თბილისი:
მანჩესტერი:
18-08-2014, 18:47
ავტორი: chudikone,
ნანახია: 2911,
კომენტარები: 11
რენე მალესტინმა ყველაფერს ფარდა ახადა
რატომ დატოვა ჰოლანიდელმა მწვრთვნელმა კლუბი ?!
რენე მალესტინმა ყველაფერს ფარდა ახადა
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი გუნდის ყოფილი მწვეთვნელი, რენე მალესტინი ღიად ადანაშაულებს დევიდ მოიესს წარუმატებელ სეზონში. talkSPORT-თან ინტერვიუში რენემ განაცხადა: "მოიესმა თქვა, რომ გუნდში დარჩენა შემომთავაზა, მაგრამ არ უთქვამს შემდეგ რა დააყოლა."

"მან თქვა "კარგი, მე ვისურვებდი, რომ დარჩე, მე ვიცი თუ რაოდენ მნიშვნელოვანი იყავი კლუბისთვის ამ წლების მანძილზე, მაგრამ ახლა ვაპირებ ყველაფერი თავად გავაკეთო." ხოლო თუ ეს ყველაფერი "კარგი"-ს ნიშნავდა, მე რისთვიღა უნდა დავრჩენილიყავი კლუბში?"

"ეს ინფორმაცია არ იყო გავრცელებული და ამიტომაც არსებობდა გუნდიდან ჩემი წასვლის უამრავი მიზეზი, რომელიც ყველა სიცრუე გამოდგა."

"ჩვენ გვქონდა ორი სერიოზული შეხვედრა, დიახ, მან მე შემომთავაზა გუნდში დარჩენა, მაგრამ თქვა რომ ყველაფერს თავად გააკეთებდა. ასე რომ გუნდში 5 წლიანი მუშაობის შემდეგ, ყველაფერი თავდაყირა დადგა და მე უმუშევარი დავრჩი."


ჰოლანდიელმა სპეციალისტმა ასევე იასუბა იმ თემაზე, თუ რაოდენ დარწმუნებული იყო, იმაში რო გუნდს გაძლიერება სჭირდებოდა დიდი ხნის მანძილზე.

"ყველაფერი ასე მალე ვერ გამოსწორდება" - აგრძელებს რენე. "მათ (იუნაიტედს) ჯერ კიდევ ორი კვირა აქვთ ტრანსფერების გასაკეთებლად. "ეშმაკუნებმა" მაქსიმალურად უნდა გამოიყენონ შესაძლებობები არა მხოლოდ აგვისტოში, არამდედ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროსაც."

"ჩვენ გაძლიერება დაცვის და მოედნის ცენტრში გვჭირდება. ეს ის ორი ადგილია, რომელიც დაუყოვნებლივ უნდა გაძლიერდეს. ჩემი აზრით გუნდმა მინიმუმ ოთხი ტოპ კლასის ფეხბურთელი უნდა დაიმატოს რომ ეს "ნაპრალი" შეივსოს." დაასრულა მალესტინმა.

წყარო: Mirror
ახალი ამბები
11 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgianDevil
18 აგვისტო 2014 18:48
  • სიახლეები: 57
  • კომენტარები: 83
ამის მინუსი ეს იყო რომ ყველა გაიქნია გუნდიდან
0
№2
ავტორი: chestersa
18 აგვისტო 2014 18:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 265
რამდენი ხანია ვიძახი რომ 4 ფეხბურთელი გვჭირდებათქო!!!
0
№3
ავტორი: RojoDiablo
18 აგვისტო 2014 19:10
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
მიყვარს როცა ყველაფერს ნათელს მოჰფენენ ხოლმე. მოიესის შტაბი გამოუცდელი იყო, გამოცდილი კი გაუშვა. შედეგიც სახეზეა რაც მოიმკა მაგისგან.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№4
ავტორი: GeorgeBest
18 აგვისტო 2014 19:12
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მოიესსმა მაგრად ჭამა როცა ესე შეეცადა ფერგის შეცვლას და იმას შეეჭიდა რისი თავიც არ ჰქონდა. დაითხოვა სამწვრთნელო შტაბი და მომიყარა ნევილები.
0
№5
ავტორი: love united
18 აგვისტო 2014 19:33
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
ფელანის და რენეს შემცვლელად ფილ ნევილს რომ მოიყვან ძაან ტეხავს :დ
0
№6
ავტორი: chestersa
18 აგვისტო 2014 19:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 265
love united,
დებილი იყო მოიესი ეს ყველაფერი მაგას ამტკიცებს შეიძლება როგორც მწვრთნელი კარგია მაგრამ სხვა რარაცეებში უფრო ჩაიჭრა და ყველაფერმა ამან განაპიროდა ამხელა წარუმატებლობა
0
№7
ავტორი: Manchester_M
18 აგვისტო 2014 19:42
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ჭამაო უძახეთ მოიესს და კაი ფული კი ჩაიჯიბა და გაგაზა ახლა მაგის დანგრეულ გუნდს სტალინიც კი ვერ ააწყობს :X
0
№8
ავტორი: Best 7
18 აგვისტო 2014 20:45
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
Rene profesionalia da moiesma gaushva idiotma
0
№9
ავტორი: MAGNIFICENT 7
18 აგვისტო 2014 20:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 314
ფერგის ეს ედგა მუდამ გვერდით და რაც იცის ისიც ფერვიდან იცის...
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "მახსოვს როდესაც პირველად შევხვდი მას, ის მაშინ 13 წლის იყო და ბურთს ისე დასდევდა, როგორც კოკერ სპანიელის ლეკვი ქარში მოფრიალე ვერცხლისფერ ქაღალდს"-სერ ალექს ფერგიუსონი რაიან გიგზის შესახებ.
№10
ავტორი: Berba 9
18 აგვისტო 2014 22:19
  • სიახლეები: 278
  • კომენტარები: 1500
ეს კაცი, რომ გაუშვა მანდ დაუშვა მოიესმა ყველაზე დიდი შეცდომა ! ამაზე კარგად იუნაიტედი არავინ იცოდა, თავიდანვე შეცდომებით დაიწყო და ბოლოს ეს შედეგი მიიღო :))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
The City Is Yours?
The City Is Yours?
20,000 empty seats!
Are You Fucking Sure?
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top