თბილისი:
მანჩესტერი:
13-08-2014, 13:48
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2419,
კომენტარები: 19
რა ხდება როხოს ირგვლივ?
ყველა ჭორი და ბრიტანული პრესის ყველა სტატია ერთ სიახლეში.
რა ხდება როხოს ირგვლივ?
მოგეხსენებათ, როხოს ირგვლივ უამრავი ჭორი აგორდა. შევეცადეთ ერთ სიახლეში მოკლედ გაგვეერთიანებინა ყველა ცნობა, ყველა ჭორი და ყველა სიახლე რაც ბრიტანულ პრესაში იწერება.

როგორც ბრიტანული გამოცემა "Sky Sports" იტყობინება, როხოს "სპორტინგის" დატოვება და "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლა სურს. სამშაბათს როხოს არ უვარჯიშია კლუბთან ერთად და როგორც სჩანს "წითლებმა" უკვე შესთავაზეს პორტუგალიურ კლუბს 16 მილიონი ფუნტი. გარდა ამისა კარვალიომ განაცხადა, რომ ის და მისი თანაგუნდელი სლიმანი დაისჯებიან გაცდენილი ვარჯიშის გამო.

"მათი კონტრაქტები კიდევ სამ წელს ითვალისწინებენ სპორტინგში",-ციტირებს კარვალიოს სიტყვები.

"Daily Mail"–ის განცხადებით კი, "წითლებმა" უკვე იციან როგორ უნდა დახარჯონ დარჩენილი 80 მილიონი და ერთ–ერთი შენაძენი როხო იქნება. არგენტინელი მარცხენა მცველი, ეს სწორედ ის არის ვინც ლუი ვან გაალსა და "იუნაიტედს" სჭირდება.

"Mirror" კი აქტიურად განიხილავს როხოს ტრანსფერს "იუნაიტედში". ბრიტანული გაზეთის განცხადებით, ეს წითელი სამყაროსთვის განსაკუთრებული დღეა, რადგან გულშემატკივარი როხოს ტრანსფერს აუცილებლად იხილავს. გაზეთი ასევე აცხადებს, რომ მისი გაოფიციალურება შაბათ-კვირამდე მოხდება.

სხვა ბრიტანულ პრესას არც "Daily Star" ჩამორჩა. ისინიც ასევე აცხადებენ, რომ 24 წლის მცველის ტრანსფერში აქტიურადაა ჩაბმული "იუნაიტედი". ვან გაალის როხოთი დაინტერესება კი მსოფლიო ჩემპიონატზე მოხდა. ის არგენტინის თამაშის შემდეგ შთაბეჭდილების ქვეშ მოექცა და სავარაუდოდ მაშინ გადაწყვიტა მისი შეძენა. ვან გაალმა თანხაც არ დაინანა და მზად არის არგენტინელში 16 მილიონი გადაიხადოს.

"Independent"-ის განცხადებით კი, "მანჩესტერ იუნაიტედმა" უარყო ჭორები კუადრადოს შესახებ და როხოში 16ის ნაცვლად 15 მილიონს იხდის. შეგახსენებთ, რომ პატრის ევრამ კლუბი დატოვა, ლუკ შოუსთან ერთად კი როხო იდეალური ვარიანტი იქნებოდა ვან გაალის ტაქტიკისთვის.

როგორც Manchester Evening News იტყობინება, როხო ძალიან ახლოს არის "მანჩესტერში" გადმოსვლასთან. მისი სურვილის გარდა, ამას ის ფაქტიც აძლიერებს, რომ კლუბის ხელმძღვანელობამ ისინი დასაჯა.

"ისინი ვერ ითამაშებენ შაბათს, თუ მათ სურთ შეუძლიათ თამაშს სახლში უყურონ",-აცხადებს კავრალიო.

შეგახსენებთ, რომ "წითლები" მზად არიან არგენტინელში 16 მილიონი გადაიხადონ.
სიახლეები
19 კომენტარი
№11
ავტორი: temo-scholes
13 აგვისტო 2014 16:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1666
TOSHIBA,
Manchester_M,
getanxmebit bichebi... Blindi gacilebit kargiatundac im mxrivac ro universalia da tan holandielia...;)
0
№12
ავტორი: Malboro463
13 აგვისტო 2014 17:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5892
კოენტრაუს ყიდვა როცა შეიძლებოდა მაშინ არ დაიმატეს ამას 100 ჯერ ჯობია
0
№13
ავტორი: PLANeta
13 აგვისტო 2014 17:47
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 282
გადმოვა ესს ასე ხდებოდა შოუს დროსაც უეჭველი ეს ნაყიდია 48 საათში 3 ტრანსფერი გვექნება ხელში აი ნახეთ
0
№14
ავტორი: chestersa
13 აგვისტო 2014 19:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 265
Malboro463,
რა განაპირა მცველი 3 ცენტრალურ მცველში განაპირა მცველს რა უნდა?

Malboro463,
რა კოენტრაუ რაში გვჭირდებამე მეშლება დავიჯერო რამე? ეგ ხო ფლანგის მცველია რა ჯანდაბათ გვინდა ფლანგის მცველი როცა 3 ცენტრალური მცველით ვთამაშობთ?!

VaRdo,
როხოზე ბევრად უკეტესის ყიდვა შეიძლება და ვაბშე შოუ მარცხენა მცველია და დაჟე ეგეც ვერ გაქაჩავს ვან გაალის ტაქტიკაში ეს მითუმეტეს ფლანგის საყრდენი გვჭირდება რომელიც მთელ ფლანგს აკონტროლებს და არა როხო!!! სამწუხაროდ არც ის მგონია რომ შოუ შეძლებ ამ ტაქტიკაზე მორგებას!
0
№15
ავტორი: manutd---10
13 აგვისტო 2014 19:25
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 225
რა როხო რის როხოო, ბლინდი იყიდეე ლუიიიი, მოსული არ ხარ და უკვე ძააან ურეევ ეეეეეეეეეეეე
0
№16
ავტორი: Malboro463
13 აგვისტო 2014 19:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5892
chestersa,
კოენტრაო ვინგერადაც ტამაშობს შეტევაშიც კარგია.
ციტატა: chestersa
რა ჯანდაბათ გვინდა ფლანგის მცველი როცა 3 ცენტრალური მცველით ვთამაშობთ?!

მაშინ შოუ რაფეხებად უნდა რომ იყიდა და თან 30 ზე მდეტყი გადაიხადა?
წესიერ 3 მცველსრომ იყიდიეს მერე ითამშოს მაგ ტაქტიკით
0
№17
ავტორი: chestersa
13 აგვისტო 2014 22:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 265
Malboro463,
აშკარაა რომ მაგ ტაქტიკით აპირებს თამაშს შენი არ იყოს დდადარც მე მომწონს მანჩესთვის ეგ ტაქტიკა ამ ეტაპზე მაგრამ ასეა
0
№18
ავტორი: LizarD
14 აგვისტო 2014 00:06
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
ფლანგის მცველები შეტევებში ყოველთვის ერთვებიან, ზოგადად. რაც შეეხება შენს წუხილს, 5-2-3 ძალიან საინტერესო ტაქტიკაა, სწრაფ ვინგერებთან უფრო დამცველობითი სტილის მოთამაშეს დააყენებ მაგალითად შოუს, თუ საშუალო დონის ვინგერები არიან დააყენებ უკან ჩამოწეულ ვინგერს და ამით შეტევას ბევრად აძლიერებ. ბლინდს მოიყვანენ ჩემი აზრით მაგრამ მარცხენა მცველად ნაკლებად მგონია ითამაშოს, ცენტრში კარგად თამაშობს, თან დაცვაზეა ორიენტირწბული. ვნახოთ რა იქნება. როხოს თამაში არ მაქვს ნანახი, სამწუხაროდ ვერ შევადარებ.
0
№19
ავტორი: Best 7
14 აგვისტო 2014 01:08
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
Kargi mcvelia magari iqneba Tu gadmova

Kargi mcvelia magari iqneba Tu gadmova
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top