თბილისი:
მანჩესტერი:
7-09-2014, 20:41
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2996,
კომენტარები: 13
ფერდინანდი "იუნაიტედს" აკრიტიკებს
რიო "წითლების" მოქმედებას არ ესალმება.
ფერდინანდი
"ქუინზ პარკ რეინჯერსის" ცენტრალური მცველი, რიო ფერდინანდი "სისულელედ" თვლის "მანჩესტერ იუნაიტედის" მიერ დენი უელბეკის "არსენალში" გაშვებას.

"წითელი ეშმაკების" მწვრთნელმა, ლუი ვან გაალმა მარტივად მოიშორა თავიდან აკადემიის მიერ აღზრდილი უკანასკნელი პირველ გუნდში მყოფი ფეხბურთელი. მისი ტრანსფერი ლონდონელებს 16 მლნ. ფუნტი დაუჯდათ. ფერდინანდი, რომელაც ასევე დატოვა "ოლდ ტრაფორდი", დარწმუნებულია, რომ უელბეკი "იუნაიტედს" სინანულის მიზეზს მისცემს.

"ვერ ვიჯერებ, რომ "იუნაიტედმა" დენი გაუშვა, განსაკუთრებით "არსენალში". ეს სისულელე მგონია. დენი მცველების ნამდვილი რისხვაა და თუ "არსენალი" მას წარმატებით გამოიყენებს, იგი სახიფათო იქნება."

"დენის ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ ტოპ-კლასის ფეხბურთელი გახდეს. ინგლისურ ფეხბურთს ჯერ კიდევ არ უნახავს რისი მაქნისია იგი სინამდვილეში, რადგან მას საშუალება არ მისცემია."

"ვფიქრობ, ის "იუნაიტედში" იმედგაცრუებული იყო, რადგან მაშინაც კი, როცა კარგად თამაშობდა რუნი და პერსი მუდამ მის წინ იყვნენ. "არსენალში" კი მთავარი ფიგურა იქნება და ეჭვიც არ მეპარება, რომ ის გაიბრწყინებს."

"წარმოიდგინეთ რას სისწრაფე ექნება "არსენალს", როცა ყველა ჯანმრთელი იქნება. იქ არის ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი და მის წინ ბრწყინვალე სამეული თეო უოლკოტის, სანჩესისა და დენი სახით. გარანტიას გაძლევთ, ეს ბიჭები იამაიკელ უსეინ ბოლტსაც კი გაუწევდნენ კონკურენციას 4x100 ესტაფეტაზე."


წყარო: fapl.ru
ინტერვიუები
13 კომენტარი
№11
ავტორი: lefty
8 სექტემბერი 2014 01:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 512
არც ეს და არც რიო იყო გასაშვები,13წლის ბლეკეტზეა დაცვა დამოკიდებული
0
№12
ავტორი: VaRdo
8 სექტემბერი 2014 03:30
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ციტატა: lefty
არც ეს და არც რიო იყო გასაშვები,13წლის ბლეკეტზეა დაცვა დამოკიდებული


რიო ფერდინანდი გასაშვები იყო და იმიტომაც გვყავდ შარშან გაუვალი დაცვა. დაბერდა სისწრაფე დააკლდა და მარტო გამოცდილებით შორს ვეღარ წახვალ .
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№13
ავტორი: red devil
8 სექტემბერი 2014 06:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Zangi martla ar iyo gasashvebi arsena magas aatamashebs ager naxet tu ara
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top