თბილისი:
მანჩესტერი:
2-09-2014, 07:10
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2868,
კომენტარები: 22
ოფიციალურად: ფალკაო იჯარის წესით "იუნაიტედს" შეუერთდა
რადამელ ფალკაო "იუნაიტედის" დროებითი ფეხბურთელია.
ოფიციალურად: ფალკაო იჯარის წესით
"მანჩესტერ იუნაიტედი" მოხარულია შეგატყობინოთ, რომ რადამელ ფალკაო ერთ წლიანი იჯარის წესით "მონაკოდან" შეუერთდა კლუბს და იჯარის ამოწურვის შემდეგ მისი გამოსყიდვის საშუალებაც არსებობს.

28 წლის ფალკაო "მონაკოს" 2013 წელს შეუერთდა "ატლეტიკოში" გატარებული წარმატებული წლების შემდეგ, სადაც რადამელი პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც უეფა-ს სუპერ თასზე ჰეთ-ტრიკი შეასრულა. "როხი ბლანკოს" რიგებში რადამელს 91 ჩატარებულ შეხვედრაში 70 გოლი აქვს გატანილი. ხოლო "პორტუს" რიგებში 87 შეხვედრაში 72 გოლი.

"მე მოხარული ვარ, რომ "იუნაიტედს" ერთ წლიანი იჯარის წესით შევუერთდი. "მანჩესტერ იუნაიტედი" მსოფლიოს უდიდესი კლუბია და ცხადია, რომ მწვერვალზე ყოფნას იმსახურებს. მოუთმენლად ველოდები ლუი ვან გაალთან ერთად მუშაობას და ვეცდები კლუბს მისთვის ამაღელვებელ პერიოდში დახმარება გავუწიო." - განაცხადა ფალკაომ.

"მოხარული ვარ, რომ რადამელი ერთი წლიანი იჯარის წესით შემოგვიერთდა. ის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მეგოლეა. მისი საგოლე ალღო ამაზე მეტყველებს და როცა მისი კალიბრის ფეხბურთელი ხელმისაწვდომი ხდება, ხელიდან გაშვება ძალიან რთულია." - განაცხადა ვან გაალმა.


manutd.com
ახალი ამბები, ტრანსფერები
22 კომენტარი
№21
ავტორი: VaRdo
2 სექტემბერი 2014 14:55
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ფალკაო დი მარია :* ორი მსოფლიო კლასის ფეხბურთელი. აბა თქვენ იცით წარმატებები და იმედია ბევრჯერ გამახარებთ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№22
ავტორი: Malboro463
2 სექტემბერი 2014 14:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5892
ქლევერლი ვერ მოვიშორეთ?
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top