თბილისი:
მანჩესტერი:
19-08-2014, 17:58
ავტორი: Berba 9,
ნანახია: 2640,
კომენტარები: 12
ფანების პროტესტი
"გიყვარედეს იუნაიტედი, გძულდეს გლეიზერი"
ფანების პროტესტი
კლუბმა პრემიერ ლიგის პირველ მატჩში ვერ აჩვენა სასურველი შედეგი და დამარცხდა "სუონსის" წინააღმდეგ ოლდ ტრაფორდზე. ფეხბურთელების ნაკლებობის გამო ლუი ვან გაალს მოუწია ეთამაშა ისეთი ახალგაზრდებით, რომელთაც ოლდ ტრაფორდზე ფაქტიურად არ უწევთ თამაში. ასეთები კი ჯესი ლინგარდი და ტაილერ ბლეკეტი არიან.

"დეილი მეილის" რეპორტერი გამოეხმაურა ამ უსამართლობას და განაცხადა, რომ გლეიზერებს შეიძლება კვლავ მოუწყონ ფართო-მასშტაბიანი აქცია, როგორიც იყო 2010 წელს:

"იუნაიტედის" ფანები მზად არიან გაიმეორონ იგივე ტიპის აქცია, როგორიც მწვანე-ყვითელი ფერის მაისურების და შარფების გამოფენა იყო ოლდ ტრაფორდზე, რითაც ისინი პროტესტს უცხადებენ გლეიზრების ასეთ საქციელს, კერძოდ ისინი არ დებენ ფულს შემადგენლობის გაძლიერებაში"


ფანების პროტესტი


ლუი ვან გაალს მხოლოდ 12 დღეღა რჩება ტრანსფერის გასაკეთებლად. რეალურად, ორი ის ტრანსფერი რომელიც კლუბმა უკვე განახორციელა, კერძოდ ლუკ შოუ და ანდერ ერერა, მოიესის დროსაც ითვლებოდნენ სამიზნეებად და ვან გაალს არ მიეცა თავისი არჩევნის გაკეთების საშუალება. შესაძლოა ლუი ვან გაალზე ზეწოლასაც ჰქონდეს ადგილი, ფაქტია რომ მისივე განცხადებით ის არ აპირებს ფეხბურთელების შეძენას სანამ ისინი არ გახდებიან შესაძლებლები საყიდლად.
აქვე, ედ ვუდვარდის განცხადებით: "ჩვენ არ გვეშინია დიდი მოცულობითი თანხების დახარჯვის" თუმცა, ფაქტია რომ კლუბი არაფერს აკეთებს და არ ხარჯავს "დიდი მოცულობის" თანხას.
ამასობაში კი გლეიზერები სხედან უკანა ფონზე და ითვლიან ფულს, თუ როგორ იზრდება მათი აქციები და არ აქვთ დიდი გასავალი. ამას ყველაფერს კი აცნობიერებენ როგორც ფანები, ისე მენეჯმენტის გუნდი "იუნაიტედში".

ფანების პროტესტი


ალექსის სანჩესმა ჩაიწერა ასისტი "არსენალის" რიგებში, როდესაც ისინი ეთამაშნენ "კრისტალ პალასს". სესკ ფაბრეგასისა და დიეგო კოშტას კრეატიულობამ "ჩელსის" გამარჯვების გოლი გაატანინა "ბარნლისთან". თუნდაც, ერიკ დაიერმა, "ტოტენჰემის" ცენტრალურმა მცველმა გაამარჯვებინა ლონდონურ კლუბს. ყველა ეს ელიტარული ფეხბურთელი დაეხმარებოდა "იუნაიტედს" მოედანზე, თუმცა ისინი ახლა სხვადასხვა კლუბების ინვესტიციაა.

"გუარდიანის" ერთ-ერთმა რედაქტორმა, დევიდ კონმა თავისი პოსტიც დატოვა "ტვიტერზე".
ფანების პროტესტი


"იუნაიტედის" ყოფილი მარჯვენა მცველი და კაპიტანი, გარი ნევილიც შეეხო ამ საკითხს და ისაუბრა "სქაისპორტზე": "რა თქმა უნდა მათ ჭირდებათ რომ დახარჯონ რადგან უნდა დახარჯონ! "იუნაიტედმა" უნდა მოიყვანოს ფეხბურთელები, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. მაგრამ ეს ძალიან რთულია, რომ სწორი ფეხბურთელები შეიძინონ."

ლუი ვან გალი აუცილებლად უნდა დაფიქრდეს, თუ რა ტიპის ფეხბურთელი მოერგება მის ტაქტიკას და მის სისტემას, თუმცა ძალიან ბევრია დარწმუნებული იმაში, რომ კლუბი აუცილებლად იყიდის პანიკურად ფეხბურთელს. კლუბის საჭიროებები ყველასთვის ცნობილია, ამიტომ იმ შემთხვევაში თუ ვერ ყიდულობენ, აუცილებელია თანხის გაზრდა, განსაკუთრებით ახლა, რადგან დრო თითქმის გავიდა...

მაგალითად, მარკო როხო ყველაზე კარგი შენაძენი იქნება ამ დროისთვის, რადგან მასში მოთხოვნილი 20 მილიონი ევრო სწორედ, რომ შესაფერისი თანხაა, როგორც "სპორტინგისთვის", ისე "იუნაიტედისთვის".

ფანების პროტესტი


ვიდალი და კუადრადო ძალიან კარგი ვარიანტია კლუბისთვის, მაგრამ როდესაც მისი გაყიდვას არ აპირებენ მათი მეპატრონეები დროა სხვა ფეხბურთელზე გადაერთო. სწორედ აქ დაუშვა დევიდ მოიესმა შეცდომა, რადგან ის რამდენიმე ფეხბურთელს დატრიალებდა მხოლოდ და ტყუილად ცდილობდა შეძენას, ბოლოს კი მანაც წააგო და კლუბმაც.


თქვენი აზრით, რამდენ მილიონს დახარჯავს კლუბი კიდევ ?

0-30
30-60
60-90
90 და მეტი

სტატიები
12 კომენტარი
№11
ავტორი: VaRdo
20 აგვისტო 2014 04:24
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ციტატა: Best 7
Viyidot Ra bolo bolo tilop fexburtelebi


ყველას ეგ უნდა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№12
ავტორი: AkkRed
20 აგვისტო 2014 11:18
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ara da martla erti 200 milioni swored ro daxarjon dzaan dzlieri gundi chamogviyalibdebda da shevdzlebt isev is manchesteri viyot 1 sezonshi ramdenime chempionatis mogeba + amasac 1 tamasshi ramodenime jer shegvedzleba taqtikis shecvla gaachnia angarishs ase rom fulis daxarjva schirdeba gunds ro ufro meti shemosavali qondet
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top