თბილისი:
მანჩესტერი:
27-08-2014, 11:01
ავტორი: chudikone,
ნანახია: 2384,
კომენტარები: 12
ვან გაალი: "გაოცებული არ ვარ"
მატჩის შემდგომი ინტერვიუ
ვან გაალი:
ლუი ვან გაალი ფანებს მოუწოდებს, რომ მათ მისდამი რწმენა არ დაკარგონ, მიუხედავად იმისა, რომ გუშინ მისმა გუნდმა სამარცხვინო მარცხი იგემა "დონსის" წინააღმდეგ.

პირველი ლიგის გუნდმა მოახერხა "წითელი ეშმაკების" გამოთიშვა შეჯიბრიდან, რომელმაც სტარტი სულ ახნახანს აიღო. ეს "იუნაიტედისთვის" ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო საღამო გამოდგა.

ყველაფრისდა მიუხედავად ვან გაალი აცხადებს, რომ გაკვირვებული არ არის ამ მარცხის გამო, ვინაიდან იგი წინასასეზონო ტურნეზეც აცხადებდა, რომ კრიზისის აღმოსაფხვრელად დროა საჭირო. ვან გაალი, რომელმაც 3 ოფიციალური შეხვედრიდან ვერცეთში გამარჯვება ვერ მოიპოვა, აცხადებს: "მე არ ვარ გაოცებული, რადგან ვიცოდი რა შეიძლება მომხდარიყო."

"ჩვენ 9 ფეხბურთელი ტრავმირებული გვყავს და 48 საათში მეორე მატჩის ჩატარება მოგვიწია, მე მომიწია მეორე გუნდისთვის მიმართა დახმარებისთვის და ახალგაზრდებს მივეცი შანსი. ძალიან რთულია, როდესაც მწვრთვნელი ხარ და პრემიერ ლიგის პირველ შეხვედრას აგებ, შემდეგ ფრეს ჯერდები და ახლა თასისთვის ბრძოლას ეთიშები."


"ფანებისთვის რთულია კვლავ გწამდეს ვან გაალის ფილოსოფია, მაგრამ მათ სხვა გზა არც აქვთ, რადგან მე აქ ვარ ახალი გუნდის შესაქმნელად და გუნდი ერთ თვეში არ იქმნება."

"დონსთან" მატჩამდე "იუნაიტედმა" ოფიციალურად გაიფორმა ანხელ დი მარია, თუმცა ყველასთვის სამწუხაროდ რამდნიმე საათში გუნდმა ერთ თასის მოგების შანსი დაკარგა.

ვან გაალი აღიარებს, რომ აღნიშნული ტრანსფერი ყველა პრობლემას ვერ მოაგვარებს, თუმცა აცხადებს, რომ მისი უნივერსალობა გუნდს დიდ დახმარებას გაუწევს.

"მე ის იმისათვის ვიყიდე, რომ მას ცენტრშიც და ფლანგზეც კარგად ეხერხება თამაში და ეს ყველაფერი ძალიან მოსახერხებელია მწვრთვნელისთვის." აგრძელებს ვან გაალი. "მე როდესაც "ბაიერნს" ვწრთვნიდი 28 აგვისტოს რობენი შევიძინე, რომელსაც ანალოგიურ პოზიციებზე შეეძლო თამაში."

"ამ პროცესს დრო სჭირდება და ჩვენ უნდა დავაკვირდეთ, დი მარიას თანხლებით ჩვენ უნდა შევცვალოთ სისტემა თუ არა. მე მას ჩვენს სასტუმროში ველაპარაკე, სანამ მატჩი დაიწყებოდა. მან თქვა რომ ფიზიკურად კარგ კონდიციებში იყო და ვარჯიშს ხვალიდანვე დაიწყებდა, მაგრამ მე ჯერ უნდა გავარკვიო, იქნება თუ არა იგი მზად "ბარნლისთან" მატჩისთვის."
დაასრულა ჰოლანდიელმა.

წყარო: Mirror


დაკარგეთ რწმენა ვან გაალის ფილოსოფიასთან მიმართებაში ?

კი, ეს სისტემა პრემიერ ლიგაში არ მუშაობს!
არა, ჯერ ყველაფერი წინ არის და შედეგი მალე იქნება!

ინტერვიუები
12 კომენტარი
№1
ავტორი: ვახო ( G G M U)
27 აგვისტო 2014 11:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
მჯერა მე პირადად ამ კაცის!!! რაც შეეხება მის ფილოსოფიას და სქემას, თუ მიხვდება ვან გაალი რო მისი სქემა არ მუშაობს დარწმუნებული იყავით რო იგი მას აუცილებლად შეცვლის. ხოო და კიდე ერთი, ვერავინ დამარწმუნებს რო ვან გაალს გეგმა "B" არ აქვს... smile
0
№2
ავტორი: Ferguson
27 აგვისტო 2014 11:19
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 95
ვენდოთ ვან გაალს, ვნახოთ ბარნლისთან როგორ ითამაშებენ ბიჭები, შაბათს აუცილებლად უნდა მოვიგოთ რომ თავდაჯერებულობა დაუბრუნდეთ ფეხბურთელებს, და კიდე ერთი კარგი ტრანსფერიც უნდა მოვასწროთ CMF-ზე აუცილებლად

ვახო ( G G M U),
100% გეთანხმები, ძაან მაღალი დონის მწვრთნელია ვან გაალი

ოფიციალურ საიტზე დაიდო, რომ კაგავამ გუშინ ტვინის შერყევა მიიღო, რა ბედი გვაქ რა... მთელი გუნდი ლაზარეთშია, უზიდოს ახლა რუნიმ მაწონი და ბუბლიკები
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ My greatest challenge was knocking Liverpool right off their fucking perch! And you can print that!
№3
ავტორი: ელენე
27 აგვისტო 2014 11:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 279
მე მაინც მჯერა და რავიცი, იმედია, გაამართლებს ჩემს იმედებს. ზოგადად, 3-5-2 სქემა მომწონს და ვფიქრობ, რომ პრემიერ ლიგაშიც შეიძლება ამ სქემით თამაში, მაგრამ ფეხბურთელებია საჭირო, რომელიც ჩვენ არ გვყავს, სამწუხაროდ.
0
№4
ავტორი: MAGNIFICENT 7
27 აგვისტო 2014 11:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 314
ელენე,
3-5-2 სქემა კარგი მაშინ არის, როდესაც გუნდს ყავს კარგი საყრდენები და დაცვა, სამწუხაროდ ჩვენ ამ პრობლემას განვიცდით...
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "მახსოვს როდესაც პირველად შევხვდი მას, ის მაშინ 13 წლის იყო და ბურთს ისე დასდევდა, როგორც კოკერ სპანიელის ლეკვი ქარში მოფრიალე ვერცხლისფერ ქაღალდს"-სერ ალექს ფერგიუსონი რაიან გიგზის შესახებ.
№5
ავტორი: LVG
27 აგვისტო 2014 11:59
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 118
არანაირი ტრაგედია ეს წაგება არ არის, მთავარია ტრანსფერები განაგრძონ და ტრამვირებულები დაგვიბრუნდნენ. ბოლო-ბოლო ბაიერნი რომელიც ცაში დაფრინავს რამდენიმე წელია, გვარდიოლა იქ ითხოვს სამი თვე მომეცით რომ გუნდი ფორმაში შევიყვანოო

ისე ღადაობაა ვინც ვან გაალ წადიო ეხლა იძახის, სხვა უკეთესი ვინ ეგულებათ? ;დ მოიესზე როცა ამბობდნენ კი ბატონო, მაგრამ ამაზე უკეთესი ვინ უნდა მოიყვანო, ანჩელოტი თუ მაურინიო? ;დ
0
№6
ავტორი: LVG
27 აგვისტო 2014 12:21
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 118
ALL IN,
რამდენად ჯობია არ ჯობია არ ვიცი, მაგრამ სამივე ტოპ მწვრთენელები არიან რომელთა მაღლაც არავინ არაა
0
№7
ავტორი: RojoDiablo
27 აგვისტო 2014 12:42
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
რანაირი ბაზარი აქვს რაღაცა იცით, აი თითქოს ნორმალური რომაა რაც აქ ხდება და მერე რა თუ წავაგეთ, ეს ასეც უნდა ყოფილიყო, მაგრამ გწამდე
ტ და გჯეროდეთო...მხოლოდ იმის გამო გვჯერა, რომ გუნდში მართლაც საშინელი მდგომარეობაა, ბევრი ტრავმირებული გვყავს და ჯერ ვერ ვნახეთ გუნდის რეალური ძალა...როცა დაბრუნდებიან ბიჭები მაშინ გამოჩნდება რის აშენებას აპირებს ვან გაალი და ვისით. რა თქმა უნდა ყველა მწყობრში არ გვეყოლება და ტრავმირებული მაინც იქნება, მაგრამ ისეთი მდგომარეობაც ხომ აცუილებლად შეიქმნება როცა გუნდი ოპტიმალურთან მიახლოებული შემადგენლობით გამოვა, აი მაშინ უნდა აჩვენონ შედეგი არა მარტო ანგარიშის მხრივ, არამედ თამაშის სტილის მიხედვით
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№8
ავტორი: GeorgeBest
27 აგვისტო 2014 13:19
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
გუშინ ძალიან სუსტი გუნდი გვყავდა მარა ეს ანგარიში სამარცხვინოა. ანგარიში და ვაბშე თამაში

ჩემი აზრით ჯობდა ნორმალური შემადგენლობით გამოსულიყო, გამოეყვანა უფრო ძლიერი გუნდი, დაეყენებინა გინდაც ზაჰა დ აიანუზაი ერთად, უბრალოდ მოსაგებად გამოსულიყო და ესე სამარცხვინოდ არ წაგვეგო რა
0
№9
ავტორი: N10
27 აგვისტო 2014 14:06
  • სიახლეები: 63
  • კომენტარები: 294
აი ეხლა ბარნლის მოვუგებტ და თავდაჯერებულობაც თავისით მივა ფეხბურთელებთან
0
№10
ავტორი: VaRdo
27 აგვისტო 2014 14:09
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ეს თამაში დიდად არაფერს ცვლის მეორე გუნდი იყო მაგრამ მანც მანჩესტერია და ესე არ უნდა აგებდეს. დროა მოგებები დაივწყოთ თორე სირცხვილია უკვე.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top