თბილისი:
მანჩესტერი:
16-08-2014, 22:39
ავტორი: GeorgianDevil,
ნანახია: 2458,
კომენტარები: 13
რატომ გააძლიერებს ,,იუნაიტედს'' ბლინდი ?
როგორ გააძლიერებდა ,,იუნაიტედს'' ბლინდის შეძენა
რატომ გააძლიერებს ,,იუნაიტედს'' ბლინდი ?
ჩაგდებული სეზონის შემდეგ ,,მანჩესტერ იუნაიტედი'' ახალ სეზონს დიდი ამბიციებით ხვდება და თავის ჩვეულ პოზიციაზე დაბრუნება აქვს განზრახული.

ლუკ შოუ და ანდერ ერერა - ჰოლანდიელმა სპეციალისტმა ჯერჯერობით ეს ფეხბურთელები შეიძინა. არტურო ვიდალი, მატს ჰუმელსი, ანხელ დი მარია, კუადრადო - ამ ფეხბურთელების მიმართ ინგლისური კლუბი უდიდეს ყურადღებას იჩენდა, მაგრამ როგორც ირკვევა ჯერაც არ გაკეთებულა რაიმე ოფიციალური შეთავაზებები. მაგრამ მათ რიცხვს კიდევ ერთი ფეხბურთელი, ჰოლანდიელი დეილი ბლინდი დაემატა, რომელიც დიდი ალბათობით ვან გალის მესამე შენაძენი გახდება.

თომას ვერმაელენი ,,ოლდ ტრაფორდზე'' გადასვლასთან ახლოს იყო, მაგრამ ''ეშმაკებმა'' მასში ,,არსენალს'' კრის სმოლინგი არ გაუცვალეს და ბელგიელიც ,,ბარსაში'' გაეშურა.

გუნდში სამი ცენტრალური მცველი რჩება. იმის გათვალისწინებით, რომ სამივე მათგანი ახალი ფორმაციისას აუცილებლად მოედანზე უნდა იმყოფებოდნენ, კიდევ უფრო ამწვავებს იმ საკითხს, რომ მცველის შეძენა გუნდს აუცილებლად სჭირდება. ნახევარდაცვის ცენტრიც ანდერ ერერას შეძენის მიუხედავად, მაინც საჭიროებს გაძლიერებას.

კლუბს ახალგაზდა, ნიჭიერი ფეხბურთელი სჭირდება, რომელიც დააბალანსებს არსებულ შემადგენლობას.

ასეთ ფეხბურთელად ითვლება დეილი ბლინდი.

ბლინდს შეუძლია ითამაშოს როგორც ნახევარდაცვის, ასევე დაცვის ცენტრშიც. ეს ის უნივერსალურობაა, რომელიც ვან გალს ძალზედ მოსწონს. მსოფლიო ჩემპიონატზე ბლინდი მარცხენა ფლანგის მცველის პოზიციაზე თამაშობდა. ის აქტიურად ერთვებოდა შეტევებში, მაგრამ დაცვაზეც ზრუნავდა. ეს ის თვისებებია რომელიც ვან გაალს ახალ სათამაშო სქემაში ძალზედ დასჭირდება.

რატომ გააძლიერებს ,,იუნაიტედს'' ბლინდი ?


ბლინდმა ესპანელებთან მატჩში ორი საგოლე გადაცემა გააკეთა და ორიც საკმაოდ კარგი მომენტი შეუქმნა თანაგუნდელებს გოლის გასატანად. თუმცა ეს არაფერი, მან ამ მატჩში ყველა ორთაბრძოლის მოგება მოახერხა.

რატომ გააძლიერებს ,,იუნაიტედს'' ბლინდი ?


მეორე მაგალითი გვიჩვენებს თუ როგორ თამაშობდა ბლინდი ჩამშლელ ნახევამრცველად ჰოლანდიის ჩემპიონატში. ამ პოზიციაზე მოქმედებამ მას ჰოლანდიის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშის პრიზი მოუტანა. თუმცა კი ჰოლანდიის ჩემპიონატი ინგლისის ჩემპიონატის სიძლიერის არ გახლავთ, მაგრამ ბლინდმა აჩვენა რომ ნახევარდაცვაში თამაში მისთვის პრობლემას არ წარმოადგენს. მაგალითად ერთ-ერთ გასვლით მატჩში მისი გადაცემების სიზუსტე 96%-ს შეადგენდა. თუ ,,იუნაიტედი'' ვერ შეძლებს არტურო ვიდალის შეძენას, ბლინდი ნახევარდაცში არაჩვეულებრივი კანდიდატი იქნება.

რატომ გააძლიერებს ,,იუნაიტედს'' ბლინდი ?


ვერმაელენის ვერ გაფორმების შემდეგ, ვან გალს ბლინდი აუცილებლად სჭირდება. ბლინდი არა მარტო პოციური თვალსაზრისითაა უნივერსალური, არამედ ის საკმაოდ გამოცდილი და ტაქტიკურად კარგად განსწავლულია. ვან გალის სათამაშო სქემებზე მას მიჩვევა არ დასჭირდება, რადგანაც მას უკვე აქვს ნათამაში ამ სქემებით. იქნებოდა ეს 4-3-3, 5-3-2 თუ 3-4-1-2.

ვან გალმა ბლინდი მსოფლიო ჩემპიონატის ყველა მატჩში ათამაშა და გასაკვირიც არ არის რომ ახალი გუნდის გასაძლიერებლად მის გამოყენებაზე უარს არ იტყვის.

Carrick.ru
სტატიები
13 კომენტარი
№11
ავტორი: AkkRed
17 აგვისტო 2014 11:26
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ეს გვჭირდება ერერასთან ერთად კარგად ჩაჯდებიან თან ორივე მებრძოლი თუ რამეა ეს კიდევ უფრო გადაიწევს ერერა იმენა ცენტრში გაჩერდება და უფრო უკნიდან დაეხმარება გუნდს კაროჩე გვინდა ეს იგროკი მერე კიდე რამეს მოვიფიქრებთ რა :D
0
№12
ავტორი: RedGirl
17 აგვისტო 2014 13:00
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
რატომ გააძლიერებს კი არა აუცილებელია! ჰაერივით გვჭირდება !
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№13
ავტორი: Manchester_M
17 აგვისტო 2014 22:26
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
დავიზეპირე მგონი უკვე რატო გვჭირდება ეს ფეხბურთელები მაგრამ ვის მოყავს საქმე გააკეთონ და მოიყვანონ ერთი სამი კაცი ახალი :) თორე ასე გაგვარღვევენ ნაკერავზე
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top