თბილისი:
მანჩესტერი:
6-08-2014, 22:02
ავტორი: Jubo,
ნანახია: 2537,
კომენტარები: 15
ეხმარებოდა ვები იუნაიტედს? რას ამბობს სტატისტიკა?
Mirror-მა საინტერესო სტატისტიკა გამოაქვეყნა
ეხმარებოდა ვები იუნაიტედს? რას ამბობს სტატისტიკა?
25 წლიანი კარიერის შემდეგ ჰოვარდ ვებმა კარიერის დასრულება გადაწყვიტა. 43 წლის მსაჯმა 2010 წლის მსოფლიო და უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალებში მიიღო მონაწილეობა. მიუხედავად იმისა, რომ ის ინგლისში ერთ-ერთ საუკეთესო არბიტრად ითვლებოდა, "მანჩესტერ იუნაიტედის" კონკურენტი გრანდების ფანები მას ხშირად აკრიტიკებდნენ და "წითლების" მიმართ მიკერძოებულობაში სდებდნენ ბრალს. წლების განმავლობაში იქმნებოდა ფოტოები, სადაც ჰოვარდი "იუნაიტედის" ფორმაში იყო გამოწყობილი. არის "ლივერპულის", "სიტის", "ჩელსის" და სხვა კლუბის ფანების ბრალდებები სამართლიანი? გთავაზობთ სტატისტიკურ მონაცემებს ამ კითხვაზე ნაწილობრივი პასუხის გასაცემად.

ეხმარებოდა ვები იუნაიტედს? რას ამბობს სტატისტიკა?


ვებმა "იუნაიტედის" 47 მატჩში იმსაჯა, აქედან 29 მანჩესტერელების გამარჯვებით დასრულდა. მათ წააგეს 12 შეხვედრა და ფრედ ითამაშეს 6 - ეს ყველაფერი 10 სეზონის განმავლობაში. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, "იუნაიტედმა" ხუთჯერ აღმართა პრემიერ ლიგის თასი. თითო სეზონში, ჰოვარდი საშუალოდ 7-ჯერ მსაჯობდა "წითლების" შეხვედრებში.

ეხმარებოდა ვები იუნაიტედს? რას ამბობს სტატისტიკა?


როგორც ფოტოზე ხედავთ, 2010/11 სეზონში დაფიქსირდა ყველაზე მაღალი შედეგი. ვები 4 მატჩში იყო არბიტრი და "იუნაიტედმა" აქედა ყველა მოიგო. ცხრა სეზონის მანძილზე, ვების მსაჯობისას, "წითლები" საშუალოდ ორ შეხვედრაში მარცხდებოდნენ. დევიდ მოიესი მოწინააღმდეგე გუნდის ფანებს სალაპარაკოს აღარ უტოვებდა, რადგან მან ვების მსაჯობიდან ყველა შეხვედრა წააგო, მათ შორის "სიტისთან" 4-1.

ეხმარებოდა ვები იუნაიტედს? რას ამბობს სტატისტიკა?


ამ სტატისტიკით კი ვების კრიტიკოსები ალბათ ძალიან გაიხარებენ. "მანჩესტერ იუნაიტედის" სასარგებლოდ მან 7 პენალტი დადო, მოწინააღმდეგე გუნდის სასარგებლოს კი - 1. "ჩელსის" გულშემატკივრები ჰოვარდმა განსაკუთრებით გააღიზიანა 2012 წელს, ანგარიშით 3-3 დასრულებულ შეხვედრაში, როცა მან "წითლებს" 2 ჯერ დაარტყმევინა პენალტი.

ეხმარებოდა ვები იუნაიტედს? რას ამბობს სტატისტიკა?


რაც შეეხება ბარათებს, მან 84-ჯერ (2 წითელი) უჩვენა ბარათი "მანჩესტერელებს", 82-ჯერ (2 წითელი) კი მოწინააღმდეგეებს.

წყარო: mirror.co.uk


ეხმარებოდა ჰოვარდ ვები "იუნაიტედს"?

კი
არა

ახალი ამბები
15 კომენტარი
№1
ავტორი: Manchester_M
6 აგვისტო 2014 22:08
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
მე არას მივეცი :D ვები კი არა ფერგიუსონი ეხმარებოდა მანჩესტერს რო შეუბღავლებდა მსაჯს დედი მისი შვილი იყო არ დაედო ჯარიმა :D
1
№2
ავტორი: GeorgianDevil
6 აგვისტო 2014 22:15
  • სიახლეები: 57
  • კომენტარები: 83
მე კი :D მაგრამ რა სისულელეა,ბევრჯერ არასწორი გადაწყვეტილებებიც აქვს მიღებული ჩვენს წინააღმდეგ.2011 ში ჩელსისთან ჩემპიონობა წყდებოდა და იქ 100% პენალტი არ დაგვიდო ლამპარდის ხელზე,კარგად მახსოვს ეს რა ვინერვიულე იმ თამაშზე :D
1
№3
ავტორი: chestersa
6 აგვისტო 2014 22:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 265
ყველაზე მეტად იმაზე მეცინება რომ ბარსელონას ფანები წერენ ვები მანჩესტერის მსაჯი იყოო :დ
1
№4
ავტორი: Manchester_M
6 აგვისტო 2014 22:22
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ციტატა: chestersa
ყველაზე მეტად იმაზე მეცინება რომ ბარსელონას ფანები წერენ ვები მანჩესტერის მსაჯი იყოო :დ

მაგათ კიდე რაღა უნდათ ? :D
1
№5
ავტორი: chestersa
6 აგვისტო 2014 22:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 265
Manchester_M,
არ ვიცი ბარსელონას ფანები მაინც არ იყვნენ :D
1
№6
ავტორი: DimaSanaia
7 აგვისტო 2014 00:45
  • სიახლეები: 58
  • კომენტარები: 289
როგორ არ ეხმარებოდა, რიგ მომენტებში ბევრჯერ მიიღო ჩვენს სასარგებლოდ გადაწყვეტილება, ეს ფაქტია, მაგრამ მოსყიდული იყოო რომ ამბობენ დიდი სისულელეა. ვები ბოლო 10 წლეულის ერთ-ერთი საუკეთესო მსაჯია, ამაზე ორი აზრი არაა.
1
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ We will never Die !

manunited
№7
ავტორი: Malboro463
7 აგვისტო 2014 01:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5855
ვები მანჩეტსერს კლატენბურგი ჩელსის
და ერთი კიდე ლივერპულს ეხმარებოდა გასიებული სახელი დამავიწყდა
1
№8
ავტორი: Manchester United 14
7 აგვისტო 2014 07:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 982
რას აღარ ოტყვიან ეს ჩელსის და ლივერპულის ფანები ერთი ვები გვეხმარებოდა და მერე კიდე ფერგიუსონი მაფიოზი არისო თამაშებს ყიდულობსო ბევრჯერ გამიგა , მანჩესტერი რო უვლიდა თავზე ყველას მერე იცან ასეთი ლაპარაკი
1
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ MU – MUF - MUFC - Ok!
manunited
№9
ავტორი: GeorgeBest
7 აგვისტო 2014 07:51
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ეჰ რა კაცი დავკარგეთ wink
1
№10
ავტორი: Berba 9
7 აგვისტო 2014 07:58
  • სიახლეები: 278
  • კომენტარები: 1500
გვეხმარებოდა ჰა რავიცი მე, თუ გვეხმარებოდა მაგას რა ჯობია wink
1
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
The City Is Yours?
The City Is Yours?
20,000 empty seats!
Are You Fucking Sure?
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top