თბილისი:
მანჩესტერი:
5-09-2014, 21:42
ავტორი: Jubo,
ნანახია: 2901,
კომენტარები: 22
სქოულზი: "ფალკაო კარგი შენაძენია, მაგრამ ვის ჩაანაცვლებს ის?"
პოლ სქოულზის მორიგი სტატია Independent-ზე
სქოულზი:
მოგეხსენებათ, ახალი სეზონის დაწყებამდე პოლ სქოულზმა გაზეთ Independent-ში დაიწყო მუშაობა. გთავაზობთ მის მომდევნო სტატიას, რომელიც ამჯერად ერთ მნიშვნელოვან კითხვას ეხება: როგორ უნდა მისცეს შანსი გუნდის ყველა ფეხბურთელს ლუი ვან გაალმა?


რპცა "პორტოში", "ატლეტიკოსა" და "მონაკოში" მყოფ ფალკაოს თამაშებს ვუყურებდი, ვხედავდი თავდამსხმელს შესანიშნავი მოძრაობებით და გოლის გატანის საოცარი უნარით, რაც მას მსოფლიოში ერთ-ერთ საუკთესოს ხდის.
"იუნაიტედში" არენდით გადმოსული ფალკაო თავდასხმის ხაზში დიდ კონკურენციას შექმნის. უეჭველია, რომ ვან გაალი რუნის, ვან პერსისა და რადამელს ერთად ვერ ათამაშებს. მას ამ სამიდან ორის არჩევა მოუწევს და რთული სათქმელია რომელი ორს მიანიჭებს უპირატესობას.

აუცილებლად უნდა შევაქოთ ედ ვუდვორდი, ის ვან გაალს დაეხმარა ისეთი გუნდის აწყობაში, რომელიც ოთხეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. არამგონია პრემიერ ლიგის მოგების იმედი რეალური იყოს, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა კლუბის პრიორიტეტი იქნება. ახლა ჯერი ვან გაალზეა, მან ამ მიზნის მისაღწევად გუნდი ფორმაში უნდა მოიყვანოს.

მთავარი კითხვაა: როგორ უნდა შეძლოს ვან გაალმა ყველა ფეხბურთელისთვის თამაშის შანსის მიცემა? შემადგენლობაში დიდი კონკურენციაა და მხოლოდ ორი ჩემპიონატი დარჩა, სადაც მოთამაშეებს შანსის მიღება შეეძლებათ. ამ პრობლემის ქონა ხანდახან სასიამოვნოცაა.

ბუნებრივია, როგორც "იუნაიტედის" ფანს, მეწყინა, როცა დანი უელბეკმა კლუბი დატოვა. ვგრძნობდი, რომ თუ ის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე არ წავიდოდა, თავს გამოიჩენდა და კლუბის ნაწილი კიდევ მრავალი წლის განმავლობაში იქნებოდა. "არსენალის" ინტერესი მისი შეძენისა დასტურია უელბეკის დონისა. არსენ ვენგერისთვის ის კარგი შენაძენია, დანის ხომ სეზონში საშუალოდ 20-25 გოლის გატანა შეუძლია, მაგრამ "არსენალში" ეს რიცხვი ალბათ 10-15-მდე დაიწევს.

როცა გუნდში ახალი ფეხბურთელი გვემატებოდა, სათითაოდ ყველა ფეხბურთელი ვეცნობოდით მას. თუნდაც ის ჩემს პოზიციაზე მოთამაშე ყოფილიყო, ამას კლუბის და თითოეული ჩვენგანის წინ გადადგმულ ნაბიჯად ვხედავდი. ბევრი შენაძენი მინახავს: იორკი, შერინგემი, ვერონი, ფერდინანდი, რუნი, ტევესი. ვან ნისტელროის პირველი დღე კლუბში არასოდეს დამავიწყდება. სეზონის ამ ეტაპზე არც ისე ბევრ ჩვენგანს გვქონდა დახვეწილი ზუსტი დარტყმები, მან კი პირველივე დღიდან გაგვაოცა უზუსტესი დარტყმებით. მაშინვე მივხვდით, რომ კარგი გოლეადორი შევიძინეთ.

წყარო: independent.co.uk
ახალი ამბები
22 კომენტარი
№21
ავტორი: manutd---10
6 სექტემბერი 2014 17:48
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 225
Manchester_M,
xo wink ati kacitac movugebt sitis :D
0
№22
ავტორი: Berba 9
6 სექტემბერი 2014 23:58
  • სიახლეები: 278
  • კომენტარები: 1500
უელბეკზე სიმართლე ილაპარაკა, არა საერთოდ სწორად ლაპარაკობს პოლი, მაგრამ დენიზე განსაკუთრებით სწორი მოსაზრება იყო...

მე პირადად მგონია რომ ისეთი თამაშები როგორიც იქნება ბარნლი, კრისტალ პალასი და ა.შ ყველა ითამაშებს, თუმცა მაინც შეიძლება რუნი-პერსი-ფალკაო-მატას თამაშიც, პლიუს დი მარიაც...

წინ პერსი ფალკაო, უკან რუნი, ცენტრში მატა დი მარია, აუცილებლად გამოცდის ვან გაალი ამ წყობას და ვნახოთ რა იქნება, მაგრამ აქ ერერა იჩაგრება, მოკლედ ლუიმ იყიდა და ლუიმვე იმტვრიოს თავი :)))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
The City Is Yours?
The City Is Yours?
20,000 empty seats!
Are You Fucking Sure?

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top