თბილისი:
მანჩესტერი:
28-11-2012, 11:11
ავტორი: APeX,
ნანახია: 2536,
კომენტარები: 15
ლინდეგაარდი: "ვესთ ჰემს" თავისი სტილი აქვს"
ანდერს ლინდეგაარდმა "ვესთ ჰემზე" ისაუბრა...
ლინდეგაარდი:
ანდერს ლინდეგაარდი გაოცებულია პრემიერ ლიგაში ახლახანს დაბრუნებული "ვესტ ჰემ იუნაიტედის" შესანიშნავი თამაშით. მანჩესტერელთა კიპერის აზრით სემ ელარდაისის შეგირდები "იუნაიტედს" მოედანზე ნამდვილ ბრძოლას შესთავაზებენ. ინგლისის პირველობისთვის ბრძოლაში გუნდების თამაშის სტილი ძალზედ მრავალფეროვანია, რის გამოც ყველა თამაშს სხვაგვარად უნდა მიუდგე და ყოველი თამაშისთვის სხვაგვარად უნდა მოემზადო. ანდერსი დარწმუნებულია, რომ თუ ის "ვესტ ჰემთან" წინააღმდეგ მატჩში ძირითად შემადგენლობაში მოხვდება, თავის მოვალეობას პირნათლად შეასრულებს.

"ყურადღების ცენტრში მოხვედრა არცერთ მეკარეს არ სურს. შენ ყოველთვის გიწევს სხვადასხვა სტილით მოთამაშე გუნდებთან შეხვედრა. - განუცხადა ლინდეგაარდმა manutd.com-ს. "როდესაც შენ ისეთი კლუბების წინააღმდეგ გიწევს თამაში, როგორებიც "ბარსელონა" და "არსენალია" მთლიანად მატჩზე კონცენტრაციის მოხდენაა საჭირო, რადგან შეტევები ძირითადად სწრაფი პასებით მწვავდება და შენ გამუდმებით მოძრაობა გიწევს.

"რაც შეეხება "ვესტ ჰემთან", "საუთჰემპტონთან", "სტოკთან" ადაც სხვა მსგავს კლუბებთან თმაშს საქმე სულ სხვაგვარადაა. ჩაწოდებებისთვის ყოველთვის მზად უნდა იყო. ეს შეიძლება სხვა ქვეყნების საფეხბურთო ტურნირების წარმომადგენელთათვის გასაკვირიც კი იყოს, რადგან ბევრი მათგანის აზრით ინგლისის პრემიერ ლიგაში თამაში მხოლოდ და მხოლოდ ფიზიკურ მომზადებას მოითხოვს. მაგალითად, როდესაც მე ნორვეგიაში ვასპარეზობდი, იქ ყურადღება მხოლოდ ფიზიკურ მომზადებას ექცეოდა, საჯარიმო მოედანზე სწრაფი თამაში კი ძალიან მცირე დოზით იყო.

""ვესტ ჰემი" პრემიერ ლიგის ცხრილის პირველ ნახევარში ნახევარდაცვაშჲ ეფექტური და დომინანტური თამაშისა და შეტევების ფლანგებზე გაშლის ხარჯზე მოხვდა. "ვესტ ჰემს" თავისი სტილი აქვს,
- დაამატა ანდერსმა. "მათ ყველაფერი აწონ-დაწონილი აქვთ და სტატისტიკის იმედზე არიან. მათ იციან, რომ თუ ისინი რამდენიმეჯერ ჩააწოდებენ - რამდენიმე გოლსაც გაიტანენ. ეს სწორი მიდგომაა. როდესაც მე "ვესტ ჰემის" ადგილზე წარმოვიდგენ ჩემს თავს ვხვდები, რომ ისინი ახლახანს გამოვარდნენ ჩეპიონატიდან და ახლა მათთვის მთავარი გადარჩენისთვის ბრძოლაა, შემდეგ კი უკვე წარმატების მიღწევაზე ფიქრიც შეიძლება. მე მესმის, თუ როგორ აღწევენ ისინი წარმატებას და ამიტომ ვცემ მათ პატივს."

წყარო: manutd.ru
სიახლეები
15 კომენტარი
№1
ავტორი: APeX
28 ნოემბერი 2012 11:13
  • სიახლეები: 25
  • კომენტარები: 384
იმდღეს FB-ზე ერთმა "საფეხბურთო ექსპერტმა" დაწერა რო მანჩესტერი რანაირად არის მაგარ ფორმაში დაცვა (ამაში ვეთანხმები) და მეკარე ნულიაო.. wink დათუჩა უკვე მსოფლიო დონის მეკარეა და ესეც ძალიან მაგარია..
0
№2
ავტორი: gilmour
28 ნოემბერი 2012 12:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
APeX,
კაი სტატიაა
მეკარე მართლა მაგარი გვყავს, დავიდაზე მაქვს საუბარი, ანდრესი კარგი შემცვლელია.
0
№3
ავტორი: zatara
28 ნოემბერი 2012 13:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 412
gilmour,
ვერ არის კარგი შემცვლელი... მე ვერ დავინახე მასში სამანჩესტერო... თავიდან დიდი იმედით ვუყურებდი მაგრამ არ გამიმართლა როგორც მაკედამ ბებემ სმოლინგმა და კიდევ რამოდენიმემ :(
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Man!... The BOSS!...The Legend!!!

We Will Miss You SAF :(
№4
ავტორი: GENIUS
28 ნოემბერი 2012 14:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 144
ვესტ ჰემთან ამან რო ითამაშოს გავგიჟდები რა უბერავს ეს ფერგიუსონი? დე ხეა რისთვისაა ტო? მითუმეტეს ესეთ გუნდებთან უნდა რო გაიწაფოს და პრაქტიკა ქონდეს რა ლინდეგაარდი ამის პირში .........ე მე ტფუი
0
№5
ავტორი: Luka Gelashvili
28 ნოემბერი 2012 14:49
  • სიახლეები: 243
  • კომენტარები: 1953
მაგარ რაგაცას გასწავლით ეს თუ გვიყენია კარებში ტოტალიზატორსი "კი" დაწერეთ უეჭველი უშვებს გოლს :D
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"Many great players have worn the shirt of Manchester United.. In so many ways Scholes is my favourite" - Sir bobby Charlton
№6
ავტორი: UTD-Rule
28 ნოემბერი 2012 15:04
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
იმედია მოვიგებთ smile
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№7
ავტორი: gilmour
28 ნოემბერი 2012 15:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
zatara,
უფრო მაღალი დონის რო იყოს ზამენაზე არ დაჯდებოდა ან დეხეას ამოაგდებდა სასტავიდან ან წავიდოდა გუნდიდან, თუ პირველი მეკარე საიმედო გვეყოლება და გვყავს კიდეც, იყოს ეს მეორე რა პრობლემაა
0
№8
ავტორი: Red Hooligan
28 ნოემბერი 2012 16:37
  • სიახლეები: 268
  • კომენტარები: 1754
მნიშვნელოვან თამაშებში დე ხეა იქნება : ))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Forgotten Winger.

SAF
№9
ავტორი: love united
28 ნოემბერი 2012 16:40
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
ზამენისთვის კაი ბიჭია...
0
№10
ავტორი: zatara
28 ნოემბერი 2012 16:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 412
gilmour,

მგონი მეც ეგ ვთქვი რომ დე ჰეას არ ჯობია თქო... :D
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Man!... The BOSS!...The Legend!!!

We Will Miss You SAF :(
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top