თბილისი:
მანჩესტერი:
4-09-2014, 14:16
ავტორი: Rosso Diavolo,
ნანახია: 2704,
კომენტარები: 13
რონალდუ "ოლდ ტრაფორდზე" დაბრუნებას გეგმავს
პორტუგალიელის სამომავლო გეგმები "იუნაიტედს" უკავშირდება
რონალდუ
მადრიდის "რეალის" პორტუგალიელმა ვინგერმა კრიშტიანუ რონალდუმ აღიარა, რომ ახლო მომავალში მას "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნება სურს.

რონალდუ 5 წელია, რაც "იუნაიტედიდან" გადავიდა და სამეფო კლუბს შეუერთდა. მას შემდეგ მოყოლებული პორტუგალიელი ყოფილ კლუბს მუდამ საუკეთესო სურვილებს უსურვებს და იმედოვნებს, რომ ერთ მშვენიერ დღეს მანჩესტერულ კლუბს ისევ შეურთდება.

"მე მიყვარს "იუნაიტედი", ამ სიტყვებს უკვე მერამდენედ ვამბობ. "მანჩესტერი" მუდამ ჩემს გულში იყო, არის და იქნება. მათ შესანიშნავი გულშემატკივრები ჰყავთ და იქ დაბრუნება ძალიან მინდა."

"მე "რეალში" თავს კარგად ვგრძნობ. ამ კლუბთან კონტრაქტი მაკავშირებს, რომლის ვადაც 4 წელიწადში იწურება, მაგრამ არავინ იცის მანამდე რა მოხდება."

"მერწმუნეთ, "იუნაიტედი" ძველ დიდებას მალე დაიბრუნებს. იგი დიადი კლუბია, რომელსაც ყველა პატივს სცემს."

"დიახ, "მანჩესტერს" ძალიან რთული პერიოდი აქვს. წინა სეზონიც მათთვის ძალიან საშინელი იყო, მაგრამ ყველაფერი კარგად იქნება და "იუნაიტედი" ნელ-ნელა ათამაშდება."

"წითელმა ეშმაკებმა" სატრანსფერო ფანჯარაზე ძალიან იაქტიურეს. მათ სუპერსვარსკვლავები: ანხელ დი მარია და რადამელ ფალკაო შეიძინეს. ვფიქრობ, ისინი გუნდს მნიშვნელოვნად გააძლიერებენ."
-განაცხადა რონალდუმ

წყარო: Fapl.ru
ახალი ამბები
13 კომენტარი
№1
ავტორი: ვახო ( G G M U)
4 სექტემბერი 2014 14:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე დიდი სიამოვნებით ვიხილავდი რონალდუს წითელ ფორმაში winked
0
№2
ავტორი: GeorgeBest
4 სექტემბერი 2014 14:22
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ბოლო დროს წასვლაზე ალაპარაკდა ეს. რა ასაკშიც არ უნდა იყოს ამის გადმოსვლა ყოველტვის მაგრად გამიხარდება და იმედია აქ დაასრულებს კარიერას love
0
№3
ავტორი: Manchester_M
4 სექტემბერი 2014 14:29
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ამ კლუბთან კონტრაქტი მაკავშირებს, რომლის ვადაც 4 წელიწადში იწურება,


areyoukiddingme რას აწერდი მერე ხელს მაგხელა ქონტრაქტს !!!!!
0
№4
ავტორი: nika1997
4 სექტემბერი 2014 15:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 572
აუ ეს ამ ზამთრის ტრანსფერზე გადმოვა ნახეთ აგერ ეგრე თუ არ მოხდესს მაგრია ისვ ვიხლიავთ ამს წითელ ფორმაში (და 7 იანს რა მოუხერხდება მე მგონი რონის დაუბრუნდება ) love
0
№5
ავტორი: MAGNIFICENT 7
4 სექტემბერი 2014 15:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 314
ამ ბოლო დროს ალაპარაკდა მანჩესტერზე და ერთ-ორ წელიწადში, რომ დავითეიოთ ცუდი არ იქნება...
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "მახსოვს როდესაც პირველად შევხვდი მას, ის მაშინ 13 წლის იყო და ბურთს ისე დასდევდა, როგორც კოკერ სპანიელის ლეკვი ქარში მოფრიალე ვერცხლისფერ ქაღალდს"-სერ ალექს ფერგიუსონი რაიან გიგზის შესახებ.
№6
ავტორი: Rosso Diavolo
4 სექტემბერი 2014 15:48
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
იმედი მაქვს ადრე თუ გვიან მაინც დაბრუნდება
0
№7
ავტორი: VaRdo
4 სექტემბერი 2014 16:33
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ზამთარში შანსი არაა ლიგაზე თამაშობს და არ მიატოვებს გუნდს. ზაფხულში ვნახოთ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№8
ავტორი: NickCantona
4 სექტემბერი 2014 17:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 69
Movides veli
0
№9
ავტორი: kOsTiA
4 სექტემბერი 2014 17:28
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 450
მე უკვე ვთქვი რომ ამ კაცს მანჩესტერში მალე ისევ ვიხილავთ...და ამის ალბათობა მომავალი წლისთვის 70 % ია მეტი თუ არა.
0
№10
ავტორი: manutd---10
4 სექტემბერი 2014 18:40
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 225
რონალდუ ბოლო შანსი გაქვს მომავალ ზაფხულის ბოლომდე არ გადმოხვალ და ხსენებითაც არ ახსენო დაბრუნება!!!
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top