თბილისი:
მანჩესტერი:
5-09-2014, 21:42
ავტორი: Jubo,
ნანახია: 2715,
კომენტარები: 22
სქოულზი: "ფალკაო კარგი შენაძენია, მაგრამ ვის ჩაანაცვლებს ის?"
პოლ სქოულზის მორიგი სტატია Independent-ზე
სქოულზი:
მოგეხსენებათ, ახალი სეზონის დაწყებამდე პოლ სქოულზმა გაზეთ Independent-ში დაიწყო მუშაობა. გთავაზობთ მის მომდევნო სტატიას, რომელიც ამჯერად ერთ მნიშვნელოვან კითხვას ეხება: როგორ უნდა მისცეს შანსი გუნდის ყველა ფეხბურთელს ლუი ვან გაალმა?


რპცა "პორტოში", "ატლეტიკოსა" და "მონაკოში" მყოფ ფალკაოს თამაშებს ვუყურებდი, ვხედავდი თავდამსხმელს შესანიშნავი მოძრაობებით და გოლის გატანის საოცარი უნარით, რაც მას მსოფლიოში ერთ-ერთ საუკთესოს ხდის.
"იუნაიტედში" არენდით გადმოსული ფალკაო თავდასხმის ხაზში დიდ კონკურენციას შექმნის. უეჭველია, რომ ვან გაალი რუნის, ვან პერსისა და რადამელს ერთად ვერ ათამაშებს. მას ამ სამიდან ორის არჩევა მოუწევს და რთული სათქმელია რომელი ორს მიანიჭებს უპირატესობას.

აუცილებლად უნდა შევაქოთ ედ ვუდვორდი, ის ვან გაალს დაეხმარა ისეთი გუნდის აწყობაში, რომელიც ოთხეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. არამგონია პრემიერ ლიგის მოგების იმედი რეალური იყოს, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა კლუბის პრიორიტეტი იქნება. ახლა ჯერი ვან გაალზეა, მან ამ მიზნის მისაღწევად გუნდი ფორმაში უნდა მოიყვანოს.

მთავარი კითხვაა: როგორ უნდა შეძლოს ვან გაალმა ყველა ფეხბურთელისთვის თამაშის შანსის მიცემა? შემადგენლობაში დიდი კონკურენციაა და მხოლოდ ორი ჩემპიონატი დარჩა, სადაც მოთამაშეებს შანსის მიღება შეეძლებათ. ამ პრობლემის ქონა ხანდახან სასიამოვნოცაა.

ბუნებრივია, როგორც "იუნაიტედის" ფანს, მეწყინა, როცა დანი უელბეკმა კლუბი დატოვა. ვგრძნობდი, რომ თუ ის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე არ წავიდოდა, თავს გამოიჩენდა და კლუბის ნაწილი კიდევ მრავალი წლის განმავლობაში იქნებოდა. "არსენალის" ინტერესი მისი შეძენისა დასტურია უელბეკის დონისა. არსენ ვენგერისთვის ის კარგი შენაძენია, დანის ხომ სეზონში საშუალოდ 20-25 გოლის გატანა შეუძლია, მაგრამ "არსენალში" ეს რიცხვი ალბათ 10-15-მდე დაიწევს.

როცა გუნდში ახალი ფეხბურთელი გვემატებოდა, სათითაოდ ყველა ფეხბურთელი ვეცნობოდით მას. თუნდაც ის ჩემს პოზიციაზე მოთამაშე ყოფილიყო, ამას კლუბის და თითოეული ჩვენგანის წინ გადადგმულ ნაბიჯად ვხედავდი. ბევრი შენაძენი მინახავს: იორკი, შერინგემი, ვერონი, ფერდინანდი, რუნი, ტევესი. ვან ნისტელროის პირველი დღე კლუბში არასოდეს დამავიწყდება. სეზონის ამ ეტაპზე არც ისე ბევრ ჩვენგანს გვქონდა დახვეწილი ზუსტი დარტყმები, მან კი პირველივე დღიდან გაგვაოცა უზუსტესი დარტყმებით. მაშინვე მივხვდით, რომ კარგი გოლეადორი შევიძინეთ.

წყარო: independent.co.uk
ახალი ამბები
22 კომენტარი
№1
ავტორი: Manchester_M
5 სექტემბერი 2014 21:54
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
მატა ამოვარდება სავარაუდოდ რაც ძან არ მინდა !!!!!
0
№2
ავტორი: I L C
5 სექტემბერი 2014 21:55
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
ჯუბო პუბლიშერი მომე რაა..
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

№3
ავტორი: Manchester_M
5 სექტემბერი 2014 21:57
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ძან მაინტერესებს როგორი წოყობა იქნება ქრპსთან მაგარამ არამგონია სრული ძალა წარმოაჩინოს :X
0
№4
ავტორი: VaRdo
5 სექტემბერი 2014 22:15
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
დანის ხომ სეზონში საშუალოდ 20-25 გოლის გატანა შეუძლია,


25 გოლს რუნი ვერ იტანს და ველბეკი გაიანს? ღადაობ ხო სქოულზ? ისე ყველა ლეგნდას თუ მწვრთვნელს უცნაური განცხადებები რატომ სჩვევიათ? ძაან გადამეტებულია ველბეკის ასეთი შეფასება. კი კაი ბიჭია შეიძლებოდა მისი დაღვინება და უფრო პროდუქტირებადიც ყოფილიყო კლუბისთვის, მაგრამ 25 გოლი ნამეტანია : )) 25 მაშინ ფალკაოც გაიტანს!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№5
ავტორი: CITYHUNTER
5 სექტემბერი 2014 22:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 40
naxet tu runim falcaom persim da matam ertad ar itamshon
0
№6
ავტორი: Jubo
5 სექტემბერი 2014 22:28
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
ციტატა: Gio Baramashvili
ჯუბო პუბლიშერი მომე რაა..

შეტყობინებები წაშალე წერილს ვერ გიგზავნი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№7
ავტორი: dachi_mu
5 სექტემბერი 2014 22:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
welboze yvelas guli dawydaa
0
№8
ავტორი: I L C
5 სექტემბერი 2014 22:35
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
Jubo,
წავშალე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

№9
ავტორი: Best 7
5 სექტემბერი 2014 23:53
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
Jubo,
mec mome aba:D
0
№10
ავტორი: Lev
6 სექტემბერი 2014 00:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1515
ამაზე ნუ დარდობთ . სიტის შემადგენლობაში 2 გუნდი ჰყავს ბოლოსდაბოლოს და ჩვენ 2 ვარსკვლავით მეტი გვყვავს პირველად 10 წლის მერე და გასაგებია რომ არ ვართ მიჩვეულები
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top