თბილისი:
მანჩესტერი:
3-09-2014, 12:43
ავტორი: ViDa,
ნანახია: 2442,
კომენტარები: 11
ლუი ვან გალი: "მე გამოწვევა მივიღე"
დაჯილდოების შემდეგ, რომელიც ორი დღის წინ ამსტერდამში გაიმართა, ლუი ვან გალმა ისაუბრა ადგილობრივ ჟურნალისტებთან, სადაც გარკვევით თქვა, რომ თავის სამწვრთნელო კარიერას "მანჩესტერ იუნაიტედში" დაასრულებს
ლუი ვან გალი:
დაჯილდოების შემდეგ, რომელიც ორი დღის წინ ამსტერდამში გაიმართა, ლუი ვან გალმა ისაუბრა ადგილობრივ ჟურნალისტებთან, სადაც გარკვევით თქვა, რომ თავის სამწვრთნელო კარიერას "მანჩესტერ იუნაიტედში" დაასრულებს

"არა, მე არ ვნანობ, რომ ასეთი გადაწყვეტილება მივიღე- აცხადებს ვან გაალი - მე "მანჩესტერ იუნაიტედში" სერიოზული პოსტი დავიკავე და ვიცი, თუ რაოდენ საპასუხისმგებლოა იგი. სიტუაცია გუნდში ისეთი აღმოჩნდა, როგორიც მე წარმომედგინა. რა თქმა უნდა, მე შემეძლო უფრო მარტივი გადაწყვეტილება მიმეღო და "ტოტენჰემში" წავსულიყავი, სადაც ჩემი სამუშაო და მიზნები ნაკლებად მაშტაბური იქნებოდა, ვიდრე ეს "მანჩესტერშია". მაგრამ მე მივიღე ყველაზე რთული გამოწვევა, რაც კი შეიძლება დღევანდელ საფეხბურთო სამყაროში ნახოთ, და მე ნამდვილად მინდოდა მემუშავა ინგლისის საუკეთესო გუნდში და არა "ტოტენჰემში".

ფინანსური თვალსაზრისით, არც ტოტენჰემი მთავაზობდა პატარა თანხას, მაგრამ ჩემთვის, "იუნაიტედი", პირველი გუნდია მთელს ბრიტანეთში. არ ვნანობ, რომ პირდაპირ მანჩესტერში ჩამოვედი მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდგომ. მე გავუმკლავდები ამ სამსახურს, ამისთვის საკმაოდ დიდი ენერგია მაქვს. ამ ენერგიით გუნდი და ფეხბურთელები მამარაგებენ ზურგს. მე მიხარია, რომ ასეთი სამსახური მაქვს. ისიც მახარებს, რომ ჯერ კიდევ ძალზედ ბევრია ამ გუნდში გასაკეთებელი და ამისთვის მზად ვარ.

მე, ჩემი სამწვრთნელო კარიერის დასრულება სწორედ აქ, "მანჩესტერ იუნაიტედში" მინდა ვიყო. ძალიან მინდა ბევრი ტიტული და სიხარული მოვუტანო მათ, ვინც ამ გუნდთან არის დაკავშირებული. მინდა სიხარული დავინახო მათ სახეებზე, როდესაც ჩემი კომპიუტერების სპეციალისტი ერთ ვიდეოში მოათავსებს ყველა საუკეთესო მომენტს, რაც კი ჩვენ ერთად გადაგხვდენია თავს. ყველაზე მეტად მიყვარს ეს მომენტი. ეს არა ერთხელ გამიკეთებია სხვა გუნდებთან, ასევე ჰოლანდიასთანაც და ვხედავდი, რომ ფეხბურთელებსაც მოსწონდათ ეს. ეს საოცარი რამაა, რაც ძალიან დიდ მოტივაციას აძლევს მწვრთნელს. და, რა თქმა უნდა, მე ყოველთვის ბედნიერი ვარ, როდესაც ვხედავ, რომ ჩემი ფეხბურთელები ასევე ბედნიერები არიან.

მომისმინეთ, თავს ტყუილად ნუ იტყუებთ. ყველა მწვრთნელს სიამოვნებს, როდესაც მასზე კარგს ლაპარაკობენ და დადებით შეფასებას აკეთებენ. მეც ასევე. მე ვერ ვიმუშავებდი აქამდე, რომ არა ხალხი და მათი სიყვარული ჩემს მიმართ. ვერავინ ვერ შეძლებდა. მაგრამ ამასთან ერთად, ასევე გამართლებაც გჭირდებათ. ჩემი კარიერის დასაწყისში, მე ძალიან გამიმართლა, იმიტომ რომ, "აიაქს" ჩემი გაგდება უნდოდა პიველ წრეში, მაგრამ მათ არ დაკარგეს ჩემი რწმენა და ახლა ხედავთ, თუ რას მივაღწიეთ ჩვენ ერთად."
სტატიები
11 კომენტარი
№11
ავტორი: Jubo
3 სექტემბერი 2014 19:00
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
საღოლ ლაშა, მონატრებიხარ საიტს:დ ვისიამოვნე ინტერვიუთი. ოპტიმიზმით ავსებს ადამიანს ამის ყველა წინადადება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top