თბილისი:
მანჩესტერი:
6-09-2014, 12:53
ავტორი: ლადო,
ნანახია: 2991,
კომენტარები: 15
დი მარია:"მათი წერილი უბრალოდ გადავხიე"
რა ეწერა "რეალის" გამოგზავნილ წერილში, რომელიც დი მარიამ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალამდე მიიღო?
დი მარია:
"მადრიდელებისგან წერილი მივიღე დაახლოებით დილის 11 საათზე, სწორედ იმ დღეს როდესაც მსოლფიო ჩემპიონატის ფინალი უნდა გამართულიყო ბრაზილიაში. მათ მთხოვეს, რომ ფინალში მონაწილეობა არ მიმეღო." - აცხადებს დი მარია America & Closs-თან.

"მატჩი 16:00 საათზე იწყებოდა, მე კი თავს ვამზადებდი ამ ფინალისთვის, იმისდა მიუხედავად რომ შეიძლებოდა ტრავმა გამერთულებინა. როდესაც წერილი მივიღე და წავიკითხე, უბრალოდ გადავხიე. სულ არ მაინტერესებდა მათი აზრი."

"რეალის" პრეზიდენტმაც და კარლო ანჩელოტიმაც განაცხადეს, რომ დი მარიას თავად სურდა კლუბის დატოვება, მაგრამ ანხელმა ეს ყველაფერი უარყო და განაცხადა, რომ სამეფო კლუბის პრეზიდენტთან კარგი ურთიერთობა არასდროს ჰქონდა:"არასდროს მითქვამს, რომ "რეალიდან" მსურდა წასვლა. კლუბმა უბრალოდ ახალი ფეხბურთელების მოყვანა გადაწყვიტა. ჩემს თანაგუნდელებთან შესანიშნავი ურთიერთობა მქონდა."

"პერესთან, ჩემი ურთიერთობები არ აეწყო. "რეალთან" კონტრაქტის გაფორმების შემდეგ მე მისთვის არსებობა შევწყვიტე.

შემოთავაზებები მქონდა, "პ.ს.ჟ."-სგან, "მონაკოსგან", "იუნაიტედისგან" და კიდევ "მანჩესტერ სიტისგანაც". საერთოდ როდესაც ასეთი გუნდები დაინტერესდებიან შენით, კლუბმა აუცილებლად ახალი კონტრაქტი უნდა შემოგთავაზოთ, მაგრამ მათ ჩემი გაყიდვა ჰქონდათ განზრახული."


როგორც კრიშტიანუ რონალდუს ინტერვიუებიდან ჩანს, პორტუგალიელს არგენტინელთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა და დი მარია არ გამორიცხავს იმასაც, რომ შესაძლოა რონალდუმ ესპანური კლუბი მალე დატოვოს.

"კრიშტიანუ ყოველთვის ჩემს მხარეზე იყო, - აგრძელებს ანხელი, - ის იმისთვის იბრძოდა, რომ დავრჩენილიყავი. არ ვიცი თვითონ რამდენ ხანს დარჩება მადრიდში."

"ესპანეთში თამაში მომწონდა, მაგრამ ახლა ინგლისში ვარ და მინდა, რომ ინგლისურ ფეხბურთს მალე შევეგუო და თანაგუნდელებსაც რაც შეიძლება მალე შევეწყო.

მინდა ბევრი გოლი გავიტანო "იუნაიტედის" მაისურით და ეს დიდებული კლუბი თავის ჩვეულ ადგილას დავაბრუნო. ძალიან ბედნიერი ვარ მანჩესტერში."


წყარო:http://redevils.ru

ახალი ამბები
15 კომენტარი
№1
ავტორი: ლადო
6 სექტემბერი 2014 12:56
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
ერთი სიტყვით მაგარი ნაგვები არიან პერზიც და მთლიანად რეალიც...რონალდუც დააბრუნეთ და ფლანგები გვეყოლება უხუხუხუიხიხიხიხყყუხუხ
0
№2
ავტორი: I L C
6 სექტემბერი 2014 12:59
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
მემგონი მარტო ჩვენ ვაფასებთ ფეხბურთელებს...რეალს შეუძლია უდიდესი ლეგენდა გუნდიდან ისე გააგდოს რო არც დაფიქრდეს (დი მარიაზე არ მაქ ლაპარაკი)
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

№3
ავტორი: love united
6 სექტემბერი 2014 13:21
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
ეს მაგარი მანკი გახდება სულ ცოტა ხანში
0
№4
ავტორი: ელენე
6 სექტემბერი 2014 13:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 279
რა საჭიროა ამდენი ლაპარაკი? ფაქტი ერთია, დი მარიამ რეალი დატოვა და ახლა მანჩესტერის ფეხბურთელია.
0
№5
ავტორი: chudikone
6 სექტემბერი 2014 13:52
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ნელ-ნელა მაყვარებს თავს ეს ოხერი love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№6
ავტორი: Manchester_M
6 სექტემბერი 2014 13:54
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
პერესი თავის გასამართლებლად რას არ იგონებს თვითონაც მიხვდა რო მაგარი ჭამა !!! ხამესის პროექტი ჩაუფლავდებათ ეგ ბიჭი დიდ ვერაფერს მიაღწევს მანდ :X

0
№7
ავტორი: SAF
6 სექტემბერი 2014 14:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 692
პერესის ნამდვილი სახე გამოჩნდა კიდევ ერთხელ!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "ყველაზე დიდი გამოწვევა ჩემთვის წყეული "ლივერპულის" დამხობაა, შეგიძლიათ სიტყვა-სიტყვით დაბეჭდოთ."-1986 წელი,ფერგი.
№8
ავტორი: MAGNIFICENT 7
6 სექტემბერი 2014 14:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 314
დღეს-დღეისობით დიმკა საუკეთესოა რონალდოსა და მესის შემდეგ...
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "მახსოვს როდესაც პირველად შევხვდი მას, ის მაშინ 13 წლის იყო და ბურთს ისე დასდევდა, როგორც კოკერ სპანიელის ლეკვი ქარში მოფრიალე ვერცხლისფერ ქაღალდს"-სერ ალექს ფერგიუსონი რაიან გიგზის შესახებ.
№9
ავტორი: manutd---10
6 სექტემბერი 2014 15:06
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 225
ერთი რამ რის გამოც მიყვარს მანჩესტერი ეს იმიტომაა რომ ასეთი რამ არასდროს არ მომხდარა, ყველა ფეხბურთელს ბოლომდე აფასებენ, manunited
0
№10
ავტორი: GeorgeBest
6 სექტემბერი 2014 15:27
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
"კრიშტიანუ ყოველთვის ჩემს მხარეზე იყო, - აგრძელებს ანხელი, - ის იმისთვის იბრძოდა, რომ დავრჩენილიყავი. არ ვიცი თვითონ რამდენ ხანს დარჩება მადრიდში."

წამოიყვანეთ ეგეც love
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top