თბილისი:
მანჩესტერი:
25-11-2012, 18:57
ავტორი: Armani,
ნანახია: 2389,
კომენტარები: 14
ინტერვიუ რიო ფერდინანდთან
რიო ფერდინანდის ექსკლუზიური ინტერვიუ.
ინტერვიუ რიო ფერდინანდთან
რიო ფერდინანდმა ჟურნალ Inside United ს მოუყვა თავისი მომავალი გეგმები...

ზაფხულში დასვენება დაგეხმარა, რათა სეზონისთვის მომზადებულიყავი?

დიახ, რა თქმა უნდა. თუმცა ვიტყვი, რომ ეს დეკემბერში -იანვარში გამოჩნდება, როდესაც თამაში თამაშს მოყვება და თითქმის დასვენების დროც აღარ გრჩება. ამ დროს შენ უნდა იყო შესანიშნავ ფორმაში, რათა გაუძლო ამ დატვირთვას.

სერ ალექს ფერგიუსონს შენი იმედი მომავალ სეზონშიც აქვს, რას იტყვი ამაზე?

ყოველთვის სასიამოვნოა ასეთი სიტყვების მოსმენა მწრთვნელისგან. ფეხბურთელისთვის ყოველი თვე და კვირა უმნიშვნელოვანესია. პირველ რიგში მე უნდა შევაფასო ჩემი სათამაშო ფორმა შობის პერიოდში, მერე ვნახოთ თუ როგორ ვიგრძნობ თავს ზაფხულში. მაშინ უკვე შესაძლებელი იქნება დასკვნების გამოტანა. ჩემი აზრით, ეს სწორი მიდგომაა. თუმცა როდესაც მწრთვნელს შენი იმედი მომავალშიც აქვს, ეს დამატებით ძალას გმატებს.

როგორ შეაფასებდი შენს თავს ამ სეზონში?

რაც ჩემს თავს შეეხება ვიტყვი, რომ დადებითად ვაფასებ.მოხარული ვარ, რომ თამაშს დავუბრუნდი. ამ სეზონში მქონდა ჩავარდნაც, თუმცა ახლა ისეც ჩვეულ სათამაშო ფორმას დავუბრუნდი.

''ნიუკასლთან'' მატჩი თქვენთვის მნიშვნელოვანი იყო. წაგების შემთხვევაში თქვენ პირველ ადგილოსანთან შვიდი ქულით ჩამორჩებოდით?

დიახ. მართალი ხართ. თამაშის დაწყებამდე მწრთვნელმა სატურნირო მდგომარეობა დაგვანახა. სიმართლე რომ გითხრათ, შობამდე სატურნირო ცხრილს არ ვუყურებ. თუმცა როდესაც მწრთვნელმა ჩვენი მდგომარეობა დაგვანახა. ვიფიქრეთ ''დროა თამაში მოვიგოთ''. მოხარული ვარ, რომ ყველაფერი ჩვენს სასარგებლოდ დამთავრდა.

ამ სეზონში მცველებმა გოლებით თავი გაიბრწყინეს.ეს დადებითად უნდა მოქმედებდეს გუნდზე...

დიახ, ეს შესანიშნავია. როდესაც გოლი მცველს გააქვს. მეც მსურს მოწინააღმდეგე გუნდის კარების დალაშქვრა.

ამ სეზონში ''იუნაიტედი'' სხვადასხვა სათამაშო სქემას იყენებს. ამან შესაძლოა ხელი შეგიშალოს, როგორც ცენტრალურ მცველს?

რა თქმა უნდა არა. მცველებისთვის სქემას არანაირი მნიშვნნელობა აქვს. მნიშვნელოვანია მხოლოდ ფსიქოლოგია თუ როგორ დაიწყებ თამაშს. სწორი დამოკიდებულება - ეს ყველაზე მნიშვნელოვანია მცველისთვის.

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
14 კომენტარი
№11
ავტორი: Shako Jones
25 ნოემბერი 2012 22:07
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 1891
რიო რიო რიოოო !!! love
0
№12
ავტორი: Luka Gelashvili
25 ნოემბერი 2012 22:43
  • სიახლეები: 243
  • კომენტარები: 1953
საღოლ ავტორ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"Many great players have worn the shirt of Manchester United.. In so many ways Scholes is my favourite" - Sir bobby Charlton
№13
ავტორი: GeorgeBest
25 ნოემბერი 2012 23:44
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
რიო love მიყვარს ეს კაცი love
0
№14
ავტორი: Ví Ví
26 ნოემბერი 2012 20:22
  • სიახლეები: 41
  • კომენტარები: 1619
რიო
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top