თბილისი:
მანჩესტერი:
15-08-2014, 20:22
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2447,
კომენტარები: 13
"წამიყვანე სახლში" - "ოლდ ტრაფორდი" სტარტს მოუთმენლად ელის
"ოლდ ტრაფორდის" ჯადოსნური ძალა. რას გრძნობენ ფეხბურთელები, როცა "ოლდ ტრაფორდზე" ადგამენ ფეხს.


"წამიყვანე სახლში" – "ოლდ ტრაფორდი" თავის დიდებულებით, მოუთმენლად ელის შემდეგ მსხვერპლს.


დარწმუნებული ვარ, ყველა გულშემატკივარი მოუთმენლად ელის როდის აიღებს სტარტს "პრემიერ ლიგა" "ოლდ ტრაფორდზე".

დიდებულია სახლში დაბრუნება. ვან გაალსაც საოცრად დახვდა თავის ახალი სახლი, ახალი ოჯახი. მაგრამ მან ჯერ კიდევ არ იცის რას ნიშნავს დახვედრა, რადგან "სუონსისთან" მატჩში საოცრება ელის.

"მე ძალიან ვისიამოვნე ამ დღით. სტადიონზე ფეხის დადგმისთანავე საოცარი, სიამოვნებისმომგვრელი გუგუნი ჩამესმა ყურში. ფანები მღეორდნენ და ყვიროდნენ ჩემს სახელს, მხოლოდ ჩემთვის",–ციტირებს ვან გაალის სიტყვები.

"წამიყვანე სახლში" - "ოლდ ტრაფორდი" სტარტს მოუთმენლად ელის


მაგრამ ეს მხოლოდ ამხანაგური მატჩი იყო, "სუონსისთან" მართლაც დაინგრევა სტადიონი. სავსე "ოლდ ტრაფორდი", იმედიანი მზერა და ხალხის მოლოდინი.

პირველი ოფიციალური მატჩი... ფეხბურთელები გაივლიან სერ მეტ ბასბის გზას, ჩაჰკიდებენ ხელს ახალგაზრდა ყმაწვილ ფანებს, იგრძნობენ "ოლდ ტრაფორდის" ძალას და თამაშიც დაიწყება. გულშემატკივრებისთვის ეს უკვე ცხოვრების წესად იქცა, ყოველ შაბათს იკრიბებიან პაბში, სახლში, მეგობრებთან ერთად, სვამენ ლუდს და უყურებენ თამაშს. ზოგიერთი მათგანი მარტოც ზის "მანჩესტერის" რეკვიზიტებში "შეფუთული" და მოუთმენლად ელის როდის დაარტყამენ ფეხბურთელები ბურთს ფეხს და როდის დაიწყება ასე მონატრებული "პრემიერ ლიგა".

მაგრამ არსებობენ იმდენად იღბლიანები, რომლებიც ამ მატჩს ეკრანთან კი არა, თავად "ოცნების თეატრში" უყურებენ. სანამ ჩვენ ტელევიზორებთან ვემზადებით, რათა კომფორტულად ვუყუროთ მატჩს, ისინი ვინ იცის რა სიმწრით მოპოვებულ ბილეთს ხელში ნერვიულად ჭმუჭნიან. წამები წუთებად, წუთები საათებად ეწელებათ.. და როგორც იქნა ! "ოლდ ტრაფორდზე" შეაბიჯეს ფეხი. ვინ იცის რას გრძნობენ ან რამხელა ბედნიერებაა როცა შენი თვალებით ხედავ როგორ გამოდიან ფეხბურთელები, რომლებსაც ახლა წინ უეინ რუნი გაუძღვება. ეს ხომ ის პატარა ბიჭია, რომელიც "ევერტონელების" "ოქროს ბიჭუნად" მოვნათლეთ... მერე უცებ ყურში გესმის გუგუნი, რომელიც უფრო და უფრო მძლავრი ხდება და შენც შენდაუნებურად ყვები ამ ბრბოს, ამ წითელ არმიას, რომელიც მთლიანად იხარჯება, რათა თავის ბიჭებს კიდევ ერთხელ აგრძნობინონ, ჩვენ ერთი ერთობა ვართ და ერთად ყველაფერს შევძლებთ.

აღარ დავიწყებთ იმის ახსნას როგორი საოცარი ადგილია "ოლდ ტრაფორდი" გულშემატკივრებისთვის, მაგრამ არანაკლებს გრძნობენ ფეხბურთელები და მენეჯერები ყოველი თამაშის წინ. არ აქვს მნიშვნელობა რამდენჯერ ხარ იქ ნამყოფი, რამდენი იბრძოლე იქ მოსახვედრად, ეს გრძნობა ყოველი თამაშის წინ თავიდან იწყება, ყოველი 90 წუთის წინ თავიდან იბადები.

"წამიყვანე სახლში" - "ოლდ ტრაფორდი" სტარტს მოუთმენლად ელის


"ოლდ ტრაფორდი" – ეს უბრალოდ მშვენიერი სტადიონია, მშვენიერებაა. ეს არის სტადიონი, სადაც ყოველთვის სუფევს ის რაღაც ჯადოსნური ძალა",–განაცხადა ერთელ ფერგიუსონმა. ეს კი სწორედ ის ძალაა, რომელიც ჩვენ ერთი ორად გვაძლიერებს და მეტოქეებისთვის ამ ადგილს ჯოჯოხეთად აქცევს.

"რთულია გამოყო გამორჩეული მომენტი. "ოლდ ტრაფორდზე" ფეხის დადგმა ეს თვითონ განსაკუთრებული გრძნობაა",–ასე გრძნობს დავიდ ბექჰემი "ოლდ ტრაფორდს".

"ეს ის სტადიონია, რომელიც დიდებული ფეხბურთელებისთვის შეიქმნა",–აცხადებს 1968 წელს ევროპის თასის გამარჯვებული პედი კრერანდი.

"სან სირო" და "კამპ ნოუ", ორი საუკეთესო სტადიონია იმ სტადიონებს შორის, სადაც მე მითამაშია. მაგრამ "ოლდ ტრაფორდი"... "ოლდ ტრაფორდი" მათზე გაცილებით უკეთესია. ის უბრალოდ საუკეთესოა ჩემთვის",–ამატებს პარკი.

პატრის ევრამ კი, რომელმაც ახლახან დატოვა "ოლდ ტრაფორდი" და იქ რვა ნახევარი წელი გაატარა, ასეთი განცხადება გააკეთა:

"ოლდ ტრაფორდი" "იუნაიტედისთვის" "ოცნების თეატრია", მაგრამ არა სტუმრებისთვის! როდესაც სხვა გუნდები არიან აქ, მათ ძალიან ეშინიათ. წარმოიდგინეთ როცა ჩვენი ფანები ჩვენს უკან დგანან და მღერიან, ყვირიან, ბოლომდე იხარჯებიან ჩვენთვის, მაშინ რას გრძნობენ ჩვენი მეტოქეები? ეს ძალიან რთულია მათთვის"

"წამიყვანე სახლში" - "ოლდ ტრაფორდი" სტარტს მოუთმენლად ელის


"ოლდ ტრაფორდი" – ვისთვის ზეცა და ვისთვის ჯოჯოხეთი


ეს არის "ოლდ ტრაფორდის" ჯადოსნური ძალა, ეს არის ის ძალა, რომლის ნაწილიც ყველას უნდა რომ გახდეს. მოუთმენლად ელოდება ყველა გულშემატკივარი სტარტს, ელოდებიან ფეხბურთელებიც, ახალი მენეჯერიც, ხემძღვანელობაც და სამწრთვნელო შტაბიც. ის პატარა გოგო–ბიჭებიც მოუთმენლად ელიან, რომლებმაც ამ დიდ ფეხბურთელებს ხელი უნდა ჩაჰკიდონ და სტადიონზე გავიდნენ, მაგრამ ყველაზე მეტად სტარტის აღებს თავად "ოცნების თეატრი" ელის.

manutd.com
სიახლეები
13 კომენტარი
№1
ავტორი: RedGirl
15 აგვისტო 2014 14:42
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
მუსიკა ჩართეთ და მაგის ფონზე წაიკითხეთ ^_^ იმედია მოგეწონებათ ^^
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№2
ავტორი: RedTeen
15 აგვისტო 2014 14:45
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1077
დამბურძგლა დედას გეფიცები.. :დ მარიამ ყოჩაღ ძალიან მომეწონა ეს სტატია... love ღმერთმა ქნას ყველამ ავისრულოთ ეს ოცნება..

"ოლდ ტრაფორდი" – ვისთვის ზეცა და ვისთვის ჯოჯოხეთი love
0
№3
ავტორი: RojoDiablo
15 აგვისტო 2014 14:50
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
საოცარი ფრაზები, საოცარი გრძნობა, რომელიც ჩაქსოვილია და გარწმუნებთ, რომ ის მთლიანად მარიამის ჩაქსოვილია და არა სტატიის ორიგინალური წყაროსი. უსმინო ასეთი ტექსტით დაწერილ სიმღერას, წაიკითხო ასეთი გრძნობით დაწერილი სიტყვები და თანაც ისეთ სტადიონზე, სად მოხვედრაც ყველა ჩვენგანის ოცნებაა - შეუძლებელია არ აისახოს ისეთ ემოციაში, რასაც თმის ყალყზე დადგომა ჰქვია.

მადლობა მარიამ იმისთვის, რომ ასეთ ემოციებს აღძრავს და ვიმედოვნებ ყველა წაიკითხავთ და განიცდით ამ "თეატრის" სიდიადეს კიდევ ერთხელ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№4
ავტორი: GeorgeBest
15 აგვისტო 2014 15:01
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მართლაც ყველასგან გამორჩეული სტადიონია ყველაფრით. ამას იმიტომ არ ვამბობ რომ იუნაიტედის გულშემატკივარი ვარ, უბრალოდ ასე მგონია. ალბათ ყველაზე საოცარი მომენტია როცა შენს თვალწინ ისტორიის კიდევ ერთი ფურცელი იწერება

იმედი მაქვს თქვენთა ერთად ერთ დღეს მეც დავდგები მანდ
0
№5
ავტორი: Anrex
15 აგვისტო 2014 15:01
  • სიახლეები: 3
  • კომენტარები: 40
ურთულესი სტარტი იქნება,ურთულესი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"No matter what the result is, I will support this team till the end"

დარენ ფლეტჩერი - წადი გთხოვ

- Anrex -


№6
ავტორი: VaRdo
15 აგვისტო 2014 16:07
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
კიდევ 24 საათი. დროზე ჩასტვინე სუდია შე ...........ო wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№7
ავტორი: ელენე
15 აგვისტო 2014 18:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 279
ძალიან კარგი სტატიაა. ყოჩაღ, ავტორ!

აუ მე მანჩესტერში მინდა ბინა და რუნიმ ერთი 200 000 მასესხოს რა ;/
0
№8
ავტორი: Berba 9
15 აგვისტო 2014 18:21
  • სიახლეები: 278
  • კომენტარები: 1500
კარგი მარიამ ყოჩაღ, ხვალ ოლდ ტრაფორდზე რომ დავდგები გეტყვით რა გრძნობაცაა wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
The City Is Yours?
The City Is Yours?
20,000 empty seats!
Are You Fucking Sure?
№9
ავტორი: Manchester_M
15 აგვისტო 2014 18:46
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ყოჩაღ მარიამ !!! ყველას გისურვებთ ოცნების ასრულებას და ოლდ ტრაფორტზე ფეხის დადგმას !!!!
0
№10
ავტორი: AkkRed
15 აგვისტო 2014 19:51
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
რთულია გამოყო გამორჩეული მომენტი. "ოლდ ტრაფორდზე" ფეხის დადგმა ეს თვითონ განსაკუთრებული გრძნობაა" ნეტა ყველას შეგვეძლოს ამ გრძნობის გაზიარება :((
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top