თბილისი:
მანჩესტერი:
2-09-2014, 13:29
ავტორი: Rosso Diavolo,
ნანახია: 2332,
კომენტარები: 13
ფალკაოს პირველი ინტერვიუ
MUTV-მ "იუნაიტედის" ახალწველთან ინტერვიუ ჩაიწერა
ფალკაოს პირველი ინტერვიუ
MUTV-მ "იუნაიტედის" ახალწვეულთან რადამელ ფალკაოსთან ინტერვიუ ჩაიწერა.

კეთილი იყოს შენი მობრძანება, რადამელ. თავს როგორ გრძნობ მანჩესტერში?


ძალიან დიდი მადლობა. მე ძალიან მოხარული ვარ, რომ ამ კლუბის ნაწილი ჯერ-ჯერობით დროებით, მაგრამ მაინც გავხდი. ძალიან დიდი ხანი ველოდი ამ მომენტს და ახლა უკვე "იუნაიტედის" ფეხბურთელი ვარ.

თქვენ ძალიან გახარებული უნდა იყოთ, რადგან ეს ხანგრძლივი დღეები დასრულდა და გარიგებამაც წარმატებით ჩაიარა.

დიახ, ეს მართლაც რომ ხანგრძლივი დღე იყო. თვითონ პროცესი კი ძალიან რთული, მაგრამ მე მჯეროდა, რომ ყველაფერი წარმატებით დასრულდებოდა. მინდა ღმერთს მადლობა გადავუხადო. არაფრის თქმა არ შემიძლია, უბრლოდ ძალიან ბედნიერი ვარ.

რას ელოდებით ლუი ვან გაალისგან?

"მოხარული ვარ, რადგან ლუი ვან გაალთან მუშაობა მომიწევს. იგი შეასნიშნავი მწვრთნელია, მას დიდი გამოცდილება გააჩნია. მე შესაძლებლობების მაქსიმუმს გავიღებ, რათა მისი და გულშემატკივრების გული მოვიგო."

რას ფიქრობთ ინგლისის პრემიერ ლიგაზე?

"მე ძალიან მინდოდა ჩემი ძალები ინგლისში მომესინჯა. ეს ჩემი ოცნება იყო, რომელიც დღეს ავისრულე. აქ ძალიან ძლიერი გუნდები თამაშობენ, მე კი ამ ქვეყნის ყველაზე საუკეთესო კლუბში ვითამაშებ."

"იუნაიტედს" ძალიან ბევრი ფეხბურთელი ესპანურს კარგად ფლობს. ისინი თქვენ აუცილებლად დაგეხმარებიან.

"ვფიქრობ ისინი მართლაც დამეხმარებიან. რა თქმა უნდა ინგლისური ძალიან მალე უნდა ვისწავლო. პარტნიორების მეშვეობით კი კლუბს მაქსიმალურად მოვეგრები."

რას ფიქრობთ "მანჩესტერ იუნაიტედზე"?

"ამ კლუბში შესანიშნავი ფეხბურთელები ირიცხებიან. მე აღფრთვანებული ვარ და მინდა აქ ყველა რაც შეიძლება სწრაფად გავიცნო. დარწმუნებული ვარ, ეს სეზონი ჩვენთვის წარმატებული იქნება."

რას ეტყვით "იუნაიტედის" გულშემატკივრებს?

"მე მინდა, თანადგომისათვის მათ მადლობა გადავუხადო, რადგან ძალიან ბევრი თბილი შეტყობინება გამომიგზავნეს. იმედი მაქვს ჩემი თამაშითა და გოლებით მათ გულებს მოვიგებ."

ფალკაოს პირველი ინტერვიუ


წყარო: Redevils.ru
ახალი ამბები, ინტერვიუები
13 კომენტარი
№11
ავტორი: RedTeen
2 სექტემბერი 2014 16:02
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1077
აბა შენ იცი.. წარმატებები
0
№12
ავტორი: Best 7
2 სექტემბერი 2014 17:19
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
დედას უტირებტ ყველას:D
0
№13
ავტორი: Berba 9
2 სექტემბერი 2014 22:31
  • სიახლეები: 278
  • კომენტარები: 1500
"იუნაიტედს" ძალიან ბევრი ფეხბურთელი ესპანურს კარგად ფლობს. ისინი თქვენ აუცილებლად დაგეხმარებიან.


წელს მერამდენე ფეხბურთელს უსვავენ უკვე ამ კითხვას ? ))))

კარგია კარგი, როგორც ჩანს თვითონაც ძალიან უნდოდა გადმოსვლა, ვნახოთ რა შედეგის მომტანი იქნება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
The City Is Yours?
The City Is Yours?
20,000 empty seats!
Are You Fucking Sure?

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top