტორი: dachi_mu
7 სექტემბერი 2014 23:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
გიორგი,
ხო მართალი ხარ,მაგარი ჩოილარი იყო ველბეკი,და თურმე ბაბუს თვალის ფერი მოწონებია ამის და მიტო დააწინაურო. ჭორის დონეზე ვიცი კანის ფერიც მოწონდა თურმე ბაბუს.მარა რაც არ ვიცი არ ვიცი :)
0
№10
ავტორი: gilmour
8 სექტემბერი 2014 00:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
უბრალოდ იმას ვიტყვი რომ ველბეკამდე სხვები იყვნენ გასაშვებები, თორე ისე ველბეკის დიდი ფეხბურთელობა არ გაიშვას.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top