თბილისი:
მანჩესტერი:
6-09-2014, 12:53
ავტორი: ლადო,
ნანახია: 3175,
კომენტარები: 15
დი მარია:"მათი წერილი უბრალოდ გადავხიე"
რა ეწერა "რეალის" გამოგზავნილ წერილში, რომელიც დი მარიამ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალამდე მიიღო?
დი მარია:
"მადრიდელებისგან წერილი მივიღე დაახლოებით დილის 11 საათზე, სწორედ იმ დღეს როდესაც მსოლფიო ჩემპიონატის ფინალი უნდა გამართულიყო ბრაზილიაში. მათ მთხოვეს, რომ ფინალში მონაწილეობა არ მიმეღო." - აცხადებს დი მარია America & Closs-თან.

"მატჩი 16:00 საათზე იწყებოდა, მე კი თავს ვამზადებდი ამ ფინალისთვის, იმისდა მიუხედავად რომ შეიძლებოდა ტრავმა გამერთულებინა. როდესაც წერილი მივიღე და წავიკითხე, უბრალოდ გადავხიე. სულ არ მაინტერესებდა მათი აზრი."

"რეალის" პრეზიდენტმაც და კარლო ანჩელოტიმაც განაცხადეს, რომ დი მარიას თავად სურდა კლუბის დატოვება, მაგრამ ანხელმა ეს ყველაფერი უარყო და განაცხადა, რომ სამეფო კლუბის პრეზიდენტთან კარგი ურთიერთობა არასდროს ჰქონდა:"არასდროს მითქვამს, რომ "რეალიდან" მსურდა წასვლა. კლუბმა უბრალოდ ახალი ფეხბურთელების მოყვანა გადაწყვიტა. ჩემს თანაგუნდელებთან შესანიშნავი ურთიერთობა მქონდა."

"პერესთან, ჩემი ურთიერთობები არ აეწყო. "რეალთან" კონტრაქტის გაფორმების შემდეგ მე მისთვის არსებობა შევწყვიტე.

შემოთავაზებები მქონდა, "პ.ს.ჟ."-სგან, "მონაკოსგან", "იუნაიტედისგან" და კიდევ "მანჩესტერ სიტისგანაც". საერთოდ როდესაც ასეთი გუნდები დაინტერესდებიან შენით, კლუბმა აუცილებლად ახალი კონტრაქტი უნდა შემოგთავაზოთ, მაგრამ მათ ჩემი გაყიდვა ჰქონდათ განზრახული."


როგორც კრიშტიანუ რონალდუს ინტერვიუებიდან ჩანს, პორტუგალიელს არგენტინელთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა და დი მარია არ გამორიცხავს იმასაც, რომ შესაძლოა რონალდუმ ესპანური კლუბი მალე დატოვოს.

"კრიშტიანუ ყოველთვის ჩემს მხარეზე იყო, - აგრძელებს ანხელი, - ის იმისთვის იბრძოდა, რომ დავრჩენილიყავი. არ ვიცი თვითონ რამდენ ხანს დარჩება მადრიდში."

"ესპანეთში თამაში მომწონდა, მაგრამ ახლა ინგლისში ვარ და მინდა, რომ ინგლისურ ფეხბურთს მალე შევეგუო და თანაგუნდელებსაც რაც შეიძლება მალე შევეწყო.

მინდა ბევრი გოლი გავიტანო "იუნაიტედის" მაისურით და ეს დიდებული კლუბი თავის ჩვეულ ადგილას დავაბრუნო. ძალიან ბედნიერი ვარ მანჩესტერში."


წყარო:http://redevils.ru

ახალი ამბები
15 კომენტარი
№11
ავტორი: VaRdo
6 სექტემბერი 2014 15:42
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
გენაცვალე დი მარია. ამწუთას შენ ხარ გუნდში სადაც ყველა დაგაფასებს :* რონალდოს კი შემდეგ წელს დავეჩალიჩოთ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№12
ავტორი: chaobi
6 სექტემბერი 2014 17:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 173
dima :/ <3 am gundshi yvela dagafasebs dzmao shen magaze ar idardo :*
0
№13
ავტორი: Berba 9
6 სექტემბერი 2014 23:52
  • სიახლეები: 278
  • კომენტარები: 1500
კარგი ხარ ანხელ, რათ უნდა ზედმეტი ლაპარაკი :)))
არ გავარტყი პერესს ?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
The City Is Yours?
The City Is Yours?
20,000 empty seats!
Are You Fucking Sure?
№14
ავტორი: RojoDiablo
7 სექტემბერი 2014 10:13
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
როგორი მწუხარებით და სევდით ლაპარაკობს. შენ უკვე იქ ხარ, სადაც პატივს დაგდებენ და არ მოგიშორებენ პირველივე შესაძლო შემთხვევაში.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№15
ავტორი: kakhi kakhidze
7 სექტემბერი 2014 18:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 46
ადრე ვიცოდი რეალი რა გუნდიც იყო მარა ამას ვერ წარმოვიდგენდი
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top