თბილისი:
მანჩესტერი:
3-09-2014, 12:43
ავტორი: ViDa,
ნანახია: 2190,
კომენტარები: 11
ლუი ვან გალი: "მე გამოწვევა მივიღე"
დაჯილდოების შემდეგ, რომელიც ორი დღის წინ ამსტერდამში გაიმართა, ლუი ვან გალმა ისაუბრა ადგილობრივ ჟურნალისტებთან, სადაც გარკვევით თქვა, რომ თავის სამწვრთნელო კარიერას "მანჩესტერ იუნაიტედში" დაასრულებს
ლუი ვან გალი:
დაჯილდოების შემდეგ, რომელიც ორი დღის წინ ამსტერდამში გაიმართა, ლუი ვან გალმა ისაუბრა ადგილობრივ ჟურნალისტებთან, სადაც გარკვევით თქვა, რომ თავის სამწვრთნელო კარიერას "მანჩესტერ იუნაიტედში" დაასრულებს

"არა, მე არ ვნანობ, რომ ასეთი გადაწყვეტილება მივიღე- აცხადებს ვან გაალი - მე "მანჩესტერ იუნაიტედში" სერიოზული პოსტი დავიკავე და ვიცი, თუ რაოდენ საპასუხისმგებლოა იგი. სიტუაცია გუნდში ისეთი აღმოჩნდა, როგორიც მე წარმომედგინა. რა თქმა უნდა, მე შემეძლო უფრო მარტივი გადაწყვეტილება მიმეღო და "ტოტენჰემში" წავსულიყავი, სადაც ჩემი სამუშაო და მიზნები ნაკლებად მაშტაბური იქნებოდა, ვიდრე ეს "მანჩესტერშია". მაგრამ მე მივიღე ყველაზე რთული გამოწვევა, რაც კი შეიძლება დღევანდელ საფეხბურთო სამყაროში ნახოთ, და მე ნამდვილად მინდოდა მემუშავა ინგლისის საუკეთესო გუნდში და არა "ტოტენჰემში".

ფინანსური თვალსაზრისით, არც ტოტენჰემი მთავაზობდა პატარა თანხას, მაგრამ ჩემთვის, "იუნაიტედი", პირველი გუნდია მთელს ბრიტანეთში. არ ვნანობ, რომ პირდაპირ მანჩესტერში ჩამოვედი მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდგომ. მე გავუმკლავდები ამ სამსახურს, ამისთვის საკმაოდ დიდი ენერგია მაქვს. ამ ენერგიით გუნდი და ფეხბურთელები მამარაგებენ ზურგს. მე მიხარია, რომ ასეთი სამსახური მაქვს. ისიც მახარებს, რომ ჯერ კიდევ ძალზედ ბევრია ამ გუნდში გასაკეთებელი და ამისთვის მზად ვარ.

მე, ჩემი სამწვრთნელო კარიერის დასრულება სწორედ აქ, "მანჩესტერ იუნაიტედში" მინდა ვიყო. ძალიან მინდა ბევრი ტიტული და სიხარული მოვუტანო მათ, ვინც ამ გუნდთან არის დაკავშირებული. მინდა სიხარული დავინახო მათ სახეებზე, როდესაც ჩემი კომპიუტერების სპეციალისტი ერთ ვიდეოში მოათავსებს ყველა საუკეთესო მომენტს, რაც კი ჩვენ ერთად გადაგხვდენია თავს. ყველაზე მეტად მიყვარს ეს მომენტი. ეს არა ერთხელ გამიკეთებია სხვა გუნდებთან, ასევე ჰოლანდიასთანაც და ვხედავდი, რომ ფეხბურთელებსაც მოსწონდათ ეს. ეს საოცარი რამაა, რაც ძალიან დიდ მოტივაციას აძლევს მწვრთნელს. და, რა თქმა უნდა, მე ყოველთვის ბედნიერი ვარ, როდესაც ვხედავ, რომ ჩემი ფეხბურთელები ასევე ბედნიერები არიან.

მომისმინეთ, თავს ტყუილად ნუ იტყუებთ. ყველა მწვრთნელს სიამოვნებს, როდესაც მასზე კარგს ლაპარაკობენ და დადებით შეფასებას აკეთებენ. მეც ასევე. მე ვერ ვიმუშავებდი აქამდე, რომ არა ხალხი და მათი სიყვარული ჩემს მიმართ. ვერავინ ვერ შეძლებდა. მაგრამ ამასთან ერთად, ასევე გამართლებაც გჭირდებათ. ჩემი კარიერის დასაწყისში, მე ძალიან გამიმართლა, იმიტომ რომ, "აიაქს" ჩემი გაგდება უნდოდა პიველ წრეში, მაგრამ მათ არ დაკარგეს ჩემი რწმენა და ახლა ხედავთ, თუ რას მივაღწიეთ ჩვენ ერთად."
სტატიები
11 კომენტარი
№1
ავტორი: ViDa
3 სექტემბერი 2014 12:47
  • სიახლეები: 132
  • კომენტარები: 450
კარგად ილაპარაკა, რაც მთავარია საქმეზე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"My greatest challenge is not what’s happening at the moment, my greatest challenge was knocking Liverpool right off their fuckinging perch. And you can print that."
№2
ავტორი: Ferguson
3 სექტემბერი 2014 12:50
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 95
მაგარი სტატიაა, რა თქმა უნდა გვჯერა შენი ლუი, დარწმუნებული ვარ დაუბრუნებ მანჩესტერს ძველ დიდებას. წარმატებები!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ My greatest challenge was knocking Liverpool right off their fucking perch! And you can print that!
№3
ავტორი: GeorgianDevil
3 სექტემბერი 2014 13:09
  • სიახლეები: 57
  • კომენტარები: 83
ავტორ მასიამოვნე ამ ინტერვიუთი ;) აბა რა ლუი მასე იქნება მაგრად გვჯერავს შენი !
0
№4
ავტორი: temo-scholes
3 სექტემბერი 2014 13:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
Lui van gaali fergis shemdeg chemtvis sauketesoaaa!!!:*
0
№5
ავტორი: ლადო
3 სექტემბერი 2014 13:59
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
იმედია ყველაფერი თავის ადგილზე დადგება და გუნდიც დალაგდება ამ ტრანსფერების შემდეგ...

პ.ს საღოლ Vida love
0
№6
ავტორი: GeorgeBest
3 სექტემბერი 2014 14:06
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
პირველ რიგში გუნდი ჰყავს მოსაწესრიგებელი. ტრანსფერები დაიდო ეხლა ტაქტიკას მიხედოს. ამ წელს ოთხეულში შესვლაა მთავარი და მომდევნო სეზონებში ლიგის მოგებაზეც უნდა გვქონდეს პრეტენზია, კიდევ დავიმატებთ ვინმეს. უკვე სერიოზული ძალა ჰყავს გუნდს და იმედია ისე არ წავა რო ლიგა არ მოიგოს იუნაიტედთან ერთად. ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც გიგზის მემკვიდრედ დატოვებაა winked
0
№7
ავტორი: kOsTiA
3 სექტემბერი 2014 14:23
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 450
გიორგი,
+10
0
№8
ავტორი: Berba 9
3 სექტემბერი 2014 14:57
  • სიახლეები: 278
  • კომენტარები: 1500
კარგი ხარ ლუი, მაგრამ ამ შემთხვევაში უკეთესი ვიდა )))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
The City Is Yours?
The City Is Yours?
20,000 empty seats!
Are You Fucking Sure?
№9
ავტორი: Lee Sharpe
3 სექტემბერი 2014 15:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 561
ერთერთი საუკეთესო ტაქტიკოსია თანამედროვე ფეხბურთში და სადაც არ უნდა მივიდეს ყველგან ტოვებს კვალს ეს მწვრთნელი
0
№10
ავტორი: VaRdo
3 სექტემბერი 2014 17:02
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ხო და ეს ყველაფერი ქპრ_სთან დავიწყოთ. შემადგენლობა ისეთი გყავს მინიმუმ ოთხეული უნდა დადო.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top