თბილისი:
მანჩესტერი:
20-08-2014, 23:09
ავტორი: Berba 9,
ნანახია: 2660,
კომენტარები: 21
პირველი ინტერვიუ როხოსთან
ექსკლუზიური ინტერვიუ არგენტინელთან
პირველი ინტერვიუ როხოსთან
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება "მანჩესტერ იუნაიტედში". როგორი გრძნობაა იყოთ აქ და იყოთ ამ კლუბის შენაძენი ?

მადლობა ძალიან დიდი. მე ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი ჩემს კარიერაში, რადგან შევუერთდი მსოფლიოში ყველაზე დიდ გუნდს.

რა იცით ამ კლუბის შესახებ, ისტორია, ფეხბურთელები ?

ძალიან ბევრი ვიცი, რადგან ყოველთვის ვადევნებ თვალს პრემიერ ლიგას და "მანჩესტერ იუნაიტედი" იყო ყოველთვის ჩემი ფავორიტი გუნდი, რადგან ეს გუნდი არის უდიდესი და საუკეთესო.

იყო ძალიან ბევრი საუბარი და სპეკულაციები თქვენს ტრანსფერთან დაკავშირებით. როგორი იყო ბოლო დღეები თქვენთვის ?

ამან დიდ ხანს გასტანა, რომ ყველაფერი დალაგებულიყო, რადგან ეს ტრანსფერი იყო ძალიან რთული, თუმცა ძალიან გახარებული ვარ იმით, რომ უკვე აქ ვარ "მანჩესტერ იუნაიტედში".

რას გრძნობდით, როდესაც პირველად გაიგეთ, რომ ლუი ვან გაალს უნდოდა თქვენი გადმოყვანა ?

ეს დაუჯერებელი იყო. ჩვენ ვითამაშეთ მისი გუნდის წინააღმდეგ მსოფლიო ჩემპიონატზე და ისინი მშვენივრად გამოიყურებოდნენ. როდესაც გავიგე, რომ მას უნდოდა ჩემი აქ მოყვანა, ვიყავი ძალიან გახარებული, ასევე ამაყი და აღფრთოვანებული, რომ მომეცა ასეთი შანსი.

როგორ ფიქრობთ, რა არის თქვენი ყველაზე კარგი თვისება, როგორც ფეხბურთელი ?

ყოველთვის ვაკეთებ ყველაფერს, რადგან მე მაქვს თამაში და ამიტომ ვტოვებ ყველაფერს მოედანზე. ვთამაშობ თითოეულ თამაშს, ისე როგორც შეიძლება ეს იყოს ბოლო. სწორედ ეს არის ყველაზე მთავარი რამ ჩემს ფილოსოფიაში.

რას ფიქრობთ, რის მიღწევას შეძლებთ აქ, როგორც გუნდთან ერთად, ასევე პირადად ?

ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის გავაგრძელო ზრდა და ასევე გავიუმჯობესო თამაშის დონე. მე ვმუშაობდი ძალიან დიდი ხანი ამ შესაძლებლობისთვის, რომ მოვხვდარიყავი უდიდეს კლუბში და მინდა ტიტულების მოგება.

ბოლოს, აქ არიან ძალიან ბევრი ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც საუბრობენ ესპანურად, ასე რომ ამას შეუძლია დაგეხმაროთ ადაპტაციაში და ადვილად გაიცნოთ გარშემომყოფები...

აბსოლიტურად, მე ვაპირებ ცხოვრებას ამ ქვეყანაში და ზუსტად ეს დამეხმარება ადაპტაციაში, ისე სწრაფად, როგორც ეს იქნება შესაძლებელი.

წყარო: Manutd.com
ახალი ამბები
21 კომენტარი
№11
ავტორი: RedTeen
21 აგვისტო 2014 01:29
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1077
Malboro463,
მეც მასე ვფიქრობ..

რომ გადმოდიან მაშინ ხდება "იუნაიტედი" მათთვის დიდებული კლუბი.. რა ფარისევლები არიან.. თქვენ კარგად ითამაშეთ მოიგეთ და თუ გინდათ ბარსელონა გიყვარდეთ..
0
№12
ავტორი: Best 7
21 აგვისტო 2014 02:01
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
Magra mindoda amid transfer kargi fexburtelia!
0
№13
ავტორი: chudikone
21 აგვისტო 2014 03:44
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
მიემატება ეხლა ესეც მატას, ერერას, დე ხეას და ჩიჩარიტოს სასტავს :-D წარმატებები ♥ მჯერა რო გაამართლებს!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№14
ავტორი: Manchester_M
21 აგვისტო 2014 09:04
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ციტატა: Lev
11 დღე დარჩა და რა უნდა მოასწრონ..

11 დღე სრულიად საკმარისია ამათმა რამე მოიფიქრონ
0
№15
ავტორი: temo-scholes
21 აგვისტო 2014 09:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1666
Me am bichis magrad mjera...
Kide 2 transferi gvinda...: dimaria, blindi, benatia, karvaliu da guarini am 5dan 2 romelime uechveli...!
Mainc albat dimaria da guarini...:)
0
№16
ავტორი: Lev
21 აგვისტო 2014 09:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1522
temo-scholes,
დი მარია კი და გუარინი სად მიგყავს? რომელ პოზიციაზე ითამაშებს?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
№17
ავტორი: temo-scholes
21 აგვისტო 2014 09:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1666
Lev,
ereras gverdit dzma... An tundac karvaliu... Erera da romelime matgani kargi centri iqneba...;)
0
№18
ავტორი: Malboro463
21 აგვისტო 2014 12:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5892
Lev,
გუარინი ნახვარდაცვის ცენტრში
0
№19
ავტორი: TOSHIBA
21 აგვისტო 2014 12:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 86
ფიზიკურად ძლიერია და ადაპტაცია არ გაუჭირდება. დიდი იმედი მაქვს, რომ გაამართლებს ეს ფეხბურთელი და გუნდის ერთ-ერთი ლიდერიც გახდება
0
№20
ავტორი: temo-scholes
21 აგვისტო 2014 13:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1666
Malboro463,
+1;)
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top