თბილისი:
მანჩესტერი:
12-08-2014, 18:21
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2116,
კომენტარები: 12
ფეხბურთელებს უკანასკნელი შანსი აქვთ
"წითლებმა" ყველაფერი უნდა გააკეთონ.
ფეხბურთელებს უკანასკნელი შანსი აქვთ
"მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელებს, რომელთა მომავალიც ბუნდოვანია, დღეს ღამით უკანასკნელი შანსი ეძლევათ, რომ სეზონის დაწყებამდე მწვრთნელს თავიანთი შესაძლებლობები დაუმტკიცონ.

"იუნაიტედის" გულშემატკივრები იმედოვნებენ, რომ დღევანდელი "მანჩესტერ იუნაიტედი" მკვეთრად განსხვავდება ერთი წლის წინანდელისგან და ეს კიდევ ერთხელ დამტკიცდება დრევანდელ შეხვედრაში, რომელსაც "იუნაიტედი" "ოლდ ტრაფორდზე" "ვალენსიას" წინააღმდეგ პრემიერ-ლიგის დაწყებამდე 4 დღით ადრე გამართავს.

12 თვის წინ, დევიდ მოიესის "ოლდ ტრაფორდული" დებიუტი ასევე ესპანელების წინააღმდეგ, "სევილიასთან" დაპირისპირებაში შედგა.

შეხვედრა 3-1 დასრულდა ესპანელთა სასარგებლოდ და ეს თითქოს ნიშანი იყო მომდევნო პერიოდის წარუმატებლობისა. ესპანელები არ იყვნენ ერთადერთნი, ვინც "იუნაიტედზე" გამარჯვება იმ წელს იზეიმა.

გასულ წელს კლუბში ბევრი არაფერი შეცვლილა. "იუნაიტედი" მყარად იყო დაკავშირებული გარეტ ბეილის ტრანსფერთან და თითქოს მის სანაცვლოდ ხავიერ ერნანდესსაც იმეტებდნენ.

აღმასრულებელი დირექტორი, ედ ვუდვორდი ცდილობდა უეინ რუნისადმი "ჩელსის" ინტერესი ჩაეკლა და ეს იმ პერიოდში ხდებოდა, როცა მარუან ფელაინი და ლეიტონ ბეინსი "ევერტონის" დამტოვებელთა სიაში არ ირიცხებოდნენ.

ამ ყველაფერთან გასამკლავებლად, პრემიერ-ლიგის ჩემპიონები "ოლდ ტრაფორდზე" "სევილიას" შეხვდნენ და "ქომუნიტი შილდის" შეხვედრაში "უიგანს" დაუპისპირდებოდნენ ძალები ესპანელებთან მოსინჯეს.

მიუხედავად იმისა, რომ ედ ვუდვორდმა ანდერ ერერასა და ლუკ შოუს ტრანსფერი 24 საათში დაასრულა, მას შემდეგ კლუბს შენაძენი არ ჰქონია.

მსოფლიო ჩემპიონატის მაესტროს, ლუი ვან გაალის ინტერესებში ელიაკიმ მანგალას ტრანსფერი შედიოდა, მაგრამ ეს უკანასკნელი საბოლოოდ "სიტის" დარჩა.

დღეს "ვალენსიას" წინააღმდეგ ფეხბურთელებს უკანასკნელი შანსი ეძლევათ, რათა მწვრთნელს თავისი შესაძლებლობები დაუმტკიცონ და აჩვენონ, რომ მის ახალ ტაქტიკურ სქემაში მათი ადგილი ნამდვილად მოიპოვება.

მომავალი ბუნდოვანია.

თითქოს ზოგიერთმა იცის უკვე თავისი მომავლის შესახებ, მაგრამ "იუნაიტედის" დაინტერესება მატს ჰუმელსში, ანხელ დი მარიასა და დეილი ბლინდში მათ მაინც მისცემს ეჭვის საბაბს.

ახალწვეულები, ანდერ ერერა და ლუკ შოუ პირველ შეხვედრა ჩაატარებენ "ოლდ ტრაფორდზე" და ინგლისის ნაკრების მარცხენა მცველს იმედი აქვს, რომ ლუი ვან გაალის მოთხოვნებს უპასუხა და კარგ ფიზიკურ ფორმას დაუბრუნდა.

ეშლი იანგმა ამერიკის ტურნეზე აჩვენა, რომ მას შეუძლია იყოს მაღალი დონის ვინგერი და გასული სეზონის უფერულობა ჩაახშოს.

"ეშლი იანგი იყო ერთადერთი, რომელსაც გასაოცარი ტურნე გამოუვიდა."

"მან ყველა თამაში ითამაშა და სხვადასხვა პოზიციაზე დგებოდა. მან შთაბეჭდილება მოახდინა და საკუთარ თავს დიდი სამსახურიც გაუწია."
- აცხადებს ფილ ნევილი.

შინჯი კაგავა 10 ნომრიანის პოზიციაზე მოიაზრება, მაგრამ როგორც ჩანს მას მატასთან დიდი ბრძოლა მოუწევს. შესაძლოა ის კლუბში დარჩეს კიდეც, მაგრამ მას მოუწევს დაამტკიცოს, რომ აქ თამაშს იმსახურებს.

manchestereveningnews
სიახლეები, ახალი ამბები
12 კომენტარი
№11
ავტორი: Manchester_M
12 აგვისტო 2014 14:04
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
რაფას გაშვება არ მინდა კუადრადოც რომ მოიყვანონ მაინც ისე რა არადაბალანსებული სასტავი გვყავს ერთი პოზიცია გატენილი ფეხბურთელებით მეორეზე ზამენაც არ გვყავს :X
0
№12
ავტორი: chudikone
12 აგვისტო 2014 21:16
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
კაგავაც მევასება, მაგრამ მატა სულ სხვა დონეა ♥
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top