თბილისი:
მანჩესტერი:
21-08-2014, 10:14
ავტორი: chudikone,
ნანახია: 3651,
კომენტარები: 16
გუნდს სუპერვარსკვლავი არ ეყოლება
ვან გაალის ფერადი ფილოსოფია.
გუნდს სუპერვარსკვლავი არ ეყოლება
ლუი ვან გაალი აცხადებს, რომ იგი არ ააგებს მთელ გუნდს ერთ სუპერვარსლვლავზე. ამასობაში კი, "იუნაიტედის" ფანები მოუთმენლად ელიან ჰოლანიდელის მიერ განხორციელებულ ხმაურიან ტრანსფერს. ამ ყველაფრისთვის კი მხოლოდ 10 დღეა დარჩენილი.

მოსალოდნელია, რომ "იუნაიტედის" ფანებს იმედები გაუცრუვდებათ, რადგან ვან გაალი აცხადებს, რომ ის არ აპირებს მთელი ყურადღება ერთ მოთამაშეზე გადაიტანოს და გამოსავალს ფეხბურთელების ინდივიდუალურად განვითარებაში ხედავს.

"თუ შენ არ იცი, როგორ მიიღო მაქსიმალური შენივე ფეხბურთელისგან, მაშინ დროს ტყუილად კარგავ." აცხადებს ჰოლანდიელი სპეციალისტი. "მე დროგამოშვებით ვუსვამ ჩემს თავს კითხებს: როგორ უნდა მივიღო ჩემი ფეხბურთელისგან მაქსიმუმი ? რატომ იხარჯება ეს კონკრეტული ფეხბურთელი სხვა ფეხბურთელებზე მეტად ? როგორი გავლენა მაქვს მე, როგორც მწვრთვნელს?"

"მე თუ მინდა გამარჯვებისთვის გუნდის შევქმა, დარწმუნებული უნდა ვიყო, რომ თითოეული ფეხბურთელი საუკეთესო გზით ვარჯიშობს. ასე რომ, მე უფრო მეტ დროს ვუთმობ ინდივიდუალურ გაუმჯობესებას, ვიდრე გუნდის. საერთო ჯამში კი ეს გაუმჯობესებული ფეხბურთელები იქნებიან წინა პირობა იმისა, რომ გუნდიც გაუმჯობესდება და შედეგიც მალე იქნება."

"სწორედ ამიტომ არ მწამს მე მხოლოდ ერთ ფეხბურთელზე აგებული გუნდების. მე არასოდეს ავაგებ გუნდს ერთ მსოფლიო კლასის ფეხბურთელზე."

გუნდს სუპერვარსკვლავი არ ეყოლება

ვან გაალმა საკუთარი სურვილით დაბლოკა სესკ ფაბრეგასის ტრანსფერი

"ამას მივყავართ ტრაგედიამდე" - აგრძელებს ვან გაალი. "რა მოხდება თუ ის ერთი ფეხბურთელი ტრავმას მიიღებს ? ეს იმას ნიშნავს რომ გუნდი ფიასკოს განიცდის და დანარჩენები ვერაფერს გახდებიან მის გარეშე."

63 წლის ვან გაალი მოგვითხობს საკუთარი ფილოსიფიის შესახებ მისივე წიგნის "ჩემი ხედვის" საშუალებით.

ეს გვეხმარება გავიგოთ თუ რატომ არ იჩქარა ვან გაალმა ტრანსფერები გუნდში მოსვლის დღიდანვე. მან დაბლოკა ისეთი ტრანსფერები, რომლებიც გულისხმობდა ტონი კროოსის, სესკ ფაბრეგასის და ტომას მიულერის "გაეშმაკებას."

მან მხოლოდ ლუკ შოუს და ერერას გაუღო ოლდ ტრაფორდის კარები, მიუხედავად იმისა, რომ ორივე მათგანი დევიდ მოესის სამიზნეც იყო. ასე რომ მარკოს როხო ვან გაალის პირადი ინიციატივით იქნა შეძენილი, რომელიც 5 ნომერს მოირგებს.

ვან გაალის პრიორიტეტია, შეაფასოს ფეხბურთელი და დარწმუნდეს, მოერგება თუ არა მთლიანად ახალი სამიზნე მის სათამაშო ფილოსოფიას.

გუნდს სუპერვარსკვლავი არ ეყოლება

ტონი კროოსზე უამრავი ჭორი იწერებოდა, მაგრამ გერმანელმა ბოლოს "რეალ მადრიდში" ამოჰყო თავი

ვან გაალი უფრო მეტად არის დაინტერესებული ფეხბურთელის პიროვნულობასა და შესაძლებობებზე, მეტიც მან სამ ფერადაც დაჰყო ფეხბურთელები.

"ლურჯი ფერის მოთამაშე ინტელექტუალია და ყოველთვის დარწმუნებულია იმაში, რომ მოედანზე საქმეს უსაფრთხოდ აკეთებს" - ხსნის ვან გაალი საკუთარ წიგნში - "ჩემი ხედვა"

"მწვანე ფერის მოთამაშე ძალიან ემოციურია, მგრძნობიარეა განსხვავებულ ემოციებზე და განსხვავებულ ატმოსფეროში, რომელიც იქმნება გუნდში."

"წითელი ფერის მოთამაშე კრეატიულია, ძალ-ღონით აღსავსე, ყოველთვის სურს დაიხარჯოს და კონცენტრირებულია მომავალზე."

"როგორც მწვრთვნელი, მე შემიძლია სამივე კატეგორიის ფეხბურთელთან მუშაობა. როდესაც მე ფეხბურთელს (სხვა გუნდის) ვაკვირდები, მე მათში ვეძებ TIPS (technique, imagination, personality, speed) ანუ ტექნიკას, წარმოსახვის უნარს, ხასიათს და სისწრაფეს."

"წლების მანძილზე მივხვდი, რომ "P" ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ ვირტუალურ საზოგადოებაში ვცხოვრობთ. რას ვაკეთებ მე, როდესაც მინდა ფეხბურთელმა უფრო მეტად დახაჯოს საკუთარი თავი ? - მე მას პირისპირ ვუყენებ მისსავე გაწეულ სამუშაოს, ეთიკას და მონდომებას."

"ფეხბურთელებმა ჩემ მიერ შედგენილი კითხვარები უნდა გაიარონ დრო და დრო. მე მათ უფლებას ვაძლევ ინტერნეტიც გამოიყენონ, რადგან ეს ეხმარება მათ პროფესიონალიზმის და ხასიათის ჩამოყალიბებაში."

"როგორც მწვრთვნელი, მე ვხვდები, რომ მიწევს ისეთ ფეხბურთელებთან მუშაობა, რომლბსაც არ აქვთ უნარი ისეთ დონეზე ითამაშონ, როგორსაც მე ვითხოვ ან არ სურთ ითამაშონ ისე, როგორც მე მინდა რო მათ ითამაშონ. ორივე კატეგორიის ფეხბურთელები დაუყევნებლივ გაძავებულ იქნებიან კლუბიდან." - დაასრულა ვან გაალმა.

წყარო: Mirror


სწორად მიგაჩნიათ ვან გაალის მიერ თავისი სათამაშო ფილოსოფიისა და ბერკეტების შესახებ საჯაროდ საუბარი ?

დიახ
არა

სტატიები
16 კომენტარი
№1
ავტორი: Manchester_M
21 აგვისტო 2014 10:24
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
რავი არ დავიწყებ მის გაკიცხვას მაგრამ მაინც არ უნდა ესაუბრა მისი ფილოსოფიის შესახებ ფაბრეგასის ტრანსფერი კი არ უნდა დაებლოკა მატა ჰერერა ფაბრეგასი ესპანელების ტრიო გვეყოლებოდა ცენტრში და ყველაფერი მოგვარდებოდა :)
0
№2
ავტორი: AkkRed
21 აგვისტო 2014 10:50
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ალბათ გაამართლებს მისი ტაქტიკა
0
№3
ავტორი: LVG
21 აგვისტო 2014 10:57
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 118
ცენტრალურ დაცვაში და საყრდენად ლურჯი ტიპის ფეხბურთელი გვინდა, ვან გაალის ტერმინებით რომ ვთქვათ, ის ვინც არ ღელავს და მშვიდად აკეთებს თავის საქმეს.. ეხლა პანიკიორები გვყავს
0
№4
ავტორი: RedTeen
21 აგვისტო 2014 11:19
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1077
იმიტომ არა გვყავს 11 ტრავმირებული.. გამოდის გუნდმა ფიასკო განიცადა? არ ვამართლებ ფაბრეგასის ტრანსფერის დაბლოკვის გამო... დანარჩენი თვითონ უფრო კარგად იცის რა უნდა აკეთოს..
0
№5
ავტორი: Best 7
21 აგვისტო 2014 11:48
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
Ravi van gamma mtavaria shedegi dados da

Ravi van gamma mtavaria shedegi dados da
0
№6
ავტორი: LVG
21 აგვისტო 2014 11:58
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 118
ისე რას ფიქრობთ, ეს რომ ბაიერნს ჩაუდგა სათავეში, მაშინდელი გადმოსახედიდან ბაიერნის შემადგენლობა უფრო ძლიერი იყო თუ ეხლანდელი მანჩესტერის? ვისაც გახსოვთ აბა, საინტერესოა
0
№7
ავტორი: Berba 9
21 აგვისტო 2014 12:01
  • სიახლეები: 278
  • კომენტარები: 1500
ვინ გეუბნება დი მარიაზე ააწყე თამაშიო, როდესაც გუნდში რუნი და ვან პერსი გვყავს))) მაშინ მაგ პრინციპით ტოპ კლასის ფეხბურთელებმა 1 გუნდი უნდა შექმნან და დანარჩენ სხვა კლუბებს ტოპ ფეხბურთელები არ უნდა ჰყავდეთ ?))) ცოტა მიედ მოედება რაღაცეებს, მაგრამ მაინც მჯერა ამ კაცი და რა ვქნა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
The City Is Yours?
The City Is Yours?
20,000 empty seats!
Are You Fucking Sure?
№8
ავტორი: Lev
21 აგვისტო 2014 12:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1522
ძაან ფილოსოფოსობს...სანამ ეს ფილოსოფოსობს დანარჩენი გრანდები ერთზე კი არა ერთდროულად 5 სუპერვარსკვლავს ყიდულობს და თან ისეთებს ყველას ერთადაც და ცალ-ცალკე შეუძლიათ მატჩის შემოტრიალება. რა შუაშია ერთ სუპერვარსკვლავზე თამაშის აწყობა. არც არავინ აწყობს უკვე ეგრე გუნდს ერთი ვარსკვლავით. კროსს და ფაბრეგასს არ დაბლოკავდა ეგენი თვითონ დაამატეს როგორც მოსაზრება. უბრალოდ არცერთი არ გადმოვიდა ისეთ გუნდში რომელსაც ცუდი დრო უდგას
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
№9
ავტორი: Malboro463
21 აგვისტო 2014 13:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5892
ფაბრეგასის ტრანსფერი არ უდნა დაებლოკა
იანგთან და ქლევერლისთან რაც არ უნდა იფილოსოფოსოს მაინც არაფერი ეშველებათ. ამანაც არ შეწიროს ტავის ექსპერიმენტებს
0
№10
ავტორი: temo-scholes
21 აგვისტო 2014 13:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1666
Shen dimaria gviyide lui da mere ramdenic ginda ilaparake sheni filosofiis shesaxeb...:D;)
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top