თბილისი:
მანჩესტერი:
26-08-2014, 09:06
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3111,
კომენტარები: 19
"დონსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)
"დონსი" vs "იუნაიტედი"
"დონსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

სტადიონი: "მილტონ კეინსი", მილტონ-კეინსი
მონაცემი: ლიგის თასი, მეორე რაუნდი
მსაჯი: ფილ დაუდი
მთავარი მსაჯი: სტიუარტ ეტველი (უორიკშირი)
გვერდითა მსაჯები: რაიან ტ. ეტკინი, იან კუპერი.
სათადარიგო მსაჯი: კეიტ ჰილი
თარიღი: სამშაბათი, 26 აგვისტო, 2014 წელი
მატჩის დასაწყისი: 23:00, (ჩვენი დროით)

"დონსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


"დონსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)
"დონსი"

ტრავმირებულები: ჰოდსონი
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: მარტინი
განაცხადი: არ არის ცნობილი

ტრავმის გამო შეხვედრას გამოტოვებს მასპინძელთა მცველი, ლი ჰოდსონი. ასევე უნდა დაზუსტდეს შეძლებს თუ არა მოედანზე დაბრუნებას მეკარე, დევიდ მარტინი, რომელსაც ბარძაყის ტრავმა აქვს.


"დონსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"

ტრავმირებულები: კერიკი, ფელაინი, შოუ, ლინგარდი,
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: ერერა, ევანსი, სმოლინგი
განაცხადი: დე ხეა, ლინდეგაარდი, ამოსი, რაფაელი, ვალენსია, სმოლინგი, ჯონსი, მ. კინი, ბლეკეტი, ჯეიმსი, ფლეთჩერი, ქლევერლი, ანდერსონი, ერერა, იანგი, მატა, კაგავა, ზაჰა, იანუზაი, ვან პერსი, რუნი, უელბეკი, ერნანდესი, პაუელი, უ. კინი, ვარელა, ლოურენსი, ვერმი, უილსონი.

ლუი ვან გაალს მოუწევს კრის სმოლინგისა და ანდერ ერერას მდგომარეობას გადახედოს. სმოლინგი "სანდერლენდთან" შეხვედრაში საზარდულის კუნთების დაზიანების გამო პირველი ტაიმის დასრულებამდე შეცვალეს. ერერამ კი ზემოაღნიშნული შეხვედრა ტერფის დაზიანების გამო გამოტოვა.

როგორც მოსალოდნელია, ლიგის თასის შეხვედრისთვის სრულად გამოჯანმრთელდა ბრაზილიელი მცველი, რაფაელ და სილვა. ხოლო როხოს მოუწევს ინგლისში მუშაობის ლიცენზიის მიღებამდე მოიცადოს.


"დონსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"დონსი"


ბოლო 6 შეხვედრა (წინა სეზონში ყველა ტურნირზე გამართული შეხვედრების ჩათვლით): წ-მ-მ-წ-მ-ფ

წამყვანი ბომბარდირები: აფებე, მაკფაძენი, დ, პაუელი - ორ-ორი გოლით (მეორე ლიგაში)

"დონსმა" საკმაოდ წარმატებულად დაიწყო პირველი ლიგის სეზონი და 4 შეხვედრაში 2 მატჩი მოიგო, 1 კი ფრედ დაასრულა. ისინი 7 ქულით სატურნირო ცხრილის მე-7 ადგილზე იმყოფებიან.

ინგლისის თასის მიმდინარე გათამაშების პირველ რაუნდში "დონსმა" სახლში "უიმბლდონს" 3-1 სძლია.

გასული სეზონის გათამაშების პირველ რაუნდში 2-1 "ნორტჰემპტონ თაუნს" მოუგეს, ხოლო მეორე რაუნდში მომავალ ფინალისტთან, "სანდერლენდთან" 4-2 დამარცხდნენ.

"დონსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


ბოლო 6 შეხვედრა (წინა სეზონის მატჩები ჩათვლით): მ-წ-მ-ფ-წ-ფ
წამყვანი ბომბარდირები: მატა, რუნი - თითო გოლი (პრემიერ-ლიგაში)

"მანჩესტერ იუნაიტედმა" პრემიერ-ლიგის გათამაშება ძალზედ ცუდად დაიწყო და "სანდერლენდთან" მოპოვებული 1 ქულის შედეგად სატურნირო ცხრილის მე-13 ადგილზე ადგილზე იმყოფება.

"იუნაიტედი" შეეცდება ლიგის თასი მეხუთედ მოიგოს. აქამდე "იუნაიტედს" მისი აღმართვა 1992, 2006, 2009 და 2010 წლებში ერგო წილად.

"მანჩესტერ იუნაიტედს" ლიგის თასის 8 ფინალურ შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული და 4 მათგანში იმარჯვა.

გასულ სეზონში, "წითელმა ეშმაკებმა" ლიგის თასისკენ მიმავალი გზა ნახევარფინალში "სანდერლენდთან" ორმატჩიან დუელში შეწყვიტეს. გამარჯვებულის ბედი 11 მეტრიანების სერიან გამოავლინა, რომელშიც "შავი კატები" უკეთესები აღმოჩნდნენ.

გამომდინარე იქიდან, რომ გასული სეზონი "იუნაიტედმა" ევროთასების საგზურის მოპოვების გარეშე დაასრულა, ისინი სათასო გათამაშებას მეორე რაუნდიდან იწყებენ.

"წითელი ეშმაკები" ტურნირის ამ ეტაპზე 1995 წლის შემდეგ პირველად ასპარეზობენ. იმ წელს სერ ალექსის გუნდმა მატჩი "იორკ სიტისტან" 4-3 დათმო.

უერთიერთშეხვედრები


"იუნაიტედი" და "დონსი" ერთმანეთს არ შეხვედრიან მას შემდეგ, რაც "უიმბლდონი" მილტონ კეინსში გადაბარგდა და სახელად "მკ დონსი" დაირქვა. მიუხედავად ამისა "მანჩესტერ იუნაიტედი" "უიმბლდონს" 32-ჯერ შეხვდა და 1997 წელს ინგლისის თასის გათამაშებაში "სელჰერსტ პარკზეც" დამარცხდა. აღსანიშნავია ისიც, რომ მსაჯებმა შეხვედრის ბოლო წუთებზე შმეიხელის გოლი არ ჩათვალეს. ბოლო 3 დაპირისპირება ამ გუნდებს შორის ფრედ დასრულდა, რომელთაგან უკანასკნელი 2000 წელს დაფიქსირდა(2-2). მაშინ, ფერგიუსონის გუნდში თავი ხორდი კროიფმა და ენდი კოულმა გამოიჩინეს.

"დონსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრომო)

მატჩის წინ
19 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
26 აგვისტო 2014 13:52
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
გაივარჯიშებენ და წამოვლენ რა wink

რა დრო დაგვიდგა ისე, მეორე რაუნდიდან ვიწყებთ
0
№2
ავტორი: Ferguson
26 აგვისტო 2014 13:58
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 95
იქნებ აქ მაინც მიეცეს კაგავას და იანუზაის სათამაშო დრო, კარგი იქნებოდა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ My greatest challenge was knocking Liverpool right off their fucking perch! And you can print that!
№3
ავტორი: chudikone
26 აგვისტო 2014 13:59
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ეხლა მაინც ათამაშეთ ზაჰა ნაძირლებო derpwhy
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№4
ავტორი: Manchester_M
26 აგვისტო 2014 13:59
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
რას უნდა ველოდე ამ თამაშისგან სხვას თუ არა გამარჯვებას ალბათ ნერვების მოუშლელად მოიგებენ.
0
№5
ავტორი: temo-scholes
26 აგვისტო 2014 14:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
Chemi azrit eg sastavi unda gaiyvanos luim: de gea, rafaeli, jonsi, m.kini, bleketi, r. Jeimsi, andersoni, zaha, kagava, runi, persi...
Zamenaze ki: uilsoni, paueli da uil kini unda shemovidnen...;)
0
№6
ავტორი: DaToO_o
26 აგვისტო 2014 14:20
  • სიახლეები: 14
  • კომენტარები: 47
ინვალიდური ფეხბურთი არ მინდა ახლა იანგი და ქლევერლი არ დამანახოთ მოედანზე, ტრავმა მაინც მიღOნ ისეთი რომ ვეღარ ითამაშონ ფეხბურთი wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
- ალექს ფერგიუსონი:-კაცი რომელმაც მოიფიქრა ტაქტიკა - " მიეცი ფორა და მერე გადაალეწე ბურთი თავზე " !!! ♥
№7
ავტორი: manutd---10
26 აგვისტო 2014 14:20
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 225
ესეც თუ ვერ მოვიგეთ უკვე ცხაი იქნება ყველაფერი
0
№8
ავტორი: Best 7
26 აგვისტო 2014 14:22
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
Roxo razearaa ganacxadshi
0
№9
ავტორი: RojoDiablo
26 აგვისტო 2014 15:49
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
Best 7,
რატომ არ წაიკითხე პრევიუ. იქ წერია. ხანდახან იმ გაუფერადებელ რამეებშიც წერია საინტერესო ამბები
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№10
ავტორი: Berba 9
26 აგვისტო 2014 16:14
  • სიახლეები: 278
  • კომენტარები: 1500
ახალგაზრდებს უნდა მიეცეთ შანსი ამ თამაშში, თორემ ისედაც ამდენი ტრავმა გვაქვს და კიდევ გადაღლილი ფეხბურთელები არ გვინდა, იმედია მოვიგებთ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
The City Is Yours?
The City Is Yours?
20,000 empty seats!
Are You Fucking Sure?
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top