თბილისი:
მანჩესტერი:
2-09-2014, 13:29
ავტორი: Rosso Diavolo,
ნანახია: 2127,
კომენტარები: 13
ფალკაოს პირველი ინტერვიუ
MUTV-მ "იუნაიტედის" ახალწველთან ინტერვიუ ჩაიწერა
ფალკაოს პირველი ინტერვიუ
MUTV-მ "იუნაიტედის" ახალწვეულთან რადამელ ფალკაოსთან ინტერვიუ ჩაიწერა.

კეთილი იყოს შენი მობრძანება, რადამელ. თავს როგორ გრძნობ მანჩესტერში?


ძალიან დიდი მადლობა. მე ძალიან მოხარული ვარ, რომ ამ კლუბის ნაწილი ჯერ-ჯერობით დროებით, მაგრამ მაინც გავხდი. ძალიან დიდი ხანი ველოდი ამ მომენტს და ახლა უკვე "იუნაიტედის" ფეხბურთელი ვარ.

თქვენ ძალიან გახარებული უნდა იყოთ, რადგან ეს ხანგრძლივი დღეები დასრულდა და გარიგებამაც წარმატებით ჩაიარა.

დიახ, ეს მართლაც რომ ხანგრძლივი დღე იყო. თვითონ პროცესი კი ძალიან რთული, მაგრამ მე მჯეროდა, რომ ყველაფერი წარმატებით დასრულდებოდა. მინდა ღმერთს მადლობა გადავუხადო. არაფრის თქმა არ შემიძლია, უბრლოდ ძალიან ბედნიერი ვარ.

რას ელოდებით ლუი ვან გაალისგან?

"მოხარული ვარ, რადგან ლუი ვან გაალთან მუშაობა მომიწევს. იგი შეასნიშნავი მწვრთნელია, მას დიდი გამოცდილება გააჩნია. მე შესაძლებლობების მაქსიმუმს გავიღებ, რათა მისი და გულშემატკივრების გული მოვიგო."

რას ფიქრობთ ინგლისის პრემიერ ლიგაზე?

"მე ძალიან მინდოდა ჩემი ძალები ინგლისში მომესინჯა. ეს ჩემი ოცნება იყო, რომელიც დღეს ავისრულე. აქ ძალიან ძლიერი გუნდები თამაშობენ, მე კი ამ ქვეყნის ყველაზე საუკეთესო კლუბში ვითამაშებ."

"იუნაიტედს" ძალიან ბევრი ფეხბურთელი ესპანურს კარგად ფლობს. ისინი თქვენ აუცილებლად დაგეხმარებიან.

"ვფიქრობ ისინი მართლაც დამეხმარებიან. რა თქმა უნდა ინგლისური ძალიან მალე უნდა ვისწავლო. პარტნიორების მეშვეობით კი კლუბს მაქსიმალურად მოვეგრები."

რას ფიქრობთ "მანჩესტერ იუნაიტედზე"?

"ამ კლუბში შესანიშნავი ფეხბურთელები ირიცხებიან. მე აღფრთვანებული ვარ და მინდა აქ ყველა რაც შეიძლება სწრაფად გავიცნო. დარწმუნებული ვარ, ეს სეზონი ჩვენთვის წარმატებული იქნება."

რას ეტყვით "იუნაიტედის" გულშემატკივრებს?

"მე მინდა, თანადგომისათვის მათ მადლობა გადავუხადო, რადგან ძალიან ბევრი თბილი შეტყობინება გამომიგზავნეს. იმედი მაქვს ჩემი თამაშითა და გოლებით მათ გულებს მოვიგებ."

ფალკაოს პირველი ინტერვიუ


წყარო: Redevils.ru
ახალი ამბები, ინტერვიუები
13 კომენტარი
№1
ავტორი: Lev
2 სექტემბერი 2014 13:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1513
ის შავი კაცი ვინაა? lol
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
№2
ავტორი: always ReD
2 სექტემბერი 2014 13:44
  • სიახლეები: 118
  • კომენტარები: 934
ეს ვიყიდოთ მერე
0
№3
ავტორი: GeorgeBest
2 სექტემბერი 2014 13:45
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ყველას ოცნება როა იქ თამაში სადაც მიდიან wink

ძალიან ძლიერი ფორვარდია და მაგრად გამიხარდა ამმის მოსვლა, უფრო მეტად ის გამიხარდა ჯერ ლივერპულს დ ამერე სიტის რო დაადო wink
0
№4
ავტორი: Manchester_M
2 სექტემბერი 2014 14:00
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
იმედია გამოგვადგება და ბომბარდირობასაც გამოკრავს ხელს !!! წარმატებები !!
0
№5
ავტორი: ვახო ( G G M U)
2 სექტემბერი 2014 14:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
გოლები გვინდა რადამელ, გოლებიიი winked wink
0
№6
ავტორი: Jubo
2 სექტემბერი 2014 14:09
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
იუნაიტედში თამაში იყო ჩემი ოცნებაო არ უთქვამს რა გინდათ:დ
"For me, it was a dream to play in the Premier League.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№7
ავტორი: chudikone
2 სექტემბერი 2014 14:12
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
კარგად მოერგება პრემიერ ლიგას ჯანზეა am
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№8
ავტორი: RojoDiablo
2 სექტემბერი 2014 14:14
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
თითქმის ერთსადაიმავეს ამბობსდ ყველა რა...მე გადავედი გუნდში, სად თამაშზეც ვოცნებობდიო.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№9
ავტორი: nika1997
2 სექტემბერი 2014 14:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 572
აამს ეხლა დე ხეა მიხედავს ნახეე კიდევ ერთი დე ხეას საძმოში ახლებიდან wink
0
№10
ავტორი: VaRdo
2 სექტემბერი 2014 15:12
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
კოლუმბიელო ბარიგა მიდიდდ love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top