ანდერს ლინდეგაარდი გაოცებულია პრემიერ ლიგაში ახლახანს დაბრუნებული "ვესტ ჰემ იუნაიტედის" შესანიშნავი თამაშით. მანჩესტერელთა კიპერის აზრით სემ ელარდაისის შეგირდები "იუნაიტედს" მოედანზე ნამდვილ ბრძოლას შესთავაზებენ. ინგლისის პირველობისთვის ბრძოლაში გუნდების თამაშის სტილი ძალზედ მრავალფეროვანია, რის გამოც ყველა თამაშს სხვაგვარად უნდა მიუდგე და ყოველი თამაშისთვის სხვაგვარად უნდა მოემზადო. ანდერსი დარწმუნებულია, რომ თუ ის "ვესტ ჰემთან" წინააღმდეგ მატჩში ძირითად შემადგენლობაში მოხვდება, თავის მოვალეობას პირნათლად შეასრულებს.
"ყურადღების ცენტრში მოხვედრა არცერთ მეკარეს არ სურს. შენ ყოველთვის გიწევს სხვადასხვა სტილით მოთამაშე გუნდებთან შეხვედრა. - განუცხადა ლინდეგაარდმა manutd.com-ს. "როდესაც შენ ისეთი კლუბების წინააღმდეგ გიწევს თამაში, როგორებიც "ბარსელონა" და "არსენალია" მთლიანად მატჩზე კონცენტრაციის მოხდენაა საჭირო, რადგან შეტევები ძირითადად სწრაფი პასებით მწვავდება და შენ გამუდმებით მოძრაობა გიწევს.
"რაც შეეხება "ვესტ ჰემთან", "საუთჰემპტონთან", "სტოკთან" ადაც სხვა მსგავს კლუბებთან თმაშს საქმე სულ სხვაგვარადაა. ჩაწოდებებისთვის ყოველთვის მზად უნდა იყო. ეს შეიძლება სხვა ქვეყნების საფეხბურთო ტურნირების წარმომადგენელთათვის გასაკვირიც კი იყოს, რადგან ბევრი მათგანის აზრით ინგლისის პრემიერ ლიგაში თამაში მხოლოდ და მხოლოდ ფიზიკურ მომზადებას მოითხოვს. მაგალითად, როდესაც მე ნორვეგიაში ვასპარეზობდი, იქ ყურადღება მხოლოდ ფიზიკურ მომზადებას ექცეოდა, საჯარიმო მოედანზე სწრაფი თამაში კი ძალიან მცირე დოზით იყო.
""ვესტ ჰემი" პრემიერ ლიგის ცხრილის პირველ ნახევარში ნახევარდაცვაშჲ ეფექტური და დომინანტური თამაშისა და შეტევების ფლანგებზე გაშლის ხარჯზე მოხვდა. "ვესტ ჰემს" თავისი სტილი აქვს, - დაამატა ანდერსმა. "მათ ყველაფერი აწონ-დაწონილი აქვთ და სტატისტიკის იმედზე არიან. მათ იციან, რომ თუ ისინი რამდენიმეჯერ ჩააწოდებენ - რამდენიმე გოლსაც გაიტანენ. ეს სწორი მიდგომაა. როდესაც მე "ვესტ ჰემის" ადგილზე წარმოვიდგენ ჩემს თავს ვხვდები, რომ ისინი ახლახანს გამოვარდნენ ჩეპიონატიდან და ახლა მათთვის მთავარი გადარჩენისთვის ბრძოლაა, შემდეგ კი უკვე წარმატების მიღწევაზე ფიქრიც შეიძლება. მე მესმის, თუ როგორ აღწევენ ისინი წარმატებას და ამიტომ ვცემ მათ პატივს."