კლუბმა პრემიერ ლიგის პირველ მატჩში ვერ აჩვენა სასურველი შედეგი და დამარცხდა "სუონსის" წინააღმდეგ ოლდ ტრაფორდზე. ფეხბურთელების ნაკლებობის გამო ლუი ვან გაალს მოუწია ეთამაშა ისეთი ახალგაზრდებით, რომელთაც ოლდ ტრაფორდზე ფაქტიურად არ უწევთ თამაში. ასეთები კი ჯესი ლინგარდი და ტაილერ ბლეკეტი არიან.
"დეილი მეილის" რეპორტერი გამოეხმაურა ამ უსამართლობას და განაცხადა, რომ გლეიზერებს შეიძლება კვლავ მოუწყონ ფართო-მასშტაბიანი აქცია, როგორიც იყო 2010 წელს:
"იუნაიტედის" ფანები მზად არიან გაიმეორონ იგივე ტიპის აქცია, როგორიც მწვანე-ყვითელი ფერის მაისურების და შარფების გამოფენა იყო ოლდ ტრაფორდზე, რითაც ისინი პროტესტს უცხადებენ გლეიზრების ასეთ საქციელს, კერძოდ ისინი არ დებენ ფულს შემადგენლობის გაძლიერებაში"
ლუი ვან გაალს მხოლოდ 12 დღეღა რჩება ტრანსფერის გასაკეთებლად. რეალურად, ორი ის ტრანსფერი რომელიც კლუბმა უკვე განახორციელა, კერძოდ ლუკ შოუ და ანდერ ერერა, მოიესის დროსაც ითვლებოდნენ სამიზნეებად და ვან გაალს არ მიეცა თავისი არჩევნის გაკეთების საშუალება. შესაძლოა ლუი ვან გაალზე ზეწოლასაც ჰქონდეს ადგილი, ფაქტია რომ მისივე განცხადებით ის არ აპირებს ფეხბურთელების შეძენას სანამ ისინი არ გახდებიან შესაძლებლები საყიდლად.
აქვე, ედ ვუდვარდის განცხადებით:
"ჩვენ არ გვეშინია დიდი მოცულობითი თანხების დახარჯვის" თუმცა, ფაქტია რომ კლუბი არაფერს აკეთებს და არ ხარჯავს "დიდი მოცულობის" თანხას.
ამასობაში კი გლეიზერები სხედან უკანა ფონზე და ითვლიან ფულს, თუ როგორ იზრდება მათი აქციები და არ აქვთ დიდი გასავალი. ამას ყველაფერს კი აცნობიერებენ როგორც ფანები, ისე მენეჯმენტის გუნდი "იუნაიტედში".
ალექსის სანჩესმა ჩაიწერა ასისტი "არსენალის" რიგებში, როდესაც ისინი ეთამაშნენ "კრისტალ პალასს". სესკ ფაბრეგასისა და დიეგო კოშტას კრეატიულობამ "ჩელსის" გამარჯვების გოლი გაატანინა "ბარნლისთან". თუნდაც, ერიკ დაიერმა, "ტოტენჰემის" ცენტრალურმა მცველმა გაამარჯვებინა ლონდონურ კლუბს. ყველა ეს ელიტარული ფეხბურთელი დაეხმარებოდა "იუნაიტედს" მოედანზე, თუმცა ისინი ახლა სხვადასხვა კლუბების ინვესტიციაა.
"გუარდიანის" ერთ-ერთმა რედაქტორმა, დევიდ კონმა თავისი პოსტიც დატოვა "ტვიტერზე".
"იუნაიტედის" ყოფილი მარჯვენა მცველი და კაპიტანი, გარი ნევილიც შეეხო ამ საკითხს და ისაუბრა "სქაისპორტზე":
"რა თქმა უნდა მათ ჭირდებათ რომ დახარჯონ რადგან უნდა დახარჯონ! "იუნაიტედმა" უნდა მოიყვანოს ფეხბურთელები, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. მაგრამ ეს ძალიან რთულია, რომ სწორი ფეხბურთელები შეიძინონ."ლუი ვან გალი აუცილებლად უნდა დაფიქრდეს, თუ რა ტიპის ფეხბურთელი მოერგება მის ტაქტიკას და მის სისტემას, თუმცა ძალიან ბევრია დარწმუნებული იმაში, რომ კლუბი აუცილებლად იყიდის პანიკურად ფეხბურთელს. კლუბის საჭიროებები ყველასთვის ცნობილია, ამიტომ იმ შემთხვევაში თუ ვერ ყიდულობენ, აუცილებელია თანხის გაზრდა, განსაკუთრებით ახლა, რადგან დრო თითქმის გავიდა...
მაგალითად, მარკო როხო ყველაზე კარგი შენაძენი იქნება ამ დროისთვის, რადგან მასში მოთხოვნილი 20 მილიონი ევრო სწორედ, რომ შესაფერისი თანხაა, როგორც "სპორტინგისთვის", ისე "იუნაიტედისთვის".
ვიდალი და კუადრადო ძალიან კარგი ვარიანტია კლუბისთვის, მაგრამ როდესაც მისი გაყიდვას არ აპირებენ მათი მეპატრონეები დროა სხვა ფეხბურთელზე გადაერთო. სწორედ აქ დაუშვა დევიდ მოიესმა შეცდომა, რადგან ის რამდენიმე ფეხბურთელს დატრიალებდა მხოლოდ და ტყუილად ცდილობდა შეძენას, ბოლოს კი მანაც წააგო და კლუბმაც.