თბილისი:
მანჩესტერი:
21-08-2014, 16:37
ავტორი: Lomsa099,
ნანახია: 2619,
კომენტარები: 21
ანჩელოტი: "დი მარიამ გაშვება მთხოვა"
"მადრიდული" კლუბის თავკაცმა - კარლო ანჩელოტიმ გაამხილა, რომ არგენტინელ ვინგერს კლუბში დარჩენა არ სურს.
ანჩელოტი:
იტალიელმა მწვრთნელმა თქვა, რომ ისინი შეეცდებიან გამოსავლის პოვნას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე, ანჩელოტის სურს სიტუაციის გამოსწორება, თუმცა ის წინ ვერ აღუდგება ფეხბურთელს და თუკი მას წასვლა სურს სავარაუდოდ ასეც მოხდება.

არგენტინელმა დაკარგა ადგილი ძირითად შემადგენლობაში, მას შემდეგ რაც მადრიდელებს ტონი კროსი და ხამეს როდრიგესი შეუერთდნენ, ახლა კი ის ეძებს ისეთ გუნდს სადაც გარანტირებული ექნება ძირითად შემადგენლობაში თამაში.

"ფეხბურთელმა მოითხოვა გუნდიდან წასვლა ამ ზაფხულსვე. მან უარყო კლუბის შეთავაზება "მადრიდში" დარჩენის შესახებ, ახლა კი ჩვენ ვეძებთ გამოსავალს." - განაცხადა ანჩელოტიმ პრეს კონფერენციაზე.

"თუკი დი მარია ვერ მონახავს გამოსავალს თუ სად გააგრძელებს კარიერას, ეს არ იქნება პრობლემა მას შეუძლია დარჩეს და გააგრძელოს ჩვენთან მუშაობა, დი მარიას შეუძლია დაიწყოს ძირითად შემადგენლობაში, სუპერთასის მეორე რაუნდში, ისევე როგორც სხვა ყველა "რეალის" ფეხბურთელს."

26 წლის ფეხბურთელს "მადრიდელებთან" კონტრაქტი 2018 წლამდე აკავშირებს, თუმცა მისი შესყიდვა ამ სატრანსფერო ფანჯარაშიცაა შესაძლებელი 60 მილიონ ევროდ, მისით დაინტერესებულები კი "მანჩესტერ იუნაიტედი" და "პსჟ" არიან.

წყარო: Goal.com
სიახლეები, ახალი ამბები, ინტერვიუები, ტრანსფერები
21 კომენტარი
№1
ავტორი: Lomsa099
21 აგვისტო 2014 16:39
  • სიახლეები: 102
  • კომენტარები: 426
ან ჩვენთან ან პარიზში სხვა ვარიანტი არარსებობს ბაიერნზეც იწერებოდა მარა ძაან ცოტაა მაგის შანსი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ One Love, One Team!
Manchester United, Forever!!!
№2
ავტორი: GeorgeBest
21 აგვისტო 2014 16:42
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
იმედია პსჟ არ დაითრევს და მართლა იზამენ რამეს. მაგრად მინდა ეს ფეხბურთელი გუნდში, უბრალოდ ამაზე უკეთესს ვის მოიყვანე რო რამე? ამისნაირი შანსი არამგონია კიდევ გქვონდეს უახლოეს მომავალში და უნდა გამოიყენონ.
0
№3
ავტორი: Vodafone
21 აგვისტო 2014 16:42
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
პსჟს აღარ აინტერესებს და კარგი შანსი გვაქვს. ახლა გვანახოს ვუდოვორდმა რა შეუძლია. წლის საუკეთესო ტრანსფერი იქნება...
0
№4
ავტორი: VaRdo
21 აგვისტო 2014 16:43
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
იქნებ ერთხელ მაინც გაგვიმართლოს და ამათმა კიდე გაანძრიონ ერთი ადგილი და ვიყიდოთ ეს კაცი. იმენა ეს რომ გუნდს გააძლეირებს ეგერე ვერავინ გააძლიერებს როისის გარდა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№5
ავტორი: Manchester United 14
21 აგვისტო 2014 16:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 982
ვიყიდოთ ყველაზე მაგარი იქნება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ MU – MUF - MUFC - Ok!
manunited
№6
ავტორი: MAGNIFICENT 7
21 აგვისტო 2014 17:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 314
დიმკა ყველა სულმოუთქმელად გელოდებით...
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "მახსოვს როდესაც პირველად შევხვდი მას, ის მაშინ 13 წლის იყო და ბურთს ისე დასდევდა, როგორც კოკერ სპანიელის ლეკვი ქარში მოფრიალე ვერცხლისფერ ქაღალდს"-სერ ალექს ფერგიუსონი რაიან გიგზის შესახებ.
№7
ავტორი: Malboro463
21 აგვისტო 2014 17:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5856
ბაიერნმა როისი ვერ იყიდა და არა გამორიცხული ამას მიაწვენ.
არა დასაკარგი ეს ფებხურთელი იყიდე ლუის რა იყიდე!!
0
№8
ავტორი: AkkRed
21 აგვისტო 2014 17:09
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ანხელო მოდი ჩვენთან ბრატ ძაან მაგრად იქნები იანგს წყალზე გააგზავნი :D :D
0
№9
ავტორი: Manchester_M
21 აგვისტო 2014 17:10
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
კარლიტო იმნაირი ნაგლია პერესს არაფრით ჩამოუარდებაა არაა გამორიცხული რომ გადააფიქრებიოს :) მაგრამ მაინც კაია ამან სურვილი რომ გამოთქვა !!!!!!
0
№10
ავტორი: NickCantona
21 აგვისტო 2014 17:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 69
~ Lui's uars acxadebs :)
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top