თბილისი:
მანჩესტერი:
3-09-2014, 21:03
ავტორი: Jubo,
ნანახია: 2575,
კომენტარები: 15
უელბეკი: "ჩემს თავს ყოველთვის "არსენალში" ვხედავდი"
უელბეკიც ოცნებობდა სხვა კლუბში თამაშზე
უელბეკი:
დანი უელბეკი ქალაქ მანჩესტერში დაიბადა, 8 წლიდან "იუნაიტედის" აკადემიაში იზრდებოდა, ახლა კი, 23 წლის ასაკში ამბობს, რომ ყოველთვის "არსენალში" თამაში სურდა.
უელბეკი "მეთოფეებს" 16 მილიონ ფუნტად შეუერთდა სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე წუთით ადრე. შეიძლება ითქვას, რომ "ოლდ ტრაფორდიდან" წასვლისკენ მას ფალკაოს ტრანსფერმა უბიძგა.
"ეს ტრანსფერი ჩემთვის ძალზედ სასიხარულოა. შესანიშნავია იყო ამ კლუბის ნაწილი. პრემიერ ლიგაში მათ ყოველთვის თვალს ვადევნებდი," - ამბობს დანი, "არსენალში" ჩემს თავს ყოველთვის ვხედავდი. საბედნიეროდ, როგორც იქნა ამ გუნდის მოთამაშე ვარ."
"იუნაიტედში" ბავშვობიდან ვთამაშობდი და იქ შესანიშნავი დრო გავატარე. ვფიქრობ, აქ გადმოსვლა ჩემი განვითარების ახალი საფეხურია - "არსენალში" შემიძლია ხალხს ვაჩვენო რა შემიძლია და იმედი მაქვს, ადგილს მალევე დავიმკვიდრებ.
ცხოვრებაში ბევრი რამ იცვლება და გარკვეულ სიტუაციებში სწორი გადაწყვეტილებების მიღება გვიწევს. მჯერა, რომ "არსენალში" გადმოსვლა სწორი არჩევანია. გასულ წლებში ეს კლუბი კარგად ათამაშდა, ინგლისის თასი და ქომუნითი შილდი მოიგო. ვგრძნობ, რომ ამჯერად ჩვენ პრემიერ ლიგის ტიტულისთვის ბრძოლა შეგვეძლება. ერთი მედალი უკვე მაქვს, მინდა მისი რაოდენობა გაიზარდოს."
უელბეკმა "იუნაიტედის" მაისურით ჩატარებული 142 მატჩიდან 28 გოლი გაიტანა. მას სჯერა, რომ შედეგის გასაუმჯობესებელ შანსს "არსენალი" აუცილებლად მისცემს.
"მწვრთნელის სტილის მჯერა, ნახევარდაცვაში საუცხოო ფეხბურთელები გვყავს, მათ შეუძლიათ თავდამსხმელებს დიდი დახმარება გაგვწიონ. მინდა გუნდს ძალა შევმატო და მათ კომბინაციურ თამაშში ჩავერთო. მინდა გოლები გავიტანო და კლუბს წარმატების მიღწევაში დავეხმარო." - დაასრულა უელბეკმა.

წყარო: eurosport.com

უელბეკი: "ჩემს თავს ყოველთვის "არსენალში" ვხედავდი"
ინტერვიუები
15 კომენტარი
№1
ავტორი: Jubo
3 სექტემბერი 2014 21:04
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
ლეგენდარული ნომერი ერგო
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№2
ავტორი: chudikone
3 სექტემბერი 2014 21:12
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
წარმატებები ახალ კლუბში და იმედია ძირითადის ფეხბურთელი გახდები
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№3
ავტორი: kOsTiA
3 სექტემბერი 2014 21:15
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 450
აუ რა ტეხავს ამას რო ამბობს...
0
№4
ავტორი: Manchester_M
3 სექტემბერი 2014 21:25
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ჩიჩარიტოსავით ნაგლურად არ უბაზრია მაგარი კაცია რატო გაუშვეს ეე ლუი რა ქენი ეს :X
0
№5
ავტორი: ლადო
3 სექტემბერი 2014 21:30
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
ehh dany danyyy
0
№6
ავტორი: chaobi
3 სექტემბერი 2014 21:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 173
://
0
№7
ავტორი: Rosso Diavolo
3 სექტემბერი 2014 22:00
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
ამან ორიგინალურად გამოხატა არსენალის სიყვარული ;დდ
0
№8
ავტორი: VaRdo
3 სექტემბერი 2014 22:13
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
არ მევასება ესეთ უაზრო განცხადებებს რომ აკეთებენ. შენი ნათელმხილველი დ.ედა ************!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№9
ავტორი: Malboro463
3 სექტემბერი 2014 22:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
ჩიჩარიტოზე კარგად მაინც ილაპარაკა.
ტოტენჰემი ჯობდა ალბათ რაც არუნდა კარგად ითამაშოს ვენგერი სანოგოს და ჟირუს ამჯობინებს ფრანგებია და მაგ პონტში.
0
№10
ავტორი: dachi_mu
3 სექტემბერი 2014 23:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
gamomwvevad araperi utqvams,tan am gancxadebidan isic chans ro van gaalis taktikis didat ar sjerodaa.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top