თბილისი:
მანჩესტერი:
3-09-2014, 21:03
ავტორი: Jubo,
ნანახია: 2581,
კომენტარები: 15
უელბეკი: "ჩემს თავს ყოველთვის "არსენალში" ვხედავდი"
უელბეკიც ოცნებობდა სხვა კლუბში თამაშზე
უელბეკი:
დანი უელბეკი ქალაქ მანჩესტერში დაიბადა, 8 წლიდან "იუნაიტედის" აკადემიაში იზრდებოდა, ახლა კი, 23 წლის ასაკში ამბობს, რომ ყოველთვის "არსენალში" თამაში სურდა.
უელბეკი "მეთოფეებს" 16 მილიონ ფუნტად შეუერთდა სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე წუთით ადრე. შეიძლება ითქვას, რომ "ოლდ ტრაფორდიდან" წასვლისკენ მას ფალკაოს ტრანსფერმა უბიძგა.
"ეს ტრანსფერი ჩემთვის ძალზედ სასიხარულოა. შესანიშნავია იყო ამ კლუბის ნაწილი. პრემიერ ლიგაში მათ ყოველთვის თვალს ვადევნებდი," - ამბობს დანი, "არსენალში" ჩემს თავს ყოველთვის ვხედავდი. საბედნიეროდ, როგორც იქნა ამ გუნდის მოთამაშე ვარ."
"იუნაიტედში" ბავშვობიდან ვთამაშობდი და იქ შესანიშნავი დრო გავატარე. ვფიქრობ, აქ გადმოსვლა ჩემი განვითარების ახალი საფეხურია - "არსენალში" შემიძლია ხალხს ვაჩვენო რა შემიძლია და იმედი მაქვს, ადგილს მალევე დავიმკვიდრებ.
ცხოვრებაში ბევრი რამ იცვლება და გარკვეულ სიტუაციებში სწორი გადაწყვეტილებების მიღება გვიწევს. მჯერა, რომ "არსენალში" გადმოსვლა სწორი არჩევანია. გასულ წლებში ეს კლუბი კარგად ათამაშდა, ინგლისის თასი და ქომუნითი შილდი მოიგო. ვგრძნობ, რომ ამჯერად ჩვენ პრემიერ ლიგის ტიტულისთვის ბრძოლა შეგვეძლება. ერთი მედალი უკვე მაქვს, მინდა მისი რაოდენობა გაიზარდოს."
უელბეკმა "იუნაიტედის" მაისურით ჩატარებული 142 მატჩიდან 28 გოლი გაიტანა. მას სჯერა, რომ შედეგის გასაუმჯობესებელ შანსს "არსენალი" აუცილებლად მისცემს.
"მწვრთნელის სტილის მჯერა, ნახევარდაცვაში საუცხოო ფეხბურთელები გვყავს, მათ შეუძლიათ თავდამსხმელებს დიდი დახმარება გაგვწიონ. მინდა გუნდს ძალა შევმატო და მათ კომბინაციურ თამაშში ჩავერთო. მინდა გოლები გავიტანო და კლუბს წარმატების მიღწევაში დავეხმარო." - დაასრულა უელბეკმა.

წყარო: eurosport.com

უელბეკი: "ჩემს თავს ყოველთვის "არსენალში" ვხედავდი"
ინტერვიუები
15 კომენტარი
№11
ავტორი: RedTeen
4 სექტემბერი 2014 00:40
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1077
ტიტულის მოგების რა გითხრა, მაგრამ წინსვლას და წარმატებებს გისურვებ,..
0
№12
ავტორი: GeorgeBest
4 სექტემბერი 2014 01:12
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
არ გაგვიშვია ტოპ კლასის ფეხბურთელი, არც დანაკლისი ექნება გუნდს მარა მაინც მაგრად მწყდება გული
0
№13
ავტორი: temo-scholes
4 სექტემბერი 2014 06:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
Manchester_M,
shen brat tvaldaxuchuli kitxulob?? Tipma tavs yoveltvis arsenalshi vxedavdio da meti sinagle raga ginda...! Gavartyi yvela eget fexburtels... Magrad menaneba gashveba, magram egre ar unda ebazra...! Siria....
0
№14
ავტორი: George27
4 სექტემბერი 2014 09:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 115
გველი გაგვიზდია უბეში =))) ეხ ხუმრობით. კაი ფეხბურთელია, ჩვენთან შანსი არ მიეცა და ეხლა წარმატებას უნდა რომ მიაღწიოს ამაშ გასაკვირი არაფერია... წარმატება პირადულ ცხოვრებაშ დენი =))) არსენალს მომკალი და წარამტებას ვერ ვუსურვებ =))))) :*
0
№15
ავტორი: chestersa
4 სექტემბერი 2014 13:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 265
ბოდიში მაგრად დავაი რა შენც და ჩიცამაც აუდეთ აქედან არცერთის გაშვება არ მინდოდა მაგრამ ნეტა ჩიჩარიტოც აღარ დაბრუნდეს და გამოისყიდოს რეალმა!
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top