თბილისი:
მანჩესტერი:
20-08-2014, 23:09
ავტორი: Berba 9,
ნანახია: 2659,
კომენტარები: 21
პირველი ინტერვიუ როხოსთან
ექსკლუზიური ინტერვიუ არგენტინელთან
პირველი ინტერვიუ როხოსთან
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება "მანჩესტერ იუნაიტედში". როგორი გრძნობაა იყოთ აქ და იყოთ ამ კლუბის შენაძენი ?

მადლობა ძალიან დიდი. მე ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი ჩემს კარიერაში, რადგან შევუერთდი მსოფლიოში ყველაზე დიდ გუნდს.

რა იცით ამ კლუბის შესახებ, ისტორია, ფეხბურთელები ?

ძალიან ბევრი ვიცი, რადგან ყოველთვის ვადევნებ თვალს პრემიერ ლიგას და "მანჩესტერ იუნაიტედი" იყო ყოველთვის ჩემი ფავორიტი გუნდი, რადგან ეს გუნდი არის უდიდესი და საუკეთესო.

იყო ძალიან ბევრი საუბარი და სპეკულაციები თქვენს ტრანსფერთან დაკავშირებით. როგორი იყო ბოლო დღეები თქვენთვის ?

ამან დიდ ხანს გასტანა, რომ ყველაფერი დალაგებულიყო, რადგან ეს ტრანსფერი იყო ძალიან რთული, თუმცა ძალიან გახარებული ვარ იმით, რომ უკვე აქ ვარ "მანჩესტერ იუნაიტედში".

რას გრძნობდით, როდესაც პირველად გაიგეთ, რომ ლუი ვან გაალს უნდოდა თქვენი გადმოყვანა ?

ეს დაუჯერებელი იყო. ჩვენ ვითამაშეთ მისი გუნდის წინააღმდეგ მსოფლიო ჩემპიონატზე და ისინი მშვენივრად გამოიყურებოდნენ. როდესაც გავიგე, რომ მას უნდოდა ჩემი აქ მოყვანა, ვიყავი ძალიან გახარებული, ასევე ამაყი და აღფრთოვანებული, რომ მომეცა ასეთი შანსი.

როგორ ფიქრობთ, რა არის თქვენი ყველაზე კარგი თვისება, როგორც ფეხბურთელი ?

ყოველთვის ვაკეთებ ყველაფერს, რადგან მე მაქვს თამაში და ამიტომ ვტოვებ ყველაფერს მოედანზე. ვთამაშობ თითოეულ თამაშს, ისე როგორც შეიძლება ეს იყოს ბოლო. სწორედ ეს არის ყველაზე მთავარი რამ ჩემს ფილოსოფიაში.

რას ფიქრობთ, რის მიღწევას შეძლებთ აქ, როგორც გუნდთან ერთად, ასევე პირადად ?

ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის გავაგრძელო ზრდა და ასევე გავიუმჯობესო თამაშის დონე. მე ვმუშაობდი ძალიან დიდი ხანი ამ შესაძლებლობისთვის, რომ მოვხვდარიყავი უდიდეს კლუბში და მინდა ტიტულების მოგება.

ბოლოს, აქ არიან ძალიან ბევრი ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც საუბრობენ ესპანურად, ასე რომ ამას შეუძლია დაგეხმაროთ ადაპტაციაში და ადვილად გაიცნოთ გარშემომყოფები...

აბსოლიტურად, მე ვაპირებ ცხოვრებას ამ ქვეყანაში და ზუსტად ეს დამეხმარება ადაპტაციაში, ისე სწრაფად, როგორც ეს იქნება შესაძლებელი.

წყარო: Manutd.com
ახალი ამბები
21 კომენტარი
№1
ავტორი: LizarD
20 აგვისტო 2014 23:27
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
დახასიათებით ძალიან კარგი ვარიანტია, ვნახოთ ადაპტაცია არ უნდა გაუჭირდეს წესით. მომწონს რომ მებრძოლი ფეხბურთელია.. . იმედია გაამართლებს
0
№2
ავტორი: Lev
20 აგვისტო 2014 23:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1522
ვთქვათ მაგრად ითამაშა და დაცვის პრობლემა მოიხსნა...ნახევარმცველი ხომ უნდა ვიყიდოთ ერთ უმაღლესი დონის თუ გვინდა რომ ევროთასებზე მოვხვდეთ..11 დღე დარჩა და რა უნდა მოასწრონ..
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
№3
ავტორი: გაბადაძე
20 აგვისტო 2014 23:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 743
გილოცავთ ყველას მაგრა გამისწორდა ამის ყიდვა და იმედია გაამართლებს ,
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ g.gabadadze
№4
ავტორი: Malboro463
20 აგვისტო 2014 23:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5892
5 ნომერი მისცეს და უნდა გამართლოს. მსოფლიო დონის არა მარა ცუდი მცველიც არ ა ჩვენებს კი ჯობია. ხომ ხედავთ ჰუმელსი არ გადმოდის ტიაგოს,რამოსის,კიელინის,კეჰიhi
lis da sxva magali donis mcvelis yidva wels sheuzlebelia. vang alma cacia mchirdebao da iyida exla albat aqcents flangze gadaitans gaitanzec ganaxles interesi
0
№5
ავტორი: gilmour
20 აგვისტო 2014 23:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
წინასწარ მიჭირს დასკვნების გაკეთება, წარმატებები როხოს, იმედია გაამართლებს და საიმედოდ დადგება.
0
№6
ავტორი: Malboro463
20 აგვისტო 2014 23:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5892
არამგონია ეხა კიდე ვინმე იყიდონ იანვარში სტროტმანს დაიმატებენ ალბათ
0
№7
ავტორი: Lev
20 აგვისტო 2014 23:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1522
Malboro463,
იყიდიან)
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
№8
ავტორი: AkkRed
21 აგვისტო 2014 00:04
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
Di marias shabats gavaoficialurebt
0
№9
ავტორი: Berba 9
21 აგვისტო 2014 00:07
  • სიახლეები: 278
  • კომენტარები: 1500
ციტატა: Malboro463
არამგონია ეხა კიდე ვინმე იყიდონ იანვარში სტროტმანს დაიმატებენ ალბათ


+1
მეც ეგრე მგონია
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
The City Is Yours?
The City Is Yours?
20,000 empty seats!
Are You Fucking Sure?
№10
ავტორი: Malboro463
21 აგვისტო 2014 00:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5892
AkkRed,
ვითომ? ფეისბუკზე უცხოელებმა დი მარიას მანჩეტსერის მაისური ჩაცვეს ფოტოშოპით და აჭრიალეს გვერდი მარა არსად არაფერი დაწერილა არამგონია ეგ ტრანსფერი შედგეს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top