თბილისი:
მანჩესტერი:
21-08-2014, 16:37
ავტორი: Lomsa099,
ნანახია: 2844,
კომენტარები: 21
ანჩელოტი: "დი მარიამ გაშვება მთხოვა"
"მადრიდული" კლუბის თავკაცმა - კარლო ანჩელოტიმ გაამხილა, რომ არგენტინელ ვინგერს კლუბში დარჩენა არ სურს.
ანჩელოტი:
იტალიელმა მწვრთნელმა თქვა, რომ ისინი შეეცდებიან გამოსავლის პოვნას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე, ანჩელოტის სურს სიტუაციის გამოსწორება, თუმცა ის წინ ვერ აღუდგება ფეხბურთელს და თუკი მას წასვლა სურს სავარაუდოდ ასეც მოხდება.

არგენტინელმა დაკარგა ადგილი ძირითად შემადგენლობაში, მას შემდეგ რაც მადრიდელებს ტონი კროსი და ხამეს როდრიგესი შეუერთდნენ, ახლა კი ის ეძებს ისეთ გუნდს სადაც გარანტირებული ექნება ძირითად შემადგენლობაში თამაში.

"ფეხბურთელმა მოითხოვა გუნდიდან წასვლა ამ ზაფხულსვე. მან უარყო კლუბის შეთავაზება "მადრიდში" დარჩენის შესახებ, ახლა კი ჩვენ ვეძებთ გამოსავალს." - განაცხადა ანჩელოტიმ პრეს კონფერენციაზე.

"თუკი დი მარია ვერ მონახავს გამოსავალს თუ სად გააგრძელებს კარიერას, ეს არ იქნება პრობლემა მას შეუძლია დარჩეს და გააგრძელოს ჩვენთან მუშაობა, დი მარიას შეუძლია დაიწყოს ძირითად შემადგენლობაში, სუპერთასის მეორე რაუნდში, ისევე როგორც სხვა ყველა "რეალის" ფეხბურთელს."

26 წლის ფეხბურთელს "მადრიდელებთან" კონტრაქტი 2018 წლამდე აკავშირებს, თუმცა მისი შესყიდვა ამ სატრანსფერო ფანჯარაშიცაა შესაძლებელი 60 მილიონ ევროდ, მისით დაინტერესებულები კი "მანჩესტერ იუნაიტედი" და "პსჟ" არიან.

წყარო: Goal.com
სიახლეები, ახალი ამბები, ინტერვიუები, ტრანსფერები
21 კომენტარი
№21
ავტორი: nika1997
22 აგვისტო 2014 01:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 572
ვუდვორდ ეს ტრანსფერი გაკეთე დზმაო და ჩემი კუმირი ხარ
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top