თბილისი:
მანჩესტერი:
4-09-2014, 14:16
ავტორი: Rosso Diavolo,
ნანახია: 2707,
კომენტარები: 13
რონალდუ "ოლდ ტრაფორდზე" დაბრუნებას გეგმავს
პორტუგალიელის სამომავლო გეგმები "იუნაიტედს" უკავშირდება
რონალდუ
მადრიდის "რეალის" პორტუგალიელმა ვინგერმა კრიშტიანუ რონალდუმ აღიარა, რომ ახლო მომავალში მას "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნება სურს.

რონალდუ 5 წელია, რაც "იუნაიტედიდან" გადავიდა და სამეფო კლუბს შეუერთდა. მას შემდეგ მოყოლებული პორტუგალიელი ყოფილ კლუბს მუდამ საუკეთესო სურვილებს უსურვებს და იმედოვნებს, რომ ერთ მშვენიერ დღეს მანჩესტერულ კლუბს ისევ შეურთდება.

"მე მიყვარს "იუნაიტედი", ამ სიტყვებს უკვე მერამდენედ ვამბობ. "მანჩესტერი" მუდამ ჩემს გულში იყო, არის და იქნება. მათ შესანიშნავი გულშემატკივრები ჰყავთ და იქ დაბრუნება ძალიან მინდა."

"მე "რეალში" თავს კარგად ვგრძნობ. ამ კლუბთან კონტრაქტი მაკავშირებს, რომლის ვადაც 4 წელიწადში იწურება, მაგრამ არავინ იცის მანამდე რა მოხდება."

"მერწმუნეთ, "იუნაიტედი" ძველ დიდებას მალე დაიბრუნებს. იგი დიადი კლუბია, რომელსაც ყველა პატივს სცემს."

"დიახ, "მანჩესტერს" ძალიან რთული პერიოდი აქვს. წინა სეზონიც მათთვის ძალიან საშინელი იყო, მაგრამ ყველაფერი კარგად იქნება და "იუნაიტედი" ნელ-ნელა ათამაშდება."

"წითელმა ეშმაკებმა" სატრანსფერო ფანჯარაზე ძალიან იაქტიურეს. მათ სუპერსვარსკვლავები: ანხელ დი მარია და რადამელ ფალკაო შეიძინეს. ვფიქრობ, ისინი გუნდს მნიშვნელოვნად გააძლიერებენ."
-განაცხადა რონალდუმ

წყარო: Fapl.ru
ახალი ამბები
13 კომენტარი
№11
ავტორი: chudikone
4 სექტემბერი 2014 18:58
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ამან რა შეიყო თავისი პათხალიმი კომენტარებით. კუ კაი ხარ ეხლა გადმოდი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№12
ავტორი: Best 7
4 სექტემბერი 2014 20:33
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
Modi mere modiZ
0
№13
ავტორი: chaobi
4 სექტემბერი 2014 21:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 173
modi modi
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top