თბილისი:
მანჩესტერი:
16-08-2014, 22:39
ავტორი: GeorgianDevil,
ნანახია: 2245,
კომენტარები: 13
რატომ გააძლიერებს ,,იუნაიტედს'' ბლინდი ?
როგორ გააძლიერებდა ,,იუნაიტედს'' ბლინდის შეძენა
რატომ გააძლიერებს ,,იუნაიტედს'' ბლინდი ?
ჩაგდებული სეზონის შემდეგ ,,მანჩესტერ იუნაიტედი'' ახალ სეზონს დიდი ამბიციებით ხვდება და თავის ჩვეულ პოზიციაზე დაბრუნება აქვს განზრახული.

ლუკ შოუ და ანდერ ერერა - ჰოლანდიელმა სპეციალისტმა ჯერჯერობით ეს ფეხბურთელები შეიძინა. არტურო ვიდალი, მატს ჰუმელსი, ანხელ დი მარია, კუადრადო - ამ ფეხბურთელების მიმართ ინგლისური კლუბი უდიდეს ყურადღებას იჩენდა, მაგრამ როგორც ირკვევა ჯერაც არ გაკეთებულა რაიმე ოფიციალური შეთავაზებები. მაგრამ მათ რიცხვს კიდევ ერთი ფეხბურთელი, ჰოლანდიელი დეილი ბლინდი დაემატა, რომელიც დიდი ალბათობით ვან გალის მესამე შენაძენი გახდება.

თომას ვერმაელენი ,,ოლდ ტრაფორდზე'' გადასვლასთან ახლოს იყო, მაგრამ ''ეშმაკებმა'' მასში ,,არსენალს'' კრის სმოლინგი არ გაუცვალეს და ბელგიელიც ,,ბარსაში'' გაეშურა.

გუნდში სამი ცენტრალური მცველი რჩება. იმის გათვალისწინებით, რომ სამივე მათგანი ახალი ფორმაციისას აუცილებლად მოედანზე უნდა იმყოფებოდნენ, კიდევ უფრო ამწვავებს იმ საკითხს, რომ მცველის შეძენა გუნდს აუცილებლად სჭირდება. ნახევარდაცვის ცენტრიც ანდერ ერერას შეძენის მიუხედავად, მაინც საჭიროებს გაძლიერებას.

კლუბს ახალგაზდა, ნიჭიერი ფეხბურთელი სჭირდება, რომელიც დააბალანსებს არსებულ შემადგენლობას.

ასეთ ფეხბურთელად ითვლება დეილი ბლინდი.

ბლინდს შეუძლია ითამაშოს როგორც ნახევარდაცვის, ასევე დაცვის ცენტრშიც. ეს ის უნივერსალურობაა, რომელიც ვან გალს ძალზედ მოსწონს. მსოფლიო ჩემპიონატზე ბლინდი მარცხენა ფლანგის მცველის პოზიციაზე თამაშობდა. ის აქტიურად ერთვებოდა შეტევებში, მაგრამ დაცვაზეც ზრუნავდა. ეს ის თვისებებია რომელიც ვან გაალს ახალ სათამაშო სქემაში ძალზედ დასჭირდება.

რატომ გააძლიერებს ,,იუნაიტედს'' ბლინდი ?


ბლინდმა ესპანელებთან მატჩში ორი საგოლე გადაცემა გააკეთა და ორიც საკმაოდ კარგი მომენტი შეუქმნა თანაგუნდელებს გოლის გასატანად. თუმცა ეს არაფერი, მან ამ მატჩში ყველა ორთაბრძოლის მოგება მოახერხა.

რატომ გააძლიერებს ,,იუნაიტედს'' ბლინდი ?


მეორე მაგალითი გვიჩვენებს თუ როგორ თამაშობდა ბლინდი ჩამშლელ ნახევამრცველად ჰოლანდიის ჩემპიონატში. ამ პოზიციაზე მოქმედებამ მას ჰოლანდიის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშის პრიზი მოუტანა. თუმცა კი ჰოლანდიის ჩემპიონატი ინგლისის ჩემპიონატის სიძლიერის არ გახლავთ, მაგრამ ბლინდმა აჩვენა რომ ნახევარდაცვაში თამაში მისთვის პრობლემას არ წარმოადგენს. მაგალითად ერთ-ერთ გასვლით მატჩში მისი გადაცემების სიზუსტე 96%-ს შეადგენდა. თუ ,,იუნაიტედი'' ვერ შეძლებს არტურო ვიდალის შეძენას, ბლინდი ნახევარდაცში არაჩვეულებრივი კანდიდატი იქნება.

რატომ გააძლიერებს ,,იუნაიტედს'' ბლინდი ?


ვერმაელენის ვერ გაფორმების შემდეგ, ვან გალს ბლინდი აუცილებლად სჭირდება. ბლინდი არა მარტო პოციური თვალსაზრისითაა უნივერსალური, არამედ ის საკმაოდ გამოცდილი და ტაქტიკურად კარგად განსწავლულია. ვან გალის სათამაშო სქემებზე მას მიჩვევა არ დასჭირდება, რადგანაც მას უკვე აქვს ნათამაში ამ სქემებით. იქნებოდა ეს 4-3-3, 5-3-2 თუ 3-4-1-2.

ვან გალმა ბლინდი მსოფლიო ჩემპიონატის ყველა მატჩში ათამაშა და გასაკვირიც არ არის რომ ახალი გუნდის გასაძლიერებლად მის გამოყენებაზე უარს არ იტყვის.

Carrick.ru
სტატიები
13 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
16 აგვისტო 2014 22:42
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
კარგ სიახლეებს გვაწვდი ძაან მომწონს და დიდი მადლობა ამისთვის

მე მაგრად მევასება ეს ფეხბურთელი, მისი უნივერსალურობა მაგრად გამოგვადგება წელს. ამდენი ტრავმიანობის და ფეხბურთელების არყოლის ფონზე იდეალური ტრანსფერი იქნებოდა. რგორც ჯონსს ვათამაშებდით ჩამშლელად ამასაც იგივე პონტში დავაყენებთ თუ საჭიროება მოითხოვს, ფლანგზე მაგრად მოერგება და დაცვის ცენტრშიც თამაშობს. კარგი პასი აქვს და ვან გაალის ტაქტიკაშიც იდეალურად ჯდება. არ მესმის რატომა რ მოყავთ ეს კაცი მაინც როცა ყველა გზა ხსნილია
0
№2
ავტორი: GeorgianDevil
16 აგვისტო 2014 23:10
  • სიახლეები: 57
  • კომენტარები: 83
გიორგი,
მადლობა შენ გიო რო მანჩესტერის ფანი ხარ და ასეთი საიტი გააკეთე,მართლა დიდი საქმე გააკეთა,ძალიან მაგარი საიტი გამოვიდა love
0
№3
16 აგვისტო 2014 23:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 59
ისეე არ გეწყინოს ბრატ მაგრამ მაგარი არ მომეწონა ეს სტატია ტოო.იმიტო რო მთელი მანიუ ტრანსფერებს ელის და რავი ბლინდის რო ცჰირდება იასნია მაგარა მერე რა ამ სტატიიდან არ ჩანს გადმოვა ტყარა და არამგონია ამან დააკმაყოფილოს მანიუს ფანები..მიხვდი ძმა ალბატ რო დგეს ემუს წაგების მერე ცუდ ხასიათზე ვარ რაა და არ გაგიტყდეს .პროსტა დგეს მანიუმ მე ნერვები მომიტყნა რაა:D:D:D
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ dadu777
№4
ავტორი: love united
16 აგვისტო 2014 23:22
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
Blindi kargi iqneba mara imedia marto magas ar moiyvanen
0
№5
ავტორი: TOSHIBA
16 აგვისტო 2014 23:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 86
ბლინდი ძაან მაგრად მინდა რო ვიყიდოთ და პლიუს როხო. პირველ რიგში ეს ორი ფეხბურთელი გვჭირდება და მერე (ვიდალი დიმარია კუარდადო) ამ სამიდან ერთ-ერთი მაინც რო ვიყიდოთ ვაფშე ძაან მაგარი იქნება. love
0
№6
ავტორი: GeorgianDevil
17 აგვისტო 2014 00:32
  • სიახლეები: 57
  • კომენტარები: 83
ბაბუ ბების მაბუ,
ვინაა ძმა დღეს კარგ ხასიათზე ვინ wink მე ვიძახდი და მინდოდა ყველაზე მეტად რომ პირველ თამაშებში მაქსიმალური ქულები უნდა ავიღოთ მეთქი მაგრამ რად გინდა დამემსხვრა ოცნება.ეგ არაფერი ჯერ წინაა ყველაფერი,შეიძლება გრანდები უნდა გავიგდოთ ფეხებში ეგ არავინ იცის !
0
№7
ავტორი: Manchester United 14
17 აგვისტო 2014 01:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 982
სღ ავტორ
მცველი რო გვჭირდება მე მგონი დღევანდელმა თამაშმა გვაჩვენა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ MU – MUF - MUFC - Ok!
manunited
№8
ავტორი: gu ch
17 აგვისტო 2014 05:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 13
hoda iyidet raaa :@
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ :))
№9
ავტორი: VaRdo
17 აგვისტო 2014 05:28
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
საჭირო კაცია. ვაფშე დროა იყიდონ ვინმე. აუცილებელია ბოლო წუთებს დაელოდონ? ან ეს ვუდვორდია ძაან დებილი ან კდიე რა ხდება ვერ ვიგებ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№10
ავტორი: chudikone
17 აგვისტო 2014 08:36
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
აქამდეც უნდა ეყიდათ ეს კაცი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top