თბილისი:
მანჩესტერი:
10-08-2014, 15:38
ავტორი: Berba 9,
ნანახია: 2876,
კომენტარები: 25
წამსვლელთა სია და მათი ფასები
ვინ დატოვებს კლუბს და რატომ ?
წამსვლელთა სია და მათი ფასები
მას შემდეგ რაც კლუბმა წარმატებული ტურნე ჩაატარა ლუი ვან გაალმა ასეთი რამ განაცხადა: "მე უნდა მივიღო გადაწყვეტილება სეზონის დაწყებამდე, თუმცა ფაქტია რომ შემადგნელობის განსაახლებლად საჭიროა რამდენიმე ცვლილების გაკეთება."
ლუი ვან გაალი მუდმივად ხაზს უსვამს, რომ ტურნემდე ის ფეხბურთელებს არ იცნობდა, სწორედ ამიტომ იყო კარგი ამერიკული ტურნე კარგი, როგორც ფეხბურთელებისთვის, ისე ჰოლანდიელის სპეციალისტისთვის. "31 აგვისტომდე საკმარისი დროა, მანამდე კი უკეთესად უნდა გავიცნო ფეხბურთელები, ისინი ვისთანაც ჯერაც არ მქონია შეხება". - განაცხადა მან.

ახალი კი რაც შეეხება ფეხბურთელებს, რომლებიც დატოვებენ კლუბს:

პირველი მარუან ფელაინია, ის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია კლუბიდან გადასვლის. ბელგიელში როგორც უკვე ვიცით 27,5 მილიონი ფუნტი სტერლინგია გადახდილი, მისი გაშვება კი კლუბს 20 მილიონ ფუნტ სტერლინგად სურს. არის დაინტერესებულიც, თუმცა ფასი არ არის ცნობილი, ასევე მეორე ვარიანტია, რომ ფელაინი არენდით გადავიდეს "ნაპოლიში".
წამსვლელთა სია და მათი ფასები


მომდევნო ფეხბურთელი, ხავიერ ერნანდესია(ჩიჩარიტო). მიუხედავად იმისა, რომ კარგი ალღო აქვს ამ ფეხბურთელს გოლის გატანის, მიუხედავად იმისა, რომ მას კარგი შედეგები აქვს საშუალოდ გატანილ გოლებში, მისი დატოვება კლუბს არ სურს. რადგან, ის კონკურენციას ვერ უწევს რობინ ვან პერსისა და უეინ რუნის.
ინტერსს მექსიკელისადმი ძალიან ბევრი კლუბი იჩენს, მათ შორის "იუვე", "მილანი", "ინტერი", "ატლეტიკო", "ტოტენჰემი", "სოტონი" და ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია. მანჩესტერული კლუბი კი არ უნდა იყოს ნაწყენი, თუკი მასში 10 მილიონ ფუნტ სტერლინგს აიღებს.
წამსვლელთა სია და მათი ფასები


მომდევნო ბრაზილიელი ანდერსონია, რომელმაც ვერაფრით ვერ მოიკიდა ადგილი გუნდში. მას ასევე აწუხებს ტრავმა, ამიტომ ვერ წავიდა წინა-სასეზონო ტურნეზე, სწორედ ამიტომ ლუი ვან გაალისთვის ყველაზე ადვილად გასაშვები ანდერსონი უნდა იყოს.
რაც შეეხება თანხას, "იუნაიტედი" 5 მილიონ ფუნტ სტერლინგზეც კი თანახმა იქნებოდა. ინტერესს კი ბევრი პორტუგალიური და ბრაზილიური კლუბი იჩენს.
წამსვლელთა სია და მათი ფასები


ლუიშ ნანი, ყველაზე სადავო საკითხი, ითამაშა თუ არა პორტუგალიელმა "იუნაიტედში" მაღალ დონეზე. თუმცა, ფაქტია რომ ნანის ჰქონდა კარგი პერიოდიც და ახლა ყველაზე ცუდი პერიოდი უდგას. სწორედ ამიტომ, საბოლოოდ, დროა რომ ამოძრავდეს ნანი, ან გაიხსნას თამაშში და აჩვენოს რა შეუძლია, ან დატოვოს კლუბი. პლიუს ამას, ვან გაალის ტაქტიკა ნანის ტიპის ფეხბურთელს არ ითვალისწინებს ძირითადში.
მისი ფასი, დაახლოებით 12-დან 15 მილიონ ფუნტ სტერლინგამდე უნდა იყოს. რადგან მისი ფასი 5 წლიანმა კონტრაქტმა გაზარდა.
"იუვე", "ინტერი", "არსენალი", "ვალენსია", სწორედ ეს კლუბები იჩენენ განსაკუთრებულ ინტერესს ფეხბურთელის მიმართ.
წამსვლელთა სია და მათი ფასები


მომდევნო ფეხბურთელი შინჯი კაგავაა. სერ ალექს ფერგიუსონმა იაპონელი ფეხბურთელი, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველი ისე შეიძინა, რადგან მისი კარგი სეზონები "დორტმუნდში" ყველას ახსოვს. თუმცა, მას შემდეგ რაც კაგავამ ვერ გაამართლა "იუნაიტედში" კლუბმა მის ადგილზე ხუან მატა დაიმატა და ძნელი სათქმელია, რომ იაპონელი შეძლებს მატას ამოგდებას ძირითადიდან.
იაპონელი ფეხბურთელის ფასი დაახლოებით 10 მილიონი ფუნტი სტერლინგი იქნება და რაც შეეხება ინტერეს, იურგენ კლოპი კვლავ სიამოვნებით იხილავდა კაგავას საკუთარ გუნდში. ასევე "მადრიდის ატლეტიკო" იჩენს საკმაო ინტერესს და მრავალი სხვა კლუბი, რომელთაც მისი არა შეძენა, არამედ არენდით აყვანა სურთ.
წამსვლელთა სია და მათი ფასები


ვილფრიდ ზაჰაზე იყო საუბრები, რომ მას შეეძლო გამხდარიყო მსოფლიო ჩემპიონატის ვარკსვლავი, მას შემდეგ რაც მან დატოვა "კრისტალ პალასი" და "იუნაიტედში" გადავიდა. თუმცა, მცდარი აღმოჩნდა ყველაფერი ეს. ამის შემდეგ, მან არენდით "კარდიფში" ითამაშა, სადაც მან ასევე ვერ მიაღწია წარმატებას. ამიტომ კლუბი მას შეელევა.
თუმცა შეიძლება არც ასე მარტივად იყოს საქმე, "იუნაიტედი" ალბათ ეცდება ბოლომდე ენდოს ზაჰას და შესაძლოა ის არენდით გაუშვან, სხვა შემთხვევაში მისი ფასი დაახლოებით 10 მილიონ ფუნტ სტერლინგს შეადგენს.
ინტერეს კი იჩენენ: "ვესთ ჰემი, ქპრ, კრისტალ პალასი, ნიუკასლი", სწორედ ამ კლუბებში აქვს ზაჰას შანსი წარმოაჩინოს თავისი შესაძლებლობები.
წამსვლელთა სია და მათი ფასები


წყარო: Dailymail.co.uk
ახალი ამბები, ჭორები
25 კომენტარი
№1
ავტორი: გაბადაძე
10 აგვისტო 2014 15:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 743
ფელა კაგავა და ჩიჩა უნდა დატოვონ სკამი აგარ უნდათ ვინმე რო დატოვონ და ზამენაზე ათამაშონ ,ან სეზონი ისე ჩაივლის რო ძIრითადის ხალხი ტრამვას არ აიკიდებს? შეცვლა ხო უნდათ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ g.gabadadze
№2
ავტორი: GeorgeBest
10 აგვისტო 2014 15:46
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ანდერსონმა და ნანიმ უნდა დატოვონ კლუბი. ნანის ადგილს უკვე ვეღრ ვხედავ კლუბში, არც გვჭირდება ვინგერები და თუ ვერ დავითრევთ ვერავის არც ეგ იქნება პრობლემა, წავიდეს სანამ დროა და სანამ რამეს იხდიან

ზაჰა ვნახოთ რას იზამს
0
№3
ავტორი: chestersa
10 აგვისტო 2014 15:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 265
ზაჰას ჩიჩას და კაგავას ხელი არ დაედოს ლუი!!!
0
№4
ავტორი: Manchester United 14
10 აგვისტო 2014 15:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 982
ანდერსონი ფელაინი ნანი იანგი და ფლეთჩერიც არ გვინდა
და ჩიჩა დატოვოს მანჩესტერმა თორემ ფანების %7 დაკარგავს :D
ზაHა იანგს არ ჯობია კაგავა კიდე შეიძლება რომ გაუშვან ეგ კაცი სულ სკამისთვის ცოდოა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ MU – MUF - MUFC - Ok!
manunited
№5
ავტორი: Rosso Diavolo
10 აგვისტო 2014 15:56
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
გული მწყდება, რომ ჩიჩა და კაგავა კლუბს ტოვებენ

0
№6
ავტორი: NUGI
10 აგვისტო 2014 15:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 320
ზაჰა და ანდერსონი გაუშვან სხვა არავინ ზაჰა დებილია ანდერსონი უარესი დებილი
0
№7
ავტორი: chudikone
10 აგვისტო 2014 16:00
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
მარტო ანდერსონი მემეტება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№8
ავტორი: RedTeen
10 აგვისტო 2014 16:32
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1077
აბა ფელაინი რჩებაო?? ;/// ანდერსონი გაუშვას... დანარჩენები არ მემეტება წასასვლელად.. მით უმეტეს ჩიჩა... ზაჰასგან გამოვა რაღაც და სისულელე იქნება მაგის გაშვება...
0
№9
ავტორი: MAGNIFICENT 7
10 აგვისტო 2014 16:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 314
ფელაინი კაგავა და ჩიჩა ვიღაცაში გადავცვალოთ... და იანგიც გაუშვით
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "მახსოვს როდესაც პირველად შევხვდი მას, ის მაშინ 13 წლის იყო და ბურთს ისე დასდევდა, როგორც კოკერ სპანიელის ლეკვი ქარში მოფრიალე ვერცხლისფერ ქაღალდს"-სერ ალექს ფერგიუსონი რაიან გიგზის შესახებ.
№10
ავტორი: manutd---10
10 აგვისტო 2014 17:45
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 225
უბრალოდ ვერ ვხვდები ერ რაღაცას, არავის არ ვყიდულობთ, არავინ არ მოდის, სლ ინტერესი ინტერესი, და თუ ესენი გავყიდეთ ჩვენ გვათამაშებს მერე ლუი?


ამ ნანის დაუფასებლობამ კი ნამდვილად დამღალა, ერთი სეზონი ჩააგდო კაცმა და ამაზე ხო ტვინი წაუღეს, დაიწყოს პრემიერ ლიგა და აი ნახავთ კვლავ ამის იმედზე თუ არ იქენით
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top