თბილისი:
მანჩესტერი:
27-08-2014, 11:01
ავტორი: chudikone,
ნანახია: 2394,
კომენტარები: 12
ვან გაალი: "გაოცებული არ ვარ"
მატჩის შემდგომი ინტერვიუ
ვან გაალი:
ლუი ვან გაალი ფანებს მოუწოდებს, რომ მათ მისდამი რწმენა არ დაკარგონ, მიუხედავად იმისა, რომ გუშინ მისმა გუნდმა სამარცხვინო მარცხი იგემა "დონსის" წინააღმდეგ.

პირველი ლიგის გუნდმა მოახერხა "წითელი ეშმაკების" გამოთიშვა შეჯიბრიდან, რომელმაც სტარტი სულ ახნახანს აიღო. ეს "იუნაიტედისთვის" ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო საღამო გამოდგა.

ყველაფრისდა მიუხედავად ვან გაალი აცხადებს, რომ გაკვირვებული არ არის ამ მარცხის გამო, ვინაიდან იგი წინასასეზონო ტურნეზეც აცხადებდა, რომ კრიზისის აღმოსაფხვრელად დროა საჭირო. ვან გაალი, რომელმაც 3 ოფიციალური შეხვედრიდან ვერცეთში გამარჯვება ვერ მოიპოვა, აცხადებს: "მე არ ვარ გაოცებული, რადგან ვიცოდი რა შეიძლება მომხდარიყო."

"ჩვენ 9 ფეხბურთელი ტრავმირებული გვყავს და 48 საათში მეორე მატჩის ჩატარება მოგვიწია, მე მომიწია მეორე გუნდისთვის მიმართა დახმარებისთვის და ახალგაზრდებს მივეცი შანსი. ძალიან რთულია, როდესაც მწვრთვნელი ხარ და პრემიერ ლიგის პირველ შეხვედრას აგებ, შემდეგ ფრეს ჯერდები და ახლა თასისთვის ბრძოლას ეთიშები."


"ფანებისთვის რთულია კვლავ გწამდეს ვან გაალის ფილოსოფია, მაგრამ მათ სხვა გზა არც აქვთ, რადგან მე აქ ვარ ახალი გუნდის შესაქმნელად და გუნდი ერთ თვეში არ იქმნება."

"დონსთან" მატჩამდე "იუნაიტედმა" ოფიციალურად გაიფორმა ანხელ დი მარია, თუმცა ყველასთვის სამწუხაროდ რამდნიმე საათში გუნდმა ერთ თასის მოგების შანსი დაკარგა.

ვან გაალი აღიარებს, რომ აღნიშნული ტრანსფერი ყველა პრობლემას ვერ მოაგვარებს, თუმცა აცხადებს, რომ მისი უნივერსალობა გუნდს დიდ დახმარებას გაუწევს.

"მე ის იმისათვის ვიყიდე, რომ მას ცენტრშიც და ფლანგზეც კარგად ეხერხება თამაში და ეს ყველაფერი ძალიან მოსახერხებელია მწვრთვნელისთვის." აგრძელებს ვან გაალი. "მე როდესაც "ბაიერნს" ვწრთვნიდი 28 აგვისტოს რობენი შევიძინე, რომელსაც ანალოგიურ პოზიციებზე შეეძლო თამაში."

"ამ პროცესს დრო სჭირდება და ჩვენ უნდა დავაკვირდეთ, დი მარიას თანხლებით ჩვენ უნდა შევცვალოთ სისტემა თუ არა. მე მას ჩვენს სასტუმროში ველაპარაკე, სანამ მატჩი დაიწყებოდა. მან თქვა რომ ფიზიკურად კარგ კონდიციებში იყო და ვარჯიშს ხვალიდანვე დაიწყებდა, მაგრამ მე ჯერ უნდა გავარკვიო, იქნება თუ არა იგი მზად "ბარნლისთან" მატჩისთვის."
დაასრულა ჰოლანდიელმა.

წყარო: Mirror


დაკარგეთ რწმენა ვან გაალის ფილოსოფიასთან მიმართებაში ?

კი, ეს სისტემა პრემიერ ლიგაში არ მუშაობს!
არა, ჯერ ყველაფერი წინ არის და შედეგი მალე იქნება!

ინტერვიუები
12 კომენტარი
№11
ავტორი: Berba 9
27 აგვისტო 2014 14:12
  • სიახლეები: 278
  • კომენტარები: 1500
ეს არაფერი არაა ბიჭებო, გულს ნუ გავიტეხავთ, ბევრი დაგვცინებს, ბევრი თითს გამოიშვერს, მაგრამ დარწმუნებული ვარ მაქსიმუმ 2 სეზონში ფეხზე დავდგებით და ძველ დიდებას დავიბრუნებთ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
The City Is Yours?
The City Is Yours?
20,000 empty seats!
Are You Fucking Sure?
№12
ავტორი: Manchester_M
27 აგვისტო 2014 15:35
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
მე ვენდობი ამ კაცს და მჯერა რომ შეძლებს მიზნის მიღწევას და ვერავინ დამაჯერებს იმას რომ წინა სასეზონო შეხვედრები დიდი გავარდნა იყო :X
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top