თბილისი:
მანჩესტერი:
10-08-2014, 15:38
ავტორი: Berba 9,
ნანახია: 2882,
კომენტარები: 25
წამსვლელთა სია და მათი ფასები
ვინ დატოვებს კლუბს და რატომ ?
წამსვლელთა სია და მათი ფასები
მას შემდეგ რაც კლუბმა წარმატებული ტურნე ჩაატარა ლუი ვან გაალმა ასეთი რამ განაცხადა: "მე უნდა მივიღო გადაწყვეტილება სეზონის დაწყებამდე, თუმცა ფაქტია რომ შემადგნელობის განსაახლებლად საჭიროა რამდენიმე ცვლილების გაკეთება."
ლუი ვან გაალი მუდმივად ხაზს უსვამს, რომ ტურნემდე ის ფეხბურთელებს არ იცნობდა, სწორედ ამიტომ იყო კარგი ამერიკული ტურნე კარგი, როგორც ფეხბურთელებისთვის, ისე ჰოლანდიელის სპეციალისტისთვის. "31 აგვისტომდე საკმარისი დროა, მანამდე კი უკეთესად უნდა გავიცნო ფეხბურთელები, ისინი ვისთანაც ჯერაც არ მქონია შეხება". - განაცხადა მან.

ახალი კი რაც შეეხება ფეხბურთელებს, რომლებიც დატოვებენ კლუბს:

პირველი მარუან ფელაინია, ის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია კლუბიდან გადასვლის. ბელგიელში როგორც უკვე ვიცით 27,5 მილიონი ფუნტი სტერლინგია გადახდილი, მისი გაშვება კი კლუბს 20 მილიონ ფუნტ სტერლინგად სურს. არის დაინტერესებულიც, თუმცა ფასი არ არის ცნობილი, ასევე მეორე ვარიანტია, რომ ფელაინი არენდით გადავიდეს "ნაპოლიში".
წამსვლელთა სია და მათი ფასები


მომდევნო ფეხბურთელი, ხავიერ ერნანდესია(ჩიჩარიტო). მიუხედავად იმისა, რომ კარგი ალღო აქვს ამ ფეხბურთელს გოლის გატანის, მიუხედავად იმისა, რომ მას კარგი შედეგები აქვს საშუალოდ გატანილ გოლებში, მისი დატოვება კლუბს არ სურს. რადგან, ის კონკურენციას ვერ უწევს რობინ ვან პერსისა და უეინ რუნის.
ინტერსს მექსიკელისადმი ძალიან ბევრი კლუბი იჩენს, მათ შორის "იუვე", "მილანი", "ინტერი", "ატლეტიკო", "ტოტენჰემი", "სოტონი" და ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია. მანჩესტერული კლუბი კი არ უნდა იყოს ნაწყენი, თუკი მასში 10 მილიონ ფუნტ სტერლინგს აიღებს.
წამსვლელთა სია და მათი ფასები


მომდევნო ბრაზილიელი ანდერსონია, რომელმაც ვერაფრით ვერ მოიკიდა ადგილი გუნდში. მას ასევე აწუხებს ტრავმა, ამიტომ ვერ წავიდა წინა-სასეზონო ტურნეზე, სწორედ ამიტომ ლუი ვან გაალისთვის ყველაზე ადვილად გასაშვები ანდერსონი უნდა იყოს.
რაც შეეხება თანხას, "იუნაიტედი" 5 მილიონ ფუნტ სტერლინგზეც კი თანახმა იქნებოდა. ინტერესს კი ბევრი პორტუგალიური და ბრაზილიური კლუბი იჩენს.
წამსვლელთა სია და მათი ფასები


ლუიშ ნანი, ყველაზე სადავო საკითხი, ითამაშა თუ არა პორტუგალიელმა "იუნაიტედში" მაღალ დონეზე. თუმცა, ფაქტია რომ ნანის ჰქონდა კარგი პერიოდიც და ახლა ყველაზე ცუდი პერიოდი უდგას. სწორედ ამიტომ, საბოლოოდ, დროა რომ ამოძრავდეს ნანი, ან გაიხსნას თამაშში და აჩვენოს რა შეუძლია, ან დატოვოს კლუბი. პლიუს ამას, ვან გაალის ტაქტიკა ნანის ტიპის ფეხბურთელს არ ითვალისწინებს ძირითადში.
მისი ფასი, დაახლოებით 12-დან 15 მილიონ ფუნტ სტერლინგამდე უნდა იყოს. რადგან მისი ფასი 5 წლიანმა კონტრაქტმა გაზარდა.
"იუვე", "ინტერი", "არსენალი", "ვალენსია", სწორედ ეს კლუბები იჩენენ განსაკუთრებულ ინტერესს ფეხბურთელის მიმართ.
წამსვლელთა სია და მათი ფასები


მომდევნო ფეხბურთელი შინჯი კაგავაა. სერ ალექს ფერგიუსონმა იაპონელი ფეხბურთელი, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველი ისე შეიძინა, რადგან მისი კარგი სეზონები "დორტმუნდში" ყველას ახსოვს. თუმცა, მას შემდეგ რაც კაგავამ ვერ გაამართლა "იუნაიტედში" კლუბმა მის ადგილზე ხუან მატა დაიმატა და ძნელი სათქმელია, რომ იაპონელი შეძლებს მატას ამოგდებას ძირითადიდან.
იაპონელი ფეხბურთელის ფასი დაახლოებით 10 მილიონი ფუნტი სტერლინგი იქნება და რაც შეეხება ინტერეს, იურგენ კლოპი კვლავ სიამოვნებით იხილავდა კაგავას საკუთარ გუნდში. ასევე "მადრიდის ატლეტიკო" იჩენს საკმაო ინტერესს და მრავალი სხვა კლუბი, რომელთაც მისი არა შეძენა, არამედ არენდით აყვანა სურთ.
წამსვლელთა სია და მათი ფასები


ვილფრიდ ზაჰაზე იყო საუბრები, რომ მას შეეძლო გამხდარიყო მსოფლიო ჩემპიონატის ვარკსვლავი, მას შემდეგ რაც მან დატოვა "კრისტალ პალასი" და "იუნაიტედში" გადავიდა. თუმცა, მცდარი აღმოჩნდა ყველაფერი ეს. ამის შემდეგ, მან არენდით "კარდიფში" ითამაშა, სადაც მან ასევე ვერ მიაღწია წარმატებას. ამიტომ კლუბი მას შეელევა.
თუმცა შეიძლება არც ასე მარტივად იყოს საქმე, "იუნაიტედი" ალბათ ეცდება ბოლომდე ენდოს ზაჰას და შესაძლოა ის არენდით გაუშვან, სხვა შემთხვევაში მისი ფასი დაახლოებით 10 მილიონ ფუნტ სტერლინგს შეადგენს.
ინტერეს კი იჩენენ: "ვესთ ჰემი, ქპრ, კრისტალ პალასი, ნიუკასლი", სწორედ ამ კლუბებში აქვს ზაჰას შანსი წარმოაჩინოს თავისი შესაძლებლობები.
წამსვლელთა სია და მათი ფასები


წყარო: Dailymail.co.uk
ახალი ამბები, ჭორები
25 კომენტარი
№11
ავტორი: Lev
10 აგვისტო 2014 18:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1515
მდაა...დავიჯერო კაგავა და ფელაინი ვერ ჯობიან ქლევერლის? ან ზაჰა დავიჯერო იანგზე უარესია? გინდ სისწრაფეში და გინდ პასში? ლუი შენ თუ იანგი-ქლევერლის იმედზე ხარ მოიესივით მოგივა და მერე არ გაგიკვირდეს. არ აქვს კაცს პოტენციალი და შენ თუ გინდა ქრისტე ღმერთი იყავი მაინც ვერ გადააქცევ იანგს რობენად

იმედია ისევ გაზეთების ჭორებია და ზაჰას არ გაუშვებს ეგრევე და მისცემს შანსს პრემიერლიგაში
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
№12
ავტორი: ლადო
10 აგვისტო 2014 18:29
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
მარტო ნანი და ანდერსონი მემეტება აქედან...ზამენა მაინც აღარ გვინდა ამდენს რომ ვუმშვეებთ? რომელი ახალ ფეხბურთელებს ბევრს ვყიდულობთ
0
№13
ავტორი: Esi
10 აგვისტო 2014 18:43
  • სიახლეები: 265
  • კომენტარები: 1115
მე მაინც მაქვს ანდერსონის იმედი))))) თან ნახევარმცველები არ გვყავს არც აკადემიიდან ჩანს ვინმე და იყოს რას გიშლით))) უიმეე რა ხალხი ხართ რა მაისური ვერ მიყიდია წლევანდელი ანდოს თუ გაუშვებენ)))


ნანი და იანგი გაუშვას დალშე დატოვოს
0
№14
ავტორი: chestersa
10 აგვისტო 2014 19:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 265
Nani. Young. Andersoni. Cleverly. Fletcheri. Carrick. Fellain. Egre tua es 7 kaci gasashvebia magram tu aravin viyidet zamenaze me ver davjdebi! Chicha kagawa da zaha araa gasashvebi dzalian didi shecdoma iqnebaa amati gasjveba
0
№15
ავტორი: LizarD
10 აგვისტო 2014 20:02
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
ფელაინი და ფლეტჩერი არ წავლენ, ხალხი არაა მაგ პოზიციაზე. ანდერსონი და ნანი უნდა წავიდნენ, კაგავა და ჩიჩარიტო საჭირო ხალხია, აი ზაჰას რაც შეეხება მარტო შეტევა აქვს და 4-3-3 ტაქტიკისთვის შეიძლება გამოყენება,
0
№16
ავტორი: Rosso Diavolo
10 აგვისტო 2014 21:53
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
გაეშვათ ნანი და ანდერსონი დაეტოვებინათ ფელაინი, მიეცათ კდევ ერთი სეზონი sad
0
№17
ავტორი: Malboro463
10 აგვისტო 2014 22:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5855
ციტატა: Lev
კაცს პოტენციალი და შენ თუ გინდა ქრისტე ღმერთი იყავი მაინც ვერ გადააქცევ იანგს რობენად

+1
ციტატა: Esi
მე მაინც მაქვს ანდერსონის იმედი)))))

ქლევერლიზე მეტად იმსახურებს შანს
სათამაშო დრო უნდა და ფორმასაც აღტიდგენს შარშან როესმა რა დროც გამოუყო ქლერვერლის ის დრო რომ ამისთვის მიეცა მოუმატებდა თამაშს.


პირველ რიგში ნანი,იანგი,ქლევერლია გასაშვები მერე თუ უნდა ზაგა,ანდერსონი და ჩიჩარიტოც მიაყოლონ
0
№18
ავტორი: Manchester United 14
10 აგვისტო 2014 22:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 982
მე არ ვეთანხმები ამ სიას
ჩემი სია : ანდერსონი , ფლეთჩერი , იანგი , ქლევერლი , კერიკი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ MU – MUF - MUFC - Ok!
manunited
№19
ავტორი: LizarD
10 აგვისტო 2014 22:58
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
ratuka.manchester,
კერიკი*
0
№20
ავტორი: Manchester United 14
10 აგვისტო 2014 23:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 982
LizarD,
ხო ვიცი წერის დროს შემეშალა

LizarD,
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ MU – MUF - MUFC - Ok!
manunited
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top