თბილისი:
მანჩესტერი:
25-11-2012, 18:57
ავტორი: Armani,
ნანახია: 2130,
კომენტარები: 14
ინტერვიუ რიო ფერდინანდთან
რიო ფერდინანდის ექსკლუზიური ინტერვიუ.
ინტერვიუ რიო ფერდინანდთან
რიო ფერდინანდმა ჟურნალ Inside United ს მოუყვა თავისი მომავალი გეგმები...

ზაფხულში დასვენება დაგეხმარა, რათა სეზონისთვის მომზადებულიყავი?

დიახ, რა თქმა უნდა. თუმცა ვიტყვი, რომ ეს დეკემბერში -იანვარში გამოჩნდება, როდესაც თამაში თამაშს მოყვება და თითქმის დასვენების დროც აღარ გრჩება. ამ დროს შენ უნდა იყო შესანიშნავ ფორმაში, რათა გაუძლო ამ დატვირთვას.

სერ ალექს ფერგიუსონს შენი იმედი მომავალ სეზონშიც აქვს, რას იტყვი ამაზე?

ყოველთვის სასიამოვნოა ასეთი სიტყვების მოსმენა მწრთვნელისგან. ფეხბურთელისთვის ყოველი თვე და კვირა უმნიშვნელოვანესია. პირველ რიგში მე უნდა შევაფასო ჩემი სათამაშო ფორმა შობის პერიოდში, მერე ვნახოთ თუ როგორ ვიგრძნობ თავს ზაფხულში. მაშინ უკვე შესაძლებელი იქნება დასკვნების გამოტანა. ჩემი აზრით, ეს სწორი მიდგომაა. თუმცა როდესაც მწრთვნელს შენი იმედი მომავალშიც აქვს, ეს დამატებით ძალას გმატებს.

როგორ შეაფასებდი შენს თავს ამ სეზონში?

რაც ჩემს თავს შეეხება ვიტყვი, რომ დადებითად ვაფასებ.მოხარული ვარ, რომ თამაშს დავუბრუნდი. ამ სეზონში მქონდა ჩავარდნაც, თუმცა ახლა ისეც ჩვეულ სათამაშო ფორმას დავუბრუნდი.

''ნიუკასლთან'' მატჩი თქვენთვის მნიშვნელოვანი იყო. წაგების შემთხვევაში თქვენ პირველ ადგილოსანთან შვიდი ქულით ჩამორჩებოდით?

დიახ. მართალი ხართ. თამაშის დაწყებამდე მწრთვნელმა სატურნირო მდგომარეობა დაგვანახა. სიმართლე რომ გითხრათ, შობამდე სატურნირო ცხრილს არ ვუყურებ. თუმცა როდესაც მწრთვნელმა ჩვენი მდგომარეობა დაგვანახა. ვიფიქრეთ ''დროა თამაში მოვიგოთ''. მოხარული ვარ, რომ ყველაფერი ჩვენს სასარგებლოდ დამთავრდა.

ამ სეზონში მცველებმა გოლებით თავი გაიბრწყინეს.ეს დადებითად უნდა მოქმედებდეს გუნდზე...

დიახ, ეს შესანიშნავია. როდესაც გოლი მცველს გააქვს. მეც მსურს მოწინააღმდეგე გუნდის კარების დალაშქვრა.

ამ სეზონში ''იუნაიტედი'' სხვადასხვა სათამაშო სქემას იყენებს. ამან შესაძლოა ხელი შეგიშალოს, როგორც ცენტრალურ მცველს?

რა თქმა უნდა არა. მცველებისთვის სქემას არანაირი მნიშვნნელობა აქვს. მნიშვნელოვანია მხოლოდ ფსიქოლოგია თუ როგორ დაიწყებ თამაშს. სწორი დამოკიდებულება - ეს ყველაზე მნიშვნელოვანია მცველისთვის.

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
14 კომენტარი
№1
ავტორი: v.persie and rooney
25 ნოემბერი 2012 18:58
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 466
კაი ინტერვიუა

111 კომენტარი love
0
№2
ავტორი: Beckham 7
25 ნოემბერი 2012 19:03
  • სიახლეები: 467
  • კომენტარები: 1434
საღოლ მარა სურათი?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Why Always Redarmy.ge?
№3
ავტორი: BERDI
25 ნოემბერი 2012 19:10
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
კაია ავტორ საღოლ winked
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.
№4
ავტორი: UTD-Rule
25 ნოემბერი 2012 19:11
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
კარგია ავტორ საინტერესოა )) სურათი შევცვალე არ ეყენა smile
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№5
ავტორი: razma21
25 ნოემბერი 2012 19:12
  • სიახლეები: 38
  • კომენტარები: 584
საღოლ მაგრამ ყურადღებით წერე ცოტა რა პატარ-პატარა შეცდომები იყო :)

რიოს რაც შეეხება ზაფხულში კი დაისვენა მარა რაც სეზონი დაიწყო სუ თამაშობს და გადაიღლებოდა ალბათ ჯობია ეხლა ახალგაზრდება ითამაშონ და ბოქსინგ დეისთვის მზად იყოს რიო სრულად :)
0
№6
ავტორი: BERDI
25 ნოემბერი 2012 19:13
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
RazMa.,
ბოქსინგ დეისთვის

ამან იქამდე რო დაისვენოს მერე სულ ვერ ითამაშებს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.
№7
ავტორი: razma21
25 ნოემბერი 2012 19:24
  • სიახლეები: 38
  • კომენტარები: 584
ციტატა: BERDI MAN_FAN
ამან იქამდე რო დაისვენოს მერე სულ ვერ ითამაშებს

მე იმას კი არ ვამბობ სულ არ ითამაშოს თქო ანუ ეხლა თითქმის ყველა თამაშში უწევს თამაში და დაისვენოს ხოლმე რა უფრო ხშირად....
0
№8
ავტორი: BERDI
25 ნოემბერი 2012 19:26
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
RazMa.,
ეხა ჩემპიონთა ლიგაზე დაასვენებს ალბათ და მერე შეილება რიდინგი გამოტოვოს smile
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.
№9
ავტორი: love united
25 ნოემბერი 2012 19:34
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
საღოლ ავტორ!..
0
№10
ავტორი: Amanda Seyfried
25 ნოემბერი 2012 19:35
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 2065
რიო შენი იმედი მაქვს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top