თბილისი:
მანჩესტერი:
26-08-2014, 09:06
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3113,
კომენტარები: 19
"დონსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)
"დონსი" vs "იუნაიტედი"
"დონსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

სტადიონი: "მილტონ კეინსი", მილტონ-კეინსი
მონაცემი: ლიგის თასი, მეორე რაუნდი
მსაჯი: ფილ დაუდი
მთავარი მსაჯი: სტიუარტ ეტველი (უორიკშირი)
გვერდითა მსაჯები: რაიან ტ. ეტკინი, იან კუპერი.
სათადარიგო მსაჯი: კეიტ ჰილი
თარიღი: სამშაბათი, 26 აგვისტო, 2014 წელი
მატჩის დასაწყისი: 23:00, (ჩვენი დროით)

"დონსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


"დონსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)
"დონსი"

ტრავმირებულები: ჰოდსონი
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: მარტინი
განაცხადი: არ არის ცნობილი

ტრავმის გამო შეხვედრას გამოტოვებს მასპინძელთა მცველი, ლი ჰოდსონი. ასევე უნდა დაზუსტდეს შეძლებს თუ არა მოედანზე დაბრუნებას მეკარე, დევიდ მარტინი, რომელსაც ბარძაყის ტრავმა აქვს.


"დონსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"

ტრავმირებულები: კერიკი, ფელაინი, შოუ, ლინგარდი,
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: ერერა, ევანსი, სმოლინგი
განაცხადი: დე ხეა, ლინდეგაარდი, ამოსი, რაფაელი, ვალენსია, სმოლინგი, ჯონსი, მ. კინი, ბლეკეტი, ჯეიმსი, ფლეთჩერი, ქლევერლი, ანდერსონი, ერერა, იანგი, მატა, კაგავა, ზაჰა, იანუზაი, ვან პერსი, რუნი, უელბეკი, ერნანდესი, პაუელი, უ. კინი, ვარელა, ლოურენსი, ვერმი, უილსონი.

ლუი ვან გაალს მოუწევს კრის სმოლინგისა და ანდერ ერერას მდგომარეობას გადახედოს. სმოლინგი "სანდერლენდთან" შეხვედრაში საზარდულის კუნთების დაზიანების გამო პირველი ტაიმის დასრულებამდე შეცვალეს. ერერამ კი ზემოაღნიშნული შეხვედრა ტერფის დაზიანების გამო გამოტოვა.

როგორც მოსალოდნელია, ლიგის თასის შეხვედრისთვის სრულად გამოჯანმრთელდა ბრაზილიელი მცველი, რაფაელ და სილვა. ხოლო როხოს მოუწევს ინგლისში მუშაობის ლიცენზიის მიღებამდე მოიცადოს.


"დონსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"დონსი"


ბოლო 6 შეხვედრა (წინა სეზონში ყველა ტურნირზე გამართული შეხვედრების ჩათვლით): წ-მ-მ-წ-მ-ფ

წამყვანი ბომბარდირები: აფებე, მაკფაძენი, დ, პაუელი - ორ-ორი გოლით (მეორე ლიგაში)

"დონსმა" საკმაოდ წარმატებულად დაიწყო პირველი ლიგის სეზონი და 4 შეხვედრაში 2 მატჩი მოიგო, 1 კი ფრედ დაასრულა. ისინი 7 ქულით სატურნირო ცხრილის მე-7 ადგილზე იმყოფებიან.

ინგლისის თასის მიმდინარე გათამაშების პირველ რაუნდში "დონსმა" სახლში "უიმბლდონს" 3-1 სძლია.

გასული სეზონის გათამაშების პირველ რაუნდში 2-1 "ნორტჰემპტონ თაუნს" მოუგეს, ხოლო მეორე რაუნდში მომავალ ფინალისტთან, "სანდერლენდთან" 4-2 დამარცხდნენ.

"დონსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


ბოლო 6 შეხვედრა (წინა სეზონის მატჩები ჩათვლით): მ-წ-მ-ფ-წ-ფ
წამყვანი ბომბარდირები: მატა, რუნი - თითო გოლი (პრემიერ-ლიგაში)

"მანჩესტერ იუნაიტედმა" პრემიერ-ლიგის გათამაშება ძალზედ ცუდად დაიწყო და "სანდერლენდთან" მოპოვებული 1 ქულის შედეგად სატურნირო ცხრილის მე-13 ადგილზე ადგილზე იმყოფება.

"იუნაიტედი" შეეცდება ლიგის თასი მეხუთედ მოიგოს. აქამდე "იუნაიტედს" მისი აღმართვა 1992, 2006, 2009 და 2010 წლებში ერგო წილად.

"მანჩესტერ იუნაიტედს" ლიგის თასის 8 ფინალურ შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული და 4 მათგანში იმარჯვა.

გასულ სეზონში, "წითელმა ეშმაკებმა" ლიგის თასისკენ მიმავალი გზა ნახევარფინალში "სანდერლენდთან" ორმატჩიან დუელში შეწყვიტეს. გამარჯვებულის ბედი 11 მეტრიანების სერიან გამოავლინა, რომელშიც "შავი კატები" უკეთესები აღმოჩნდნენ.

გამომდინარე იქიდან, რომ გასული სეზონი "იუნაიტედმა" ევროთასების საგზურის მოპოვების გარეშე დაასრულა, ისინი სათასო გათამაშებას მეორე რაუნდიდან იწყებენ.

"წითელი ეშმაკები" ტურნირის ამ ეტაპზე 1995 წლის შემდეგ პირველად ასპარეზობენ. იმ წელს სერ ალექსის გუნდმა მატჩი "იორკ სიტისტან" 4-3 დათმო.

უერთიერთშეხვედრები


"იუნაიტედი" და "დონსი" ერთმანეთს არ შეხვედრიან მას შემდეგ, რაც "უიმბლდონი" მილტონ კეინსში გადაბარგდა და სახელად "მკ დონსი" დაირქვა. მიუხედავად ამისა "მანჩესტერ იუნაიტედი" "უიმბლდონს" 32-ჯერ შეხვდა და 1997 წელს ინგლისის თასის გათამაშებაში "სელჰერსტ პარკზეც" დამარცხდა. აღსანიშნავია ისიც, რომ მსაჯებმა შეხვედრის ბოლო წუთებზე შმეიხელის გოლი არ ჩათვალეს. ბოლო 3 დაპირისპირება ამ გუნდებს შორის ფრედ დასრულდა, რომელთაგან უკანასკნელი 2000 წელს დაფიქსირდა(2-2). მაშინ, ფერგიუსონის გუნდში თავი ხორდი კროიფმა და ენდი კოულმა გამოიჩინეს.

"დონსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრომო)

მატჩის წინ
19 კომენტარი
№11
ავტორი: VaRdo
26 აგვისტო 2014 16:20
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
მაგარი მკიდია ეს იგრა მალე მოვიდეს 30 და დი მარიას დებიუტი ვიხილო 7 ნომრიანი მაისურით <3
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№12
ავტორი: Manchester_M
26 აგვისტო 2014 17:48
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ციტატა: Best 7
Roxo razearaa ganacxadshi

როხოს მოუწევს ინგლისში მუშაობის ლიცენზიის მიღებამდე მოიცადოს.
0
№13
ავტორი: Rosso Diavolo
26 აგვისტო 2014 17:50
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
იმედია ამათმაინც მოვუგებთ;დდ
0
№14
ავტორი: DaToO_o
26 აგვისტო 2014 17:52
  • სიახლეები: 14
  • კომენტარები: 47
უნდა გავაპოთ wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
- ალექს ფერგიუსონი:-კაცი რომელმაც მოიფიქრა ტაქტიკა - " მიეცი ფორა და მერე გადაალეწე ბურთი თავზე " !!! ♥
№15
ავტორი: vano17
26 აგვისტო 2014 19:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 19
დონსს თუ ვერ მოვუგეთ რაც არუნდა გააკეთოს ლვგ მ მაინც მოიესზე ბანძი იქნება და ის მეშვიდე ადგილიც მოგვენატრება,ასე არ მინდა რო მოხდეს მარა ჩემპიონობას (პ.ლ) სასწაულად აღიქვამს და მალე ჩ.ლ ზე მოხვედრაც სასწაული იქნება მე არ მომწონს ამ კაცის ფილოსოფია და კაგავას მალე სხვებიც აჰყვებიან ა მიხვდებიან რო ძაან ცუდ დღეში არიან
0
№16
ავტორი: RojoDiablo
26 აგვისტო 2014 19:34
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
vano17,
რაც არ უნდა გააკეთოს? აი იპლ-ც რომ მოიგოს? მოიესს თუნდაც იმით სჯობია, რომ ამ კაცმა იცის რას ნიშნავს გუნდი და იცია რას ნიშნავს მწვრთნელი. დევიდმა კი იცოდა მხოლოდ ის, რომ ის იყო ფეხბურთელების მასწავლებელი და ვერანაირ გავლენას ვერ ახდენდა. მოვიდა ლუი და ხედავ რა გადაწყვეტილებებიც მიიღო. ამ კაცმა იცის რას აკეთებს და ისის კარგად ესმის, რომ აქ თავადაა მთავარი ფიგურა... ცოტა ხანი დაელოდეთ და ყველაფერი რიგზე იქნება... ამ დონსს კი დედას უტირებენ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№17
ავტორი: MAGNIFICENT 7
26 აგვისტო 2014 19:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 314
აუ როხოს იმედია მალე მისცემენ მუშაობის უფლებას...
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "მახსოვს როდესაც პირველად შევხვდი მას, ის მაშინ 13 წლის იყო და ბურთს ისე დასდევდა, როგორც კოკერ სპანიელის ლეკვი ქარში მოფრიალე ვერცხლისფერ ქაღალდს"-სერ ალექს ფერგიუსონი რაიან გიგზის შესახებ.
№18
ავტორი: A.HERRERA
26 აგვისტო 2014 21:39
  • სიახლეები: 80
  • კომენტარები: 464
სასტავ ბენატია ბაიერნში გადასულა გაიგეთ? 3d_9
0
№19
ავტორი: Malboro463
26 აგვისტო 2014 21:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
A.HERRERA,
გავიგე რა წავიკითხე :დ
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top