თბილისი:
მანჩესტერი:
28-11-2012, 18:01
ავტორი: APeX,
ნანახია: 2086,
კომენტარები: 13
შმეიხელი: "ერიკის მოსვლამ "იუნაიტედის" ყველა ფეხბურთელის ბედსიწერა შეცვალა"
პიტერ შმეიხელის აზრით, გუნდში კანტონას მოსვლამ არა მარტო "იუნაიტედის", არამედ მთელი ინგლისური ფეხბურთის ბედისწერა შეცვალა...
შმეიხელი:
ლეგენდარული დანიელი დარწმუნებულია, რომ ერიკ კანტონას მოსვლამ "იუნაიტედში" ოცი წლის წინ არა მხოლოდ სერ ალექსის გუნდის, არამდე მთელი ინგლისური ფეხბურთის ბედისწერა შეცვალა.

"მე კარგად მახსოვს ის დღე. ამ დღემ შეცვალა "იუნაიტედის" თითოეული ფეხბურთელის ბედისწერა. სერ ალექსს ესმოდა, რომ ერიკის შეძენა მისთვის აუცილებელი იყო და ამისთვის ყველაფერი გააკეთა. სერ ალექსმა ერიკთან საერთო ენა გამონახა, რაც მის დაუჯერებელ ნიჭზე მეტყველებს. ერიკმა "ოლდ ტრაფორდზე" მოსვლამდე ბევრ კლუბში თამაში მოასწრო და კარიერა აქ დაამთავრა," - მოჰყავს შმეიხელის სიტყვები manutd.com-ს.

დანიელი კიპერის სიტყვების თანახმად, კანტონა საოცრად შრომისმოყვარე ადამიანი იყო, რისი წყალობითაც წარმატებულად ვითარდებოდდნენ ახალგაზრდა ფეხბურთელები, რომლებიც რამდენიმე ხნის შემდეგ სერ ალექსის გუნდის ბირთვს წარმოადგენდნენ.

"ერიკი მოვიდა და შეცვალა ფეხბურთი. მან შეცვალა გუნდის მენტალიტეტი და საქმესთან მიდგობა. პირველ გუნდში ახლადმოსული ახალგაზრდა ტალანტები ხშირად მიდიოდნენ მასთან და რჩევებს ეკითხებოდნენ. დევიდ ბექჰემი, გარი ნევილი ანდაც პოლ სქოულზი ყოველთვის ილაპარაკებენ მასზე და მადლიერნი იქნებიან გაწეული დახმარებისთვის.

"ამ ყველაფერს აკვირდებოდა სერ ალექსი. სხვა მწვრთნელები ერიკში ასეთ თვისებებს ვერ ხედავდნენ. ტრევორ ფრენსისმა მიიწვია ის "შეფილდ უენსდეიში", მაგრამ თამაშის შანსი არ მიუცია. ჰოვარდ უილკინსონი შეუშინდა იმ სირთულეებს, რასაც "ლიდში" ერიკი მოიტანდა და სიამოვნებით გაყიდა იგი. მაგრამ სერ ალექსის შემთხვევაში ეს ასე არ ყოფილა. შეიძლება მასაც ელოდა პრობლემები, მაგრამ მან მიიღო ეს გამოწვევა. სხვა დანარჩენი - უკვე ისტორიაა!"


წყარო: redevils.ru
სიახლეები
13 კომენტარი
№1
ავტორი: VaRdo
28 ნოემბერი 2012 18:04
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
მთლად ეგრეც არაა ცოტა აზვიადებ ძმა :* :* :* :*
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№2
ავტორი: gilmour
28 ნოემბერი 2012 18:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
ისე ყველაზე განსხვავებული ფეხბურთელი იყო, თავისი სტილით ვერავის შეადარებ, ერთი შეხედვით საერთოდ არ გავდა ფეხბურთელს. სპარტანელ მეომარს უფრო გავდა:)
0
№3
ავტორი: always ReD
28 ნოემბერი 2012 18:09
  • სიახლეები: 118
  • კომენტარები: 934
VaRdo,
მართალი ხარ. მისი ძმაკაცი იყო და მაგიტო ამბობს ასე:D megustamucho
0
№4
ავტორი: Amanda Seyfried
28 ნოემბერი 2012 18:11
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 2065
განუმეორებელი იყო
0
№5
ავტორი: UTD-Rule
28 ნოემბერი 2012 18:12
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
საღოლ ლევან დღეს შეუჩერებელი ხარ biggrin2 კატონამ შეცვალა თუ არა ბედისწერა ამაზე ვერაფერს ვიტყვი მარა კაცი ლეგენდა,რომ იყო ეს აშკარაა gun2
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№6
ავტორი: APeX
28 ნოემბერი 2012 18:15
  • სიახლეები: 25
  • კომენტარები: 384
ციტატა: UTD-Rule
საღოლ ლევან დღეს შეუჩერებელი ხარ

ჯერ სად ხარ wink likeaboss
0
№7
ავტორი: love united
28 ნოემბერი 2012 19:09
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
კანტონა-უმაგრესი ფეხბურთელი... derphappycry
0
№8
ავტორი: VaRdo
28 ნოემბერი 2012 19:16
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
დღეს კანტონას საერთაშორისსო დღეა თუ რა კანტოანს სიახლეებია? lol
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№9
ავტორი: v.persie and rooney
28 ნოემბერი 2012 20:40
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 466
ყოჩაღ ფერგი
0
№10
ავტორი: Amerigo
28 ნოემბერი 2012 21:34
  • სიახლეები: 15
  • კომენტარები: 1181
დღეს კაი დღეა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top