თბილისი:
მანჩესტერი:
21-08-2014, 10:14
ავტორი: chudikone,
ნანახია: 3652,
კომენტარები: 16
გუნდს სუპერვარსკვლავი არ ეყოლება
ვან გაალის ფერადი ფილოსოფია.
გუნდს სუპერვარსკვლავი არ ეყოლება
ლუი ვან გაალი აცხადებს, რომ იგი არ ააგებს მთელ გუნდს ერთ სუპერვარსლვლავზე. ამასობაში კი, "იუნაიტედის" ფანები მოუთმენლად ელიან ჰოლანიდელის მიერ განხორციელებულ ხმაურიან ტრანსფერს. ამ ყველაფრისთვის კი მხოლოდ 10 დღეა დარჩენილი.

მოსალოდნელია, რომ "იუნაიტედის" ფანებს იმედები გაუცრუვდებათ, რადგან ვან გაალი აცხადებს, რომ ის არ აპირებს მთელი ყურადღება ერთ მოთამაშეზე გადაიტანოს და გამოსავალს ფეხბურთელების ინდივიდუალურად განვითარებაში ხედავს.

"თუ შენ არ იცი, როგორ მიიღო მაქსიმალური შენივე ფეხბურთელისგან, მაშინ დროს ტყუილად კარგავ." აცხადებს ჰოლანდიელი სპეციალისტი. "მე დროგამოშვებით ვუსვამ ჩემს თავს კითხებს: როგორ უნდა მივიღო ჩემი ფეხბურთელისგან მაქსიმუმი ? რატომ იხარჯება ეს კონკრეტული ფეხბურთელი სხვა ფეხბურთელებზე მეტად ? როგორი გავლენა მაქვს მე, როგორც მწვრთვნელს?"

"მე თუ მინდა გამარჯვებისთვის გუნდის შევქმა, დარწმუნებული უნდა ვიყო, რომ თითოეული ფეხბურთელი საუკეთესო გზით ვარჯიშობს. ასე რომ, მე უფრო მეტ დროს ვუთმობ ინდივიდუალურ გაუმჯობესებას, ვიდრე გუნდის. საერთო ჯამში კი ეს გაუმჯობესებული ფეხბურთელები იქნებიან წინა პირობა იმისა, რომ გუნდიც გაუმჯობესდება და შედეგიც მალე იქნება."

"სწორედ ამიტომ არ მწამს მე მხოლოდ ერთ ფეხბურთელზე აგებული გუნდების. მე არასოდეს ავაგებ გუნდს ერთ მსოფლიო კლასის ფეხბურთელზე."

გუნდს სუპერვარსკვლავი არ ეყოლება

ვან გაალმა საკუთარი სურვილით დაბლოკა სესკ ფაბრეგასის ტრანსფერი

"ამას მივყავართ ტრაგედიამდე" - აგრძელებს ვან გაალი. "რა მოხდება თუ ის ერთი ფეხბურთელი ტრავმას მიიღებს ? ეს იმას ნიშნავს რომ გუნდი ფიასკოს განიცდის და დანარჩენები ვერაფერს გახდებიან მის გარეშე."

63 წლის ვან გაალი მოგვითხობს საკუთარი ფილოსიფიის შესახებ მისივე წიგნის "ჩემი ხედვის" საშუალებით.

ეს გვეხმარება გავიგოთ თუ რატომ არ იჩქარა ვან გაალმა ტრანსფერები გუნდში მოსვლის დღიდანვე. მან დაბლოკა ისეთი ტრანსფერები, რომლებიც გულისხმობდა ტონი კროოსის, სესკ ფაბრეგასის და ტომას მიულერის "გაეშმაკებას."

მან მხოლოდ ლუკ შოუს და ერერას გაუღო ოლდ ტრაფორდის კარები, მიუხედავად იმისა, რომ ორივე მათგანი დევიდ მოესის სამიზნეც იყო. ასე რომ მარკოს როხო ვან გაალის პირადი ინიციატივით იქნა შეძენილი, რომელიც 5 ნომერს მოირგებს.

ვან გაალის პრიორიტეტია, შეაფასოს ფეხბურთელი და დარწმუნდეს, მოერგება თუ არა მთლიანად ახალი სამიზნე მის სათამაშო ფილოსოფიას.

გუნდს სუპერვარსკვლავი არ ეყოლება

ტონი კროოსზე უამრავი ჭორი იწერებოდა, მაგრამ გერმანელმა ბოლოს "რეალ მადრიდში" ამოჰყო თავი

ვან გაალი უფრო მეტად არის დაინტერესებული ფეხბურთელის პიროვნულობასა და შესაძლებობებზე, მეტიც მან სამ ფერადაც დაჰყო ფეხბურთელები.

"ლურჯი ფერის მოთამაშე ინტელექტუალია და ყოველთვის დარწმუნებულია იმაში, რომ მოედანზე საქმეს უსაფრთხოდ აკეთებს" - ხსნის ვან გაალი საკუთარ წიგნში - "ჩემი ხედვა"

"მწვანე ფერის მოთამაშე ძალიან ემოციურია, მგრძნობიარეა განსხვავებულ ემოციებზე და განსხვავებულ ატმოსფეროში, რომელიც იქმნება გუნდში."

"წითელი ფერის მოთამაშე კრეატიულია, ძალ-ღონით აღსავსე, ყოველთვის სურს დაიხარჯოს და კონცენტრირებულია მომავალზე."

"როგორც მწვრთვნელი, მე შემიძლია სამივე კატეგორიის ფეხბურთელთან მუშაობა. როდესაც მე ფეხბურთელს (სხვა გუნდის) ვაკვირდები, მე მათში ვეძებ TIPS (technique, imagination, personality, speed) ანუ ტექნიკას, წარმოსახვის უნარს, ხასიათს და სისწრაფეს."

"წლების მანძილზე მივხვდი, რომ "P" ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ ვირტუალურ საზოგადოებაში ვცხოვრობთ. რას ვაკეთებ მე, როდესაც მინდა ფეხბურთელმა უფრო მეტად დახაჯოს საკუთარი თავი ? - მე მას პირისპირ ვუყენებ მისსავე გაწეულ სამუშაოს, ეთიკას და მონდომებას."

"ფეხბურთელებმა ჩემ მიერ შედგენილი კითხვარები უნდა გაიარონ დრო და დრო. მე მათ უფლებას ვაძლევ ინტერნეტიც გამოიყენონ, რადგან ეს ეხმარება მათ პროფესიონალიზმის და ხასიათის ჩამოყალიბებაში."

"როგორც მწვრთვნელი, მე ვხვდები, რომ მიწევს ისეთ ფეხბურთელებთან მუშაობა, რომლბსაც არ აქვთ უნარი ისეთ დონეზე ითამაშონ, როგორსაც მე ვითხოვ ან არ სურთ ითამაშონ ისე, როგორც მე მინდა რო მათ ითამაშონ. ორივე კატეგორიის ფეხბურთელები დაუყევნებლივ გაძავებულ იქნებიან კლუბიდან." - დაასრულა ვან გაალმა.

წყარო: Mirror


სწორად მიგაჩნიათ ვან გაალის მიერ თავისი სათამაშო ფილოსოფიისა და ბერკეტების შესახებ საჯაროდ საუბარი ?

დიახ
არა

სტატიები
16 კომენტარი
№11
ავტორი: Lev
21 აგვისტო 2014 13:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1522
Malboro463,
მე მგონი ეგრე მოუწევს. სქოულზმა თქვა 5 ფეხბურთელი გვინდა რომ კლუბმა მომენტალურად დაიწყოს ტიტულებისთვის ბრძოლაო და ამას ყველა კარგად ხვდება. იმედია მოიესის გზას არ აირჩევს. ყველაფერი კარგად იქნება. ჯერ სეზონი არც დაწყებულა ნორმალურად.>>>> "როგორც მწვრთვნელი, მე ვხვდები, რომ მიწევს ისეთ ფეხბურთელებთან მუშაობა, რომლბსაც არ აქვთ უნარი ისეთ დონეზე ითამაშონ, როგორსაც მე ვითხოვ ან არ სურთ ითამაშონ ისე, როგორც მე მინდა რო მათ ითამაშონ. ორივე კატეგორიის ფეხბურთელები დაუყევნებლივ გაძავებულ იქნებიან კლუბიდან>>>>აი ეს სიტყვები მაიმედებს ყველაზე მეტად
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
№12
ავტორი: Malboro463
21 აგვისტო 2014 13:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5892
Lev,
სამწუხაროდ ბევრია მასეთი უუნარო ფეხბურტელი გუნდში ამრა როდის აპირებს მაგათ გაძევებას და ახალით ჩანაცვლებას ეგ არ ვიცით
ამანაც თუ მოესივით დაიწყო სეზონი ერთ წელს არ მისცემენ დროს იანვრიდანვე გაუსვებენ სახლში
0
№13
ავტორი: vano17
21 აგვისტო 2014 13:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 19
LVG,ჩემი აზრით ვან გაალის ბაიერნს ჯობდა მაშინდელი მანჩესტერი. ეხლანდელი ბაიერნი კი ბევრად ჯობია მანჩესტერს,მე არ მესმის ვან გაალის,ერთ ერთ საუკეთესო ფეხბურთელს რიბერის,როგორ ოსტატურად ცდებოდა და სისწრაფეში ჯაბნიდა რაფაელი,რატომ ამოაგდო ეს ძალიან პერსპექტიული ფეხბურთელი ჩემი აზრით შესანიშნავი გარემარბი.
0
№14
ავტორი: RojoDiablo
21 აგვისტო 2014 14:08
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
კლუბს სუპერვარსკვლავი დიდი ხანია უკვე არ უყიდია. ერთი პერსია, მაგრამ ეგეც ისეთ ასაკში მოვიყვანეთ, რომ სამომავლოდ რთულია მასზე დაყრდნობა...ამას მიჩვეულები ვართ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№15
ავტორი: GeorgeBest
21 აგვისტო 2014 14:16
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ფაბრეგასზე მაგრად ვჭამეტ. ამ ასაკშიც ძაან კლასნია და მაგრად გამოგვადგებდა. არიან სხვებიც, ძალიან ბევრი ვარიანტია და გუნდი გასაძლიერებელია
0
№16
ავტორი: Lomsa099
21 აგვისტო 2014 17:15
  • სიახლეები: 102
  • კომენტარები: 426
იცის ამკაცმა თავისი საქმე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ One Love, One Team!
Manchester United, Forever!!!

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top