"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი გუნდის ყოფილი მწვეთვნელი, რენე მალესტინი ღიად ადანაშაულებს დევიდ მოიესს წარუმატებელ სეზონში. talkSPORT-თან ინტერვიუში რენემ განაცხადა: "მოიესმა თქვა, რომ გუნდში დარჩენა შემომთავაზა, მაგრამ არ უთქვამს შემდეგ რა დააყოლა."
"მან თქვა "კარგი, მე ვისურვებდი, რომ დარჩე, მე ვიცი თუ რაოდენ მნიშვნელოვანი იყავი კლუბისთვის ამ წლების მანძილზე, მაგრამ ახლა ვაპირებ ყველაფერი თავად გავაკეთო." ხოლო თუ ეს ყველაფერი "კარგი"-ს ნიშნავდა, მე რისთვიღა უნდა დავრჩენილიყავი კლუბში?"
"ეს ინფორმაცია არ იყო გავრცელებული და ამიტომაც არსებობდა გუნდიდან ჩემი წასვლის უამრავი მიზეზი, რომელიც ყველა სიცრუე გამოდგა."
"ჩვენ გვქონდა ორი სერიოზული შეხვედრა, დიახ, მან მე შემომთავაზა გუნდში დარჩენა, მაგრამ თქვა რომ ყველაფერს თავად გააკეთებდა. ასე რომ გუნდში 5 წლიანი მუშაობის შემდეგ, ყველაფერი თავდაყირა დადგა და მე უმუშევარი დავრჩი."
ჰოლანდიელმა სპეციალისტმა ასევე იასუბა იმ თემაზე, თუ რაოდენ დარწმუნებული იყო, იმაში რო გუნდს გაძლიერება სჭირდებოდა დიდი ხნის მანძილზე.
"ყველაფერი ასე მალე ვერ გამოსწორდება" - აგრძელებს რენე. "მათ (იუნაიტედს) ჯერ კიდევ ორი კვირა აქვთ ტრანსფერების გასაკეთებლად. "ეშმაკუნებმა" მაქსიმალურად უნდა გამოიყენონ შესაძლებობები არა მხოლოდ აგვისტოში, არამდედ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროსაც."
"ჩვენ გაძლიერება დაცვის და მოედნის ცენტრში გვჭირდება. ეს ის ორი ადგილია, რომელიც დაუყოვნებლივ უნდა გაძლიერდეს. ჩემი აზრით გუნდმა მინიმუმ ოთხი ტოპ კლასის ფეხბურთელი უნდა დაიმატოს რომ ეს "ნაპრალი" შეივსოს." დაასრულა მალესტინმა.