თბილისი:
მანჩესტერი:
2-09-2014, 07:10
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2679,
კომენტარები: 22
ოფიციალურად: ფალკაო იჯარის წესით "იუნაიტედს" შეუერთდა
რადამელ ფალკაო "იუნაიტედის" დროებითი ფეხბურთელია.
ოფიციალურად: ფალკაო იჯარის წესით
"მანჩესტერ იუნაიტედი" მოხარულია შეგატყობინოთ, რომ რადამელ ფალკაო ერთ წლიანი იჯარის წესით "მონაკოდან" შეუერთდა კლუბს და იჯარის ამოწურვის შემდეგ მისი გამოსყიდვის საშუალებაც არსებობს.

28 წლის ფალკაო "მონაკოს" 2013 წელს შეუერთდა "ატლეტიკოში" გატარებული წარმატებული წლების შემდეგ, სადაც რადამელი პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც უეფა-ს სუპერ თასზე ჰეთ-ტრიკი შეასრულა. "როხი ბლანკოს" რიგებში რადამელს 91 ჩატარებულ შეხვედრაში 70 გოლი აქვს გატანილი. ხოლო "პორტუს" რიგებში 87 შეხვედრაში 72 გოლი.

"მე მოხარული ვარ, რომ "იუნაიტედს" ერთ წლიანი იჯარის წესით შევუერთდი. "მანჩესტერ იუნაიტედი" მსოფლიოს უდიდესი კლუბია და ცხადია, რომ მწვერვალზე ყოფნას იმსახურებს. მოუთმენლად ველოდები ლუი ვან გაალთან ერთად მუშაობას და ვეცდები კლუბს მისთვის ამაღელვებელ პერიოდში დახმარება გავუწიო." - განაცხადა ფალკაომ.

"მოხარული ვარ, რომ რადამელი ერთი წლიანი იჯარის წესით შემოგვიერთდა. ის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მეგოლეა. მისი საგოლე ალღო ამაზე მეტყველებს და როცა მისი კალიბრის ფეხბურთელი ხელმისაწვდომი ხდება, ხელიდან გაშვება ძალიან რთულია." - განაცხადა ვან გაალმა.


manutd.com
ახალი ამბები, ტრანსფერები
22 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
2 სექტემბერი 2014 07:11
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ეს წელს ლიგაზე გაგვიყვანს და მერე აღარ დარჩება.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: Jonberi
2 სექტემბერი 2014 07:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 54
zlivs aramovisuntqe.gaagrzelebs momavalshi uechveli kontraqts.rgaundi avacyet cels.saagol vangaal
0
№3
ავტორი: RojoDiablo
2 სექტემბერი 2014 07:20
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
Jonberi,
ლიგა არ ევასება ამ კაცს და თუ გაგვიყვანს არ გააგრძელებს : wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№4
ავტორი: Manchester United 14
2 სექტემბერი 2014 07:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 982
RojoDiablo,
მაშინ დავამბათ ლიგაზე რო გადავალთ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ MU – MUF - MUFC - Ok!
manunited
№5
ავტორი: GeorgianDevil
2 სექტემბერი 2014 07:45
  • სიახლეები: 57
  • კომენტარები: 83
ამ კაცმა იცის ლიგაზე რომელი გუნდით უნდა ითამაშოს ამიტომაც კიდევაც გაგვიყვანს და კიდევაც აგვაღებინებს manunited
0
№6
ავტორი: bziki
2 სექტემბერი 2014 08:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
აჰა ესეც ესე დამთავრდა. და რა გამოდის 3 5 2 სქემა არ შეიცვლება და თუ თავდასხმელი დაჭირდა გუნდს იანუზაის დააყენებს ან დიმარიას. დარჩა მხოლოდ ვილსონი ახალგაზრდებიდან. რუნი28 პერსი 31 ფალკაო 28. 3-4 წელში მინიმუმ 2 თავდამსხმელი დაგვჩირდება ველბეკი არ უნდა წასულიყო არცერთ შემთხვევაში.და როცა ვანგაალი წავა მოხდება ის რაც ფერგის დროს გიგზს დარჩება გადაბერებული სასტავი, დიმარიაც უკვე საკმაო ასაკში იქნება და ახლიდან დაჩირდება გუნდს აწყობა
0
№7
ავტორი: RojoDiablo
2 სექტემბერი 2014 08:29
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
bziki,
ხო მაგრამ სანამ ვან გაალი წავა მანამდე კიდევ შეიძლება ფეხბურთელების შესყიდვა. დი მარია ჯერ მხოლოდ 26 წლისაა და მინიმუმ 4 წელიწადს არაფერი ასაკი არ იქნება მისთვის. თამაშობს ხალხი 30 წლის შემდეგაც და არც დი მარიაა ისეთი, რომ ვერ გაქაჩოს. ფალკაო კიდე იჯარითაა მოსული და არავინ იცის ამას დაიტოვებენ თუ არა. პერსის ალტერნატივის ძებნა კი ადრეც უნდა დაწყებულიყო. კაცს რომ თმაში ჭაღარა შეეპარება უნდა მიხვდე, რომ ის დიდხანს არ იქნება და თუ იქნება და ვერ ითამაშებს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№8
ავტორი: Lev
2 სექტემბერი 2014 09:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1515
მოდით ეხლა პრემიერლიგის მცველებო))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
№9
ავტორი: ლადო
2 სექტემბერი 2014 09:24
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
ძალიან გამიხარდა...
0
№10
ავტორი: GeorgeBest
2 სექტემბერი 2014 10:14
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ძააან მაგარია
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top