თბილისი:
მანჩესტერი:
12-08-2014, 18:21
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1914,
კომენტარები: 12
ფეხბურთელებს უკანასკნელი შანსი აქვთ
"წითლებმა" ყველაფერი უნდა გააკეთონ.
ფეხბურთელებს უკანასკნელი შანსი აქვთ
"მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელებს, რომელთა მომავალიც ბუნდოვანია, დღეს ღამით უკანასკნელი შანსი ეძლევათ, რომ სეზონის დაწყებამდე მწვრთნელს თავიანთი შესაძლებლობები დაუმტკიცონ.

"იუნაიტედის" გულშემატკივრები იმედოვნებენ, რომ დღევანდელი "მანჩესტერ იუნაიტედი" მკვეთრად განსხვავდება ერთი წლის წინანდელისგან და ეს კიდევ ერთხელ დამტკიცდება დრევანდელ შეხვედრაში, რომელსაც "იუნაიტედი" "ოლდ ტრაფორდზე" "ვალენსიას" წინააღმდეგ პრემიერ-ლიგის დაწყებამდე 4 დღით ადრე გამართავს.

12 თვის წინ, დევიდ მოიესის "ოლდ ტრაფორდული" დებიუტი ასევე ესპანელების წინააღმდეგ, "სევილიასთან" დაპირისპირებაში შედგა.

შეხვედრა 3-1 დასრულდა ესპანელთა სასარგებლოდ და ეს თითქოს ნიშანი იყო მომდევნო პერიოდის წარუმატებლობისა. ესპანელები არ იყვნენ ერთადერთნი, ვინც "იუნაიტედზე" გამარჯვება იმ წელს იზეიმა.

გასულ წელს კლუბში ბევრი არაფერი შეცვლილა. "იუნაიტედი" მყარად იყო დაკავშირებული გარეტ ბეილის ტრანსფერთან და თითქოს მის სანაცვლოდ ხავიერ ერნანდესსაც იმეტებდნენ.

აღმასრულებელი დირექტორი, ედ ვუდვორდი ცდილობდა უეინ რუნისადმი "ჩელსის" ინტერესი ჩაეკლა და ეს იმ პერიოდში ხდებოდა, როცა მარუან ფელაინი და ლეიტონ ბეინსი "ევერტონის" დამტოვებელთა სიაში არ ირიცხებოდნენ.

ამ ყველაფერთან გასამკლავებლად, პრემიერ-ლიგის ჩემპიონები "ოლდ ტრაფორდზე" "სევილიას" შეხვდნენ და "ქომუნიტი შილდის" შეხვედრაში "უიგანს" დაუპისპირდებოდნენ ძალები ესპანელებთან მოსინჯეს.

მიუხედავად იმისა, რომ ედ ვუდვორდმა ანდერ ერერასა და ლუკ შოუს ტრანსფერი 24 საათში დაასრულა, მას შემდეგ კლუბს შენაძენი არ ჰქონია.

მსოფლიო ჩემპიონატის მაესტროს, ლუი ვან გაალის ინტერესებში ელიაკიმ მანგალას ტრანსფერი შედიოდა, მაგრამ ეს უკანასკნელი საბოლოოდ "სიტის" დარჩა.

დღეს "ვალენსიას" წინააღმდეგ ფეხბურთელებს უკანასკნელი შანსი ეძლევათ, რათა მწვრთნელს თავისი შესაძლებლობები დაუმტკიცონ და აჩვენონ, რომ მის ახალ ტაქტიკურ სქემაში მათი ადგილი ნამდვილად მოიპოვება.

მომავალი ბუნდოვანია.

თითქოს ზოგიერთმა იცის უკვე თავისი მომავლის შესახებ, მაგრამ "იუნაიტედის" დაინტერესება მატს ჰუმელსში, ანხელ დი მარიასა და დეილი ბლინდში მათ მაინც მისცემს ეჭვის საბაბს.

ახალწვეულები, ანდერ ერერა და ლუკ შოუ პირველ შეხვედრა ჩაატარებენ "ოლდ ტრაფორდზე" და ინგლისის ნაკრების მარცხენა მცველს იმედი აქვს, რომ ლუი ვან გაალის მოთხოვნებს უპასუხა და კარგ ფიზიკურ ფორმას დაუბრუნდა.

ეშლი იანგმა ამერიკის ტურნეზე აჩვენა, რომ მას შეუძლია იყოს მაღალი დონის ვინგერი და გასული სეზონის უფერულობა ჩაახშოს.

"ეშლი იანგი იყო ერთადერთი, რომელსაც გასაოცარი ტურნე გამოუვიდა."

"მან ყველა თამაში ითამაშა და სხვადასხვა პოზიციაზე დგებოდა. მან შთაბეჭდილება მოახდინა და საკუთარ თავს დიდი სამსახურიც გაუწია."
- აცხადებს ფილ ნევილი.

შინჯი კაგავა 10 ნომრიანის პოზიციაზე მოიაზრება, მაგრამ როგორც ჩანს მას მატასთან დიდი ბრძოლა მოუწევს. შესაძლოა ის კლუბში დარჩეს კიდეც, მაგრამ მას მოუწევს დაამტკიცოს, რომ აქ თამაშს იმსახურებს.

manchestereveningnews
სიახლეები, ახალი ამბები
12 კომენტარი
№1
ავტორი: Rosso Diavolo
12 აგვისტო 2014 12:05
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
იმედია ჩიჩა რაფაელი და ფელი ვან გაალზე შთაბეჭდილებას მოახდენენ და გუნდში დარჩებიან
0
№2
ავტორი: A.HERRERA
12 აგვისტო 2014 12:07
  • სიახლეები: 80
  • კომენტარები: 464
Kagawas wasvla AR minda
0
№3
ავტორი: Rosso Diavolo
12 აგვისტო 2014 12:22
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
A.HERRERA,

არც მიდის
0
№4
ავტორი: Manchester United 14
12 აგვისტო 2014 12:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 982
მიდი ჩიჩა მიდი რაფ მიდთ რა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ MU – MUF - MUFC - Ok!
manunited
№5
ავტორი: temo-scholes
12 აგვისტო 2014 12:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
Vici bevri skeptikurad shexedavs chems natqvams, magram am etapze ar minda romelime matganma gundi datovos... Tundac andersonma... Ai luis jadoqrobis mjera da vici zamtramde bevrs aatamashebs... Ai zamtarshi ki ukve gasashvebi unda wavides... Luis xelshi vinc ver itamashebs bazari araa.. Wavides tundac kagava da chicha, magram zafxulshi araa raa... Minda ro luim kargad gamocados titoeuli matgani....
0
№6
ავტორი: love united
12 აგვისტო 2014 12:36
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
კაი ყიდვით არავის ყიდულობთ, ნანი-ქლევერლები მაინც გაყარეთ :/
0
№7
ავტორი: temo-scholes
12 აგვისტო 2014 12:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
love united,
dzma kleverli ro sadme wamsvleli agaraa da luic ro agar gaushvebs eg ukve faqtia da shesamchnevia...
0
№8
ავტორი: GeorgeBest
12 აგვისტო 2014 12:56
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ზაჰას თუ მიეცა შანსი ყველაფერი უნდა გააკეთოს რაც შეუძლია. წინაზე ბევრს ცვდილობდა მარა ყველაფერი პირიქით გამოსდიოდა

ალბათ ბლინდს მოვიყვანთ მარტო და დავრჩით ცენტრალური მცველის გარეშე. კი შეუძლია ამსაც შუაში მარა ამ დაცვით ვერ წავალთ შორს რა. რას მიაკვდნენ ამ ჰუმელსს თუ არ მოდის, სხვაზე იჩალიჩონ. ეგრე იყო ფაბრეგასზეც შარშან რო დავრჩით ფელაინის იმედად
0
№9
ავტორი: chicha_chicha14
12 აგვისტო 2014 13:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 175
მიდი ჩიჩა ეს შენი შანსია
0
№10
ავტორი: RedGirl
12 აგვისტო 2014 13:48
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
ზაჰა არ გაუშვას რა ! მენანება ეს ბავშვი. მართლა იანგს რო მისცეს კაპიტნის სამკლაური wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top