თბილისი:
მანჩესტერი:
9-08-2014, 10:08
ავტორი: ლადო,
ნანახია: 2485,
კომენტარები: 12
"იუნაიტედმა" ჰუმელსი დაკარგა
რატომ დაკარგა იუნაიტედმა ჰუმელსისადმი ინტერესი?
"მანჩესტერ იუნაიტედმა" ინტერესი დაკარგა დორტმუნდის "ბორუსიას" ცენტრალური მცველის მატს ჰუმელსის მიმართ.

Manchester Evening News ინფორმაციით, "იუნაიტედმა" ინტერესი იმის გამო არ დაკარგა, რომ 25 წლის ცენტრალური მცველის გადმობირება საკმაოდ რთულია. მიზეზი სხვაა.
"მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელს ლუი ვან გაალს სურს მარცხენა ფეხით მოთამაშე ფეხბურთელი 3–5–2 ტაქტიკისთვის.

პრიორიტეტულ მიზნად ითვლებოდა ტომას ვერმალენიც, მაგრამ "არსენალი" უკვე გაურიგდა "ბარსელონას" და როგორც "მეთოფეები" ამბობენ შეთანხმება მათთვის ძალიან სარფიანი გამოდგა.

ბოლო ვარიანტად კი შეიიძლება ჩაითვალოს დეილი ბლინდი, რომელიც 24 წლის გახლავთ. ის "აიაქსის" ღირსებას იცავს. მსოფლიო ჩემპიონატზე ის ხშირად გვევლინებოდა მარცხენა მცველის პოზიციაზე, მაგრამ ის ასევე კარგად თამაშობს მარცხენა ცენტრალური მცველის და საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზეც.

ბლინდის ტრანსფერი 17 მილიონ ფუნტად არის შეფასებული. ცოტა ხნის წინ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჰოლანდიური კლუბის ერთ–ერთმა პერსონამ განაცხადა, რომ 24 წლის მოთამაშე კლუბს ამ ზაფხულში დატოვებს.

წყარო:http://fapl.ru
ჭორები
12 კომენტარი
№1
ავტორი: ლადო
9 აგვისტო 2014 10:12
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
რავი დიდი სისულელელა თუ მართლა მაგიტომ დავანებეთ თავი, რომ ცაცია არ არის no იმედია წელს თუ არა მომავალ წელს მაინც დავიმატებთ
0
№2
ავტორი: ელენე
9 აგვისტო 2014 10:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 279
ეჰ, როგორ მინდოდა ჰუმელსი რა. :/
0
№3
ავტორი: Manchester_M
9 აგვისტო 2014 10:22
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ციტატა: ლადო
რავი დიდი სისულელელა თუ მართლა მაგიტომ დავანებეთ თავი, რომ ცაცია არ არის იმედია წელს თუ არა მომავალ წელს მაინც დავიმატებთ

თუ მხოლოდ ამ მიზეზის გამო არ იყიდეს და შეეძლოთ ყიდვა დიდი სისულელეა :X
0
№4
ავტორი: Berba 9
9 აგვისტო 2014 10:47
  • სიახლეები: 278
  • კომენტარები: 1500
არამგონია ეს ყოფილიყო მიზეზი :))) ვან გაალს ესეთი რამ არასდროს უთქვამს და რა მნიშვნელობა აქვს დაცვის ცენტრში მარცხენა ფეხით ითამაშებს თუ მარჯვენით, უბრალოდ დორტმუნდი არ აპირებს დათმობას, თორემ მასე ბარსასაც უნდოდა ყიდვა ჰუმელსის
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
The City Is Yours?
The City Is Yours?
20,000 empty seats!
Are You Fucking Sure?
№5
ავტორი: chudikone
9 აგვისტო 2014 10:53
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
რა სულელური მიზეზია
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№6
ავტორი: gilmour
9 აგვისტო 2014 11:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
chudikone,
მეც ეგ უნდა დამეწერა:))
ცაცია რო არაა ცენტრში დადგებოდა ან მარჯვნივ დავიჯერო სმოლინგს ვერ ამოაგდებდა:)
ერთი სიტყვით ტოპ ტრანსფერები არ გამოგვდის, დავიმატოთ ბლინდი და კუადრადო და დავიწყოთ სეზონი, მშვენიერი სასტავი გვეყოლება, ერთ ცენტრალურ ნახევარმცველსაც თუ დავიმატებთ მთლად კარგი.
0
№7
ავტორი: Malboro463
9 აგვისტო 2014 11:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5855
მე ვარ ცაცია და წამოყვანოს მაშინ.

სისულელეა
0
№8
ავტორი: RedTeen
9 აგვისტო 2014 11:51
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1077
დაუჯერებელი მიზეზია... იმედია ჭორია და გაალი ამის გადმობირებას კიდევ ეცდება..
0
№9
ავტორი: GeorgeBest
9 აგვისტო 2014 12:22
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ბლინდი მაგრად მინდა მოიყვანონ winked
0
№10
ავტორი: VaRdo
9 აგვისტო 2014 15:46
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ეს და როისი წელს დოორტმუნდს არ დატოვებენ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top