თბილისი:
მანჩესტერი:
13-08-2014, 13:48
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2242,
კომენტარები: 19
რა ხდება როხოს ირგვლივ?
ყველა ჭორი და ბრიტანული პრესის ყველა სტატია ერთ სიახლეში.
რა ხდება როხოს ირგვლივ?
მოგეხსენებათ, როხოს ირგვლივ უამრავი ჭორი აგორდა. შევეცადეთ ერთ სიახლეში მოკლედ გაგვეერთიანებინა ყველა ცნობა, ყველა ჭორი და ყველა სიახლე რაც ბრიტანულ პრესაში იწერება.

როგორც ბრიტანული გამოცემა "Sky Sports" იტყობინება, როხოს "სპორტინგის" დატოვება და "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლა სურს. სამშაბათს როხოს არ უვარჯიშია კლუბთან ერთად და როგორც სჩანს "წითლებმა" უკვე შესთავაზეს პორტუგალიურ კლუბს 16 მილიონი ფუნტი. გარდა ამისა კარვალიომ განაცხადა, რომ ის და მისი თანაგუნდელი სლიმანი დაისჯებიან გაცდენილი ვარჯიშის გამო.

"მათი კონტრაქტები კიდევ სამ წელს ითვალისწინებენ სპორტინგში",-ციტირებს კარვალიოს სიტყვები.

"Daily Mail"–ის განცხადებით კი, "წითლებმა" უკვე იციან როგორ უნდა დახარჯონ დარჩენილი 80 მილიონი და ერთ–ერთი შენაძენი როხო იქნება. არგენტინელი მარცხენა მცველი, ეს სწორედ ის არის ვინც ლუი ვან გაალსა და "იუნაიტედს" სჭირდება.

"Mirror" კი აქტიურად განიხილავს როხოს ტრანსფერს "იუნაიტედში". ბრიტანული გაზეთის განცხადებით, ეს წითელი სამყაროსთვის განსაკუთრებული დღეა, რადგან გულშემატკივარი როხოს ტრანსფერს აუცილებლად იხილავს. გაზეთი ასევე აცხადებს, რომ მისი გაოფიციალურება შაბათ-კვირამდე მოხდება.

სხვა ბრიტანულ პრესას არც "Daily Star" ჩამორჩა. ისინიც ასევე აცხადებენ, რომ 24 წლის მცველის ტრანსფერში აქტიურადაა ჩაბმული "იუნაიტედი". ვან გაალის როხოთი დაინტერესება კი მსოფლიო ჩემპიონატზე მოხდა. ის არგენტინის თამაშის შემდეგ შთაბეჭდილების ქვეშ მოექცა და სავარაუდოდ მაშინ გადაწყვიტა მისი შეძენა. ვან გაალმა თანხაც არ დაინანა და მზად არის არგენტინელში 16 მილიონი გადაიხადოს.

"Independent"-ის განცხადებით კი, "მანჩესტერ იუნაიტედმა" უარყო ჭორები კუადრადოს შესახებ და როხოში 16ის ნაცვლად 15 მილიონს იხდის. შეგახსენებთ, რომ პატრის ევრამ კლუბი დატოვა, ლუკ შოუსთან ერთად კი როხო იდეალური ვარიანტი იქნებოდა ვან გაალის ტაქტიკისთვის.

როგორც Manchester Evening News იტყობინება, როხო ძალიან ახლოს არის "მანჩესტერში" გადმოსვლასთან. მისი სურვილის გარდა, ამას ის ფაქტიც აძლიერებს, რომ კლუბის ხელმძღვანელობამ ისინი დასაჯა.

"ისინი ვერ ითამაშებენ შაბათს, თუ მათ სურთ შეუძლიათ თამაშს სახლში უყურონ",-აცხადებს კავრალიო.

შეგახსენებთ, რომ "წითლები" მზად არიან არგენტინელში 16 მილიონი გადაიხადონ.
სიახლეები
19 კომენტარი
№1
ავტორი: Esi
13 აგვისტო 2014 13:53
  • სიახლეები: 265
  • კომენტარები: 1115
რიავიცი რიავიცი... მე მაინც დი მარია მინდა იყიდონ
0
№2
ავტორი: Shako Jones
13 აგვისტო 2014 13:57
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 1891
ჩემი ძმაკაცი მეუბნებოდა ლივერპული დაითრევს ახლა ძაან მალე როხოსო და თურმე რა ამბებია ნახე რააა ;დდ
0
№3
ავტორი: chestersa
13 აგვისტო 2014 14:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 265
და ვინმე ამიხსნის რა ჯანდაბათ გვინდა ეს? ცენტრალური ნახევარმცველია? არა! ცენტრალური მცვეია? არა! აბა რა ჯანდაბათ გვინდა?!

ფლანგზე ამას ბევრად ჯობია ასამოა ეს იმ შემთხვევაში თუ ფული ენანებათ და კუადრადოს არ ყიდულობენ!
0
№4
ავტორი: RedTeen
13 აგვისტო 2014 14:07
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1077
მე მინდა ეს ბიჭი და სხვისი არ ვიცი..
0
№5
ავტორი: GeorgeBest
13 აგვისტო 2014 14:39
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
დღეს სერიოზული საუბრები მიდის უკვე დ ავნახოთ
0
№6
ავტორი: Malboro463
13 აგვისტო 2014 14:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5855
ციტატა: chestersa
ფლანგზე ამას ბევრად ჯობია ასამოა ეს იმ შემთხვევაში თუ ფული ენანებათ და კუადრადოს არ ყიდულობენ!

კუარდადო ბარსელონაში გადადის.
არამოსა და ეს სახვადასხვა პოზიცის ფებხურთელები არიან და განაპირა მცველად ეს ჯობია ასამოას
0
№7
ავტორი: TOSHIBA
13 აგვისტო 2014 15:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 86
არა რა როხო. ბლინდი ჯობია. იმას ცენტრალურ მცველადაც შეუძლია თამაში. მე ის მირჩევია. ამ სტილის შოუ ხო გვყავს უკვეე
0
№8
ავტორი: VaRdo
13 აგვისტო 2014 15:26
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
chestersa,

შოუმ რომ ტრავმა მიიღოს ვის აყენებ მაგ ფლანგზე? შემცვლელ იარ გინდა?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№9
ავტორი: A.HERRERA
13 აგვისტო 2014 15:51
  • სიახლეები: 80
  • კომენტარები: 464
Dacvis centrshic tamashobs es mgoni ase wavikitxe
0
№10
ავტორი: Manchester_M
13 აგვისტო 2014 15:52
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
კაი ეს რათ გინდა ვინმე სხვა მოიყვანონ :X არ დამევასა ეს რაღაც :X ბლინდი მირჩევნია :X
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top